Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სოციალური ქსელებისა და სტრიმინგ-სერვისების მიერ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები

by იზა გვარამაძე
მარტი 3, 2022
in მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
სოციალური ქსელებისა და სტრიმინგ-სერვისების მიერ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები
0
SHARES
0
VIEWS

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ეკონომიკური და ფინანსური სანქციები მოჰყვა, რომელთაც რიგი კომპანიებიც ეტაპობრივად შეუერთდნენ. გამონაკლისი არც სოციალური ქსელები და სტრიმინგ-სერვისები აღმოჩნდნენ, რომელთაც რუსეთის ფედერაციას სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესეს.

სტატიაში წარმოდგენილია იმ შეზღუდვათა სია, რომლებიც სოციალური ქსელებისა და სტრიმინგ-სერვისების მიერ ბოლო დღეებში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესდა:

Facebook, Instagram – Meta-მ ევროკავშირის მასშტაბით საკუთარი პლატფორმების საშუალებით რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე RT-სა და Sputnik-ზე წვდომა შეზღუდა. კომპანიამ აღმოაჩინა და გააუქმა დეზინფორმაციის ქსელიც, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ანგარიშებს, ჯგუფებსა და გვერდებს მართავდა. კომპანიამ ასევე დაადგინა Ghostwriter-ის მიერ რამდენიმე  უკრაინელი საზოგადო მოღვაწის გატეხილი ანგარიშები. კონფლიქტის გამწვავების გამო, Meta-მ კიბერუსაფრთხოების გუნდი სპეციალური ოპერაციების ცენტრით „გააძლიერა“ და მიმართავს სწრაფ და აქტიურ ზომებს პლატფორმაზე სიტუაციის შესაცვლელად და უსაფრთხოების დასაცავად.

Twitter – კომპანიის განცხადებით, დაიბლოკა ათზე მეტი ანგარიში, დაკავშირებული News Front-თან და South Front Russian-ის ოპერაციებთან, რომლებიც ავრცელებდნენ ბმულებს ახალ პროპაგანდისტულ საიტზე სახელწოდებით – Ukraine Today. ამასთან ერთად შეჩერდა პლატფორმაზე რუსეთის ტერიტორიიდან ახალი ანგარიშების დარეგისტრირება.

TikTok – პეკინში დაფუძნებული კომპანიის ByteDance-ის საკუთრებაში არსებულმა პლატფორმა TikTok-მა ევროკავშირის მასშტაბით რუსული მედიასაშუალებების RT-სა და Sputnik-ზე წვდომაზე შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

Snapchat – კომპანიამ საკუთარ პლატფორმაზე დეზინფორმაციის მაქსიმალურად აღკვეთის პირობა დადო. ასევე Discover-ზე გამოქვეყნდება მხოლოდ დადასტურებული ინფორმაცია მედიაპარტნიორებისა და შემქმნელებისგან და რუსულ სახელმწიფო მედიას არ მიეცემა კონტენტის გავრცელების საშუალება. კომპანია წყვეტს სარეკლამო მიყიდვას რუსეთისა და ბელარუსის ორგანიზაციებისთვის და დაიცავს სანქციებს, რომლებიც მიმართულია რუსი ბიზნესებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ.

YouTube – ვიდეოპლატფორმამ ევროპაში რამდენიმე რუსული მედიაარხის, მათ შორის Russia Today-ის, RT-ისა და Sputnik-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. არხზე შესვლის შემთხვევაში მომხმარებელს ხვდება წარწერა: „კონტენტი მიუწვდომელია აღნიშნულ ლოკაციაზე“.  აკრძალვამდე, YouTube-მა ხსენებული რუსული მედიაარხებისთვის საკუთარ პლატფორმაზე რეკლამით შემოსავლის მიღება აკრძალა.

Netflix – მიუხედავად კანონმდებლობისა, რომელიც სტრიმინგ-სერვისისგან, რეგულაციების მიუხედავად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არხების დამატებას ითხოვს, კომპანიის განცხადებით, ამ ვითარებაში მის პლატფორმაზე სახელმწიფო სერვისები არ გამოჩნდება. Netflix-ს, რომელიც რუსეთში სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა, რუსეთის კანონმდებლობა ოცამდე ადგილობრივი ახალი ამბების, სპორტული და გასართობი არხის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, სანქციების შესაბამისად, შეუძლებელი გახდა რუსული ბარათებით პლატფორმაზე წევრობის საფასურის დაფარვა.

Disney, Universal Pictures, Paramount Pictures, Warner Bros, Sony Pictures – Disney-იმ რუსეთში ფილმების, მათ შორის Pixar-ის ახალი ნამუშევრის Turning Red-ის ჩვენება შეაჩერა. კომპანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჰუმანიტარული დახმარების გაწევასაც ცდილობს. მის მსგავსად, Universal Pictures-მა, Paramount Pictures-მა, Warner Bros-მა და Sony Pictures-მა რუსეთში კინოჩვენებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

Pornhub, OnlyFans – რუს მომხმარებლებს  Pornhub-ზე შესვლისას კონტენტი დაბლოკილი ხვდებათ, სანაცვლოდ კი იღებენ უკრაინის მხარდამჭერ შეტყობინებას, უკრაინის დროშასთან ერთად. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ კი OnlyFans-მა პლატფორმაზე რუსი პორნოვარსკვლავებიც დაბლოკა.

Previous Post

უკრაინაში ომის პარალელურად NASA „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობას აგრძელებს

Next Post

რატომ არის ვაკუუმური ბომბების გამოყენება სამხედრო დანაშაული?

იზა გვარამაძე

Next Post
რატომ არის ვაკუუმური ბომბების გამოყენება სამხედრო დანაშაული?

რატომ არის ვაკუუმური ბომბების გამოყენება სამხედრო დანაშაული?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result