Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სს „ლიბერთი ბანკი“ პირველ საჯარო ობლიგაციას განათავსებს

by იზა გვარამაძე
July 24, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სს „ლიბერთი ბანკი“ პირველ საჯარო ობლიგაციას განათავსებს
0
SHARES
0
VIEWS

2024 წლის 24 ივლისს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ [წინასწარი] პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, სს „ლიბერთი ბანკმა“ („კომპანია“) დაიწყო 25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „ობლიგაციის“) ემისიის პროცესი. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024 წლის 8 აგვისტოდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე. ტრანზაქციის ამოცანაა ბანკისთვის მეორადი კაპიტალის მოზიდვა.

ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსებისა და გადახდისა და კალკულაციის აგენტი არის: შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“; ხოლო ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს „იურიდიული ფირმა ბიელსი“.

ტრანზაქციის ძირითადი პარამეტრები:

ემიტენტი სს „ლიბერთი ბანკი“
ემისიის ფორმა საჯარო დალისტული შეთავაზება
შეთავაზებული ფასიანი ქაღალდი სუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაცია
ემისიის მოცულობა 25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარი
დენომინაცია / მინიმალური ინვესტიციის მოცულობა დენომინაცია 1,000 (ათასი) აშშ დოლარი. ინვესტიციის მოცულობა არაუმცირეს 100,000 (ასი ათასი) ლარისა აშშ დოლარის ეკვივალენტში
ობლიგაციების ემისიის თარიღი 8 აგვისტო 2024
ვადიანობა, ძირის გადახდის თარიღი 7 წელი
წლიური კუპონის განაკვეთი განისაზღვრება წინასწარი შეთავაზების დროს
პროცენტის გადახდა ნახევარწლიური
ინვესტორების ტიპი გათვითცნობიერებული ინვესტორი
კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობა

„ლიბერთი აგრძელებს ინსტიტუციური განვითარებას და ყალიბდება კომპლექსურ ფინანსურ ინსტიტუტად. ამ გზაზე, ბანკი მზად არის მოიზიდოს დაინტერესებული ინვესტორები, რომლებსაც ექნებათ საშუალება წარმატებული ისტორიის მონაწილეები გახდნენ.

ბოლო წლების შედეგებით ვხედავთ ბანკის საფუძვლიანი ტრანსფორმაციის შედეგებს, რაც მის მომგებიანობაზეც აისახა. დარწმუნებული ვართ, სუბორდინირებული კლასის ფასიანი ქაღალდის გამოშვების გზით, ბანკი გაიმყარებს თავის პოზიციებს და  კიდევ უფრო მეტი ტემპითა და ინოვაციური პროდუქტებით წარმოაჩენს თავს ფინანსურ ბაზარზე. ლიბერთის მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს აგენტს – „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ და ლიბერთის გუნდის წევრებს, ამ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისათვის“ – განაცხადა ვატო ბაბუნაშვილმა, სს „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს კომპანიისა პირველ, ე.წ. საინაუგურაციო, საჯარო ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. სს „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი პირველი ბანკია, რომელიც საქართველოში დაფინანსებას მოიძიებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე საჯარო ობლიგაციების მეშვეობით. მისასალმებელია „ლიბერთი ბანკის“ სულისკვეთება კაპიტალის ბაზრის მეშვეობით უზრუნველყონ ბიზნესის ზრდის დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში ფონდირებისა და კაპიტალიზაციის შემდგომი დივერსიფიკაციის გაღრმავებას – თავის მხრივ კი სექტორის გაძლიერებას. იმედი გვაქვს, რომ კომპანიას დასახული მიზნის მისაღწევად, გათვითცნობიერებული ინვესტორების აქტივობაც მაღალი იქნება. მადლობა სს „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს, სექტორისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. და ბოლოს, აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშის, საბანკო სექტორში რიგით მესამე ფასიანი ქაღალდის ტრანზაქციას. როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე ბაზარზე, ვიმედოვნებთ რომ კიდევ ბევრი საინტერესო და ინოვაციური ტრანზაქციითა და ახალი ემიტენტების ბაზარზე შემოყვანით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს“ – განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა.

სს „ლიბერთი ბანკის“ შესახებ: ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის: PR@lb.ge

შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ შესახებ: კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორაციული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. კომპანიამ 2021 წლის 9 ნოემბერს „საქართველოს ეროვნული ბანკისგან“ მოიპოვა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“-„დ“ პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზია, ხოლო 2024 წლის ივნისიდან კომპანია უკვე ოპერირებს სებ-ის სრული საბროკერო ლიცენზიით. „ალფა კაპიტალი ედვაიზორის“ მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში. კომპანია საკუთარ კლიენტებს სთავაზობს მიუკერძოებელ და უმაღლესი ხარისხის საინვესტიციო-საბანკო ექსპერტიზას, პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტასა და მიდგომას, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ – „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ კლიენტებს მიაღწევინოს სასურველი სტრატეგიული შედეგი. კომპანიის თანადამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები არიან ირაკლი ელაშვილი და ლევან წუწუნავა. S

Previous Post

მუსიკა უკომპრომისოდ

Next Post

JSC “Liberty Bank” Issues First Public Bond

იზა გვარამაძე

Next Post
II კვარტალში Google-ის მშობელი Alphabet-ის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა

II კვარტალში Google-ის მშობელი Alphabet-ის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result