Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სუხიშვილები – მოძრაობა, რომელიც საქართველოს ბანკთან ერთად არ ჩერდება

by იზა გვარამაძე
August 11, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სუხიშვილები – მოძრაობა, რომელიც საქართველოს ბანკთან ერთად არ ჩერდება
0
SHARES
0
VIEWS

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” წელს საიუბილეო 80 წლისთავს აღნიშნავს. სუხიშვილებისთვის ანსამბლი მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი არ არის, ეს არის ეროვნულ საგანძურად ქცეული თაობების კავშირი, რომლის მისიაც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი თანამედროვე სივრცეში ტრანსფორმაციაა.

ასეთ საზოგადო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს საიმედო და ძლიერი მოკავშირის ყოლას. სუხიშვილების შეუჩერებელი მოძრაობის სპონსორი, კი უკვე მრავალი წელია საქართველოს ბანკია. თანამოაზრე, რომლის ღირებულებები ზუსტად ეხმიანება ანსამბლის სულისკვეთებას – მუდმივ განახლებას, ინოვაციისკენ სწრაფვასა და არ გაჩერებას. სწორედ ამ საერთო ხედვამ აქცია საქართველოს ბანკი სუხიშვილების წარმატების განუყოფელ ნაწილად.

1945 წელს, საბჭოთა რეჟიმის ქარცეცხლში სახელმწიფო ანსამბლის დაარსება, რევოლუციური ბუნებისა და მებრძოლი ხასიათის გამოვლენა, საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვდა. თუმცა ერთმანეთის, ცეკვისა და სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები. მათი ექსპერიმენტი სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი იყო, რომელიც დრომ ფასდაუდებელ მემკვიდრეობად აქცია.

განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, წყვილი მუდმივად უპირისპირდებოდა სტერეოტიპებს, ბიუროკრატიასა და კულტურულ ჩარჩოებს. თუმცა ყოველი უარყოფითი კომენტარი და უადგილო რეპლიკა მათთვის დამატებითი მოტივაცია იყო. საბოლოოდ, სიმტკიცემ, ძლიერმა ნებისყოფამ და ახლის შექმნის უშრეტმა სურვილმა გაამართლა. სუხიშვილების შემოქმედება იქცა ერთგვარ მანიფესტად, სადაც ყოველი მოძრაობა, მუსიკის ბგერა და კოსტიუმის დეტალი ხმამაღლა აცხადებს, „ეს არის ქართული ბრენდი!“ აღსანიშნავია, რომ მოღვაწეობის პირველივე წლებში, მათ შეძლეს ქართული ფოლკლორის საზღვრებს გარეთ გატანა. თანაც ისე, რომ აფიშებზე ეწერა: ანსამბლი საქართველოდან და არა საბჭოთა კავშირიდან. ეს იყო არა მხოლოდ კულტურული, არამედ ეროვნული გამარჯვება.

როგორც ანსაბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი ამბობს:

“ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა შექმნეს სამყარო სადაც ძველი არ იკარგება და მუდმივად ახალი იქმნება. მათ შექმნეს მოძრაობა, დღეს კი სუხიშვილების ამოცანაა ეს მოძრაობა არ გავაჩეროთ“.

ან როგორ უნდა გაჩერდნენ, როდესაც თითოეულ ქორეოგრაფიაში, კოსტიუმსა თუ მუსიკაში ერთდროულად იგრძნობა ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზი. მოცეკვეები, კი არ უშინდებიან ექსპერიმენტებს, არღვევენ ჩარჩოებს და ძველ, კლასიკურ მოძრაობებს თანამედროვე დადგმებში სრულიად ახალი, მოულოდნელი კომბინაციებით წარმოგვიდგენენ.

თანამედროვეობის, ინდივიდუალიზმისა და უნიკალურობის ფონზე, ყველაფერი ისეა, როგორც ანსამბლის დამფუძნებლებს სურდათ. მეტიც, სუხიშვილებმა შეძლეს, ქართული ფოლკლორი ახალგაზრდებისთვის ახლობელი და მიმზიდველი გამხდარიყო. ცეკვასთან ერთად შეაყვარეს, კლასიკურ მოტივებზე აჟღებული ქართული მელოდიები, რომლებსაც ცალკეულადაც უსმენენ.

ცეკვისა და მუსიკის ფონზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ კოსტიუმები. სულიკო ვირსელაძის ისტორიული წითელი ჩოხისა და აჭარულის სახასიათო ქამართან ერთად, დასი თანაბრად ირგებს ნინო სუხიშვილის დიზაინით შექმნილ გამორჩეულად ჰაეროვან, ჭრელ და მსუბუქ სამოსს.

„კოსტიუმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დეტალები ტექსტურა, ხარისხი. როდესაც კოსტიუმს ვქმნი, ყოველთვის ვცდილობ, რომ მოცეკვავეს კი არა ცეკვა ჩავაცვა“- აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.

სუხიშვილების უმცროსი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიის წერას. თანაც ისე, რომ არ ღალატობს ანსამბლის მთავარ ღირებულებას – ერთგულებას, შრომასა და საქმის მიმართ სიყვარულს. ამის ნათელი მაგალითია “ღია სცენა თაკარა”. სუხიშვილების ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი, სადაც მაყურებელიც კი დასის წევრი ხდება. თავდაპირველად, ღია სცენა ილიკო სუხიშვილის იდეიათ, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა. “თაკარამ” წელს უკვე მეხუთე სეზონს უმასპინძლა. სივრცეს უნიკალურობას მატებს ისიც, რომ ყველაფერი იქმნება და იბადება თაკარასთვის, ხოლო ამის შემდეგ ტრანსფორმირდება დასის მუდმივ რეპერტუარში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუხიშვილები მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთიანობამ, შემოქმედებამ და სიამაყემ განსაზღვროს მთელი ერის სახე. მათ ბაძავენ ყველაფერში, მოძრაობებში, მუსიკაში, ჩაცმულობაში. პროფესიონალი მოცეკვავეები, სუხიშვილების დასის წევრობაზე ოცნებობენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა გასაკვირია, რომ ეს არის ანსამბლი, რომელიც არ ჩერდება.

S

Previous Post

ფულადი პრიზები ბიზნესგადარიცხვებზე – საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება

Next Post

აშშ ტარიფებისგან ყოველთვიურად $50 მილიარდის შემოსავალს მიიღებს

იზა გვარამაძე

Next Post
აშშ ტარიფებისგან ყოველთვიურად $50 მილიარდის შემოსავალს მიიღებს

აშშ ტარიფებისგან ყოველთვიურად $50 მილიარდის შემოსავალს მიიღებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

Recent News

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result