Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ხართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეა – Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიც, ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. პრე-აქსელატორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.

განაცხადების შეტანისა და გასაუბრებების გავლის შემდეგ, შეირჩევა 10-15 ადგილობრივი სტარტაპი, რომელიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს პროდუქტის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მომზადდეს ფასეული შეთავაზება, როგორ იფიქრონ პროდუქტის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ისწავლიან ბიზნესმოდელის შედგენასა და ფინანსების დათვლას. ასევე, შეხვედრების ფარგლებში, ისინი გაერკვევიან ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში და, რაც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაივლიან ტრენინგებს თუ როგორ უნდა წარსდგნენ ინვესტორების წინაშე.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

მონაწილეობის მიღება ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს შეუძლიათ, რომლებსაც ჰყავთ გუნდი და აქვთ ე.წ. MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე, სამოქმედო გეგმა მაინც თავიანთი ბიზნესის წამოსაწყებად.

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და ჯამში 12 კვირას გასტანს. ის ძირითადად დაკომპლექტებული იქნება თემატური სამუშაო სესიებით, მენტორებთან ინდივიდუალური შეხვედრებით, მოწვეული სპიკერებით. მონაწილეების Impact Hub-ის სივრცით ისარგებლებენ. ამ ყველაფერს კი დააგვირგვინებს დემო დღე, რომელზეც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და საშუალება ექნებათ, მოიპოვონ ინვესტიცია თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად.

პრე-აქსელერაციის პროგრამებზე განაცხადების მიღება 26 იანვრიდან იწყება და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეუძლიათ.

პროგრამის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე მისი ორგანიზატორები და გასული წლის პროგრამის მონაწილეებიც საუბრობენ:

„upway ქართული სტარტაპია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ქვეყანაში არსებულ სანდო კურსებს. Impact Hub Ttbilisi-ს პრე-აქსელერატორში upway-მ 2021 წლის გაზაფხულზე  მიიღო მონაწილეობა – რაც ჩვენი სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იდეაზე, ბიზნეს-მოდელის დახვეწაზე, მომხმარებლის journey-ზე, ტექნიკურ გადაწყვეტებზე და ა.შ.

ყველაზე მეტად პრე-აქსელერატორი დაგვეხმარა მწყობრ მუშაობაში, მოგვცა გამოცდილება და შეგვმატა თავდაჯერებულობა, იმისთვის რომ არ დავნებებულიყავით და რეალობად გვექცია ჩვენი იდეა“.

ქეთი ებანოიძე, ორგანიზატორი: „სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროგრამა მიზნად ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერებას ისახავს.“

ნინო ნანიტაშვილი, მენტორი: „პირველ რიგში, პრე-აქსელერატორი ეხმარება ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, ფოკუსირებულად დაუთმონ დრო საკუთარი გუნდის, ტექნიკური პროდუქტის და ბიზნეს-მოდელის განვითარებას. სიღრმისეული სესიებით და ინდივიდუალური მენტორების მხარდაჭერით, სტარტაპების დამფუძნებლებს უყალიბდებათ ხედვა და სტრატეგია ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნის და განვითარების მიმართულებით. პრე-აქსელერატორი ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე გაიცნონ პერსპექტიული სტარტაპები და გახდნენ მათი წარმატების მონაწილე. ეს კი, მთლიანობაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.“

სოფო კახიძე, თიბისის სტარტაპერი: „ამ პროექტს მხარს ვუჭერთ პროგრამა სტარტაპერით, რომელიც უკვე 5 წელია როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური პროგრამებით ბიზნესის დაწყებას და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. სტარტაპერი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც იზიარებს ამ მიზნებს და ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს საწყის ეტაპზე.

ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ სტარტაპ ეკოსისტემა, სადაც ბევრ, ხარისხიან ტექნოლოგიურ სტარტაპს შეეძლება იდეების ბიზნესად ქცევა და განვითარება, რომ ახალი, ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებელს.“

 

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა მარკეტერზე.

Previous Post

Nestle კაკაოს ფერმერებს ბავშვების სამუშაო ძალად გამოყენების შესაჩერებლად დამატებით გადაუხდის

Next Post

upway.ge –  ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას 

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის

upway.ge -  ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას 

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result