Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სტარტაპმა CityPay.io აქსელერაციის პროგრამა StartupYard-ზე დამატებით 60,000 ევრო მოიზიდა

by Forbes.ge
სექტემბერი 8, 2021
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ინვესტიციები, კომპანიები, საქართველო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
სტარტაპმა CityPay.io აქსელერაციის პროგრამა StartupYard-ზე დამატებით 60,000 ევრო მოიზიდა
0
SHARES
0
VIEWS

სტარტაპი CityPay.io ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრე კომპანიებს გადახდების კრიპტოვალუტით მიღებასა  და სასურველ ვალუტაში კონვერტაციას სთავაზობს. პარტნიორ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები მიიღონ მომენტალურად, კრიპტოვალუტით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და რაც მთავარია, უკვე არსებულ არხებთან შედარებით საშუალოდ 5-ჯერ ნაკლები დანახარჯით.

StartupYard კი კერძო, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული აქსელერატორია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. მისი პორტფელი შედგება 83 სტარტაპისგან, რომლებმაც საერთო ჯამში  49 მილიონი ევრო მოიზიდეს.

StartupYard-ი ამჯერად CityPay.io-ს  საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და მენტორებთან დაკავშირებაში დაეხმარება, რათა სტარტაპმა შეძლოს სწრაფი ზრდის შენარჩუნება და გლობალურ ბაზარზე ეფექტურად ოპერირება. აქსელერაციის პროგრამა მოიცავს 150-ზე მეტ მენტორთან, ინვესტორსა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და კონსულტაციას; ასევე,  პროფესიონალ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც მორგებული იქნება სტარტაპის საჭიროებებზე. პროგრამის დასრულების შემდეგ, დემო დღეზე, CityPay.io  პრაღაში ინდუსტრიის ასობით წარმომადგენლისა და ინვესტორის წინაშე პრეზენტაციით წარსდგება.

როგორც Forbes Georgia-ს CityPay.io-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ქეთი ქარსელაძემ განუმარტა, კრიპტოვალუტის მფლობელთა რიცხვი სწრაფად იზრდება და CityPay.io პარტნიორ ბიზნესებს სწორედ აღნიშნული სეგმენტის ათვისებას სთავაზობენ.

„CityPay.io-ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალფ ჰატიპოღლუ თითქმის 5 წელია კრიპტო და ბლოკჩეინ მიმართულებით ახორციელებენ პროექტებს. CityPay.io-ს კრიპტო გადახდების სერვისი მიმდინარე წლის დასაწყისიდან ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად ფუნქციონირებს და უკვე 300-მდე კომპანიას აძლევს საშუალებას კრიპტო გადახდები მიიღონ“, – განმარტა მან.

ცნობისთვის, საწყის ეტაპზე სტარტაპმა $100,000 მოიზიდა, რის შემდეგაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტი მიიღო ₾100,000 ოდენობით. ახლახან მოზიდული ინვესტიცია კი სწორედ StartupYard-ისგან მიღებული 60,000 ევროა.

„პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ენჯელ ინვესტორებთან შემდეგი რაუნდისთვის, რაც ბაზრის გაფართოების და პროდუქტის განვითარებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა ქეთი ქარსელაძემ.

CityPay.io-ს გუნდში ამჟამად 15 ადამიანია და როგორც მისი წარმომადგენელი განმარტავს, სტარტაპი სწრაფ ზრდას განაგრძობს და აქტიურად ეძებს კრიპტო ენთუზიასტებს.

Previous Post

მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 2.6 პროცენტით შემცირდა

Next Post

The Matrix Resurrections-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
The Matrix Resurrections-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია

The Matrix Resurrections-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result