Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სოციალური პასუხისმგებლობის მორალური და პრაგმატული მხარეები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
სოციალური პასუხისმგებლობის მორალური და პრაგმატული მხარეები
0
SHARES
0
VIEWS

პოლიტიკურ განზომილებაზე ამ სტატიაში არ ვისაუბრებ, რადგან „სოციალური პასუხისმგებლობა” ძირითადად ესმით ხოლმე, როგორც ნებაყოფლობითი პოზიცია და არა იძულებითი ნაბიჯი (როგორც, ვთქვათ, გადასახადების შემთხვევაში).

ამ თვალსაზრისით, „სოციალური პასუხისმგებლობის” მოდელი შეიძლება განვიხილოთ ევროპული „ძიძა სახელმწიფოს” მოდელის ამერიკულ ვერსიად. ვინაიდან პოლიტიკურ განზომილებაზე საუბარს ამ სტატიაში არ ვაპირებ, ამიტომ ამ ორი მოდელის შედარებითი ანალიზისგანაც თავს შევიკავებ.

მორალურ პოზიციას რაც შეეხება, აქ ორივე მოდელის მომხრეებს დაახლოებით მსგავსი არგუმენტები აქვთ. ეს არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესი ვაკუუმში არ ვითარდება და თავის არსებობას საზოგადოების მხრიდან ირიბ მხარდაჭერას უნდა უმადლოდეს. პირველ რიგში, საზოგადოება ქმნის იმ პოლიტიკურ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესი ფუნქციონირებს.

ამ ჩარჩოში შედის არა მხოლოდ კანონები, არამედ ის ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ წესრიგს და განაპირობებენ სამართლიანი თამაშის წესების აღსრულებას – უმთავრესად, პოლიცია და სასამართლო. ამას გარდა, სახელმწიფო ქმნის თავის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს და იცავს ადგილობრივ ბიზნესს გარეშე ძალების უხეში ჩარევისგან იმით, რომ უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას.

XVII საუკუნის ინგლისელი პოეტი, ჯონ დონი წერდა: „არც ერთი ადამიანი არ წარმოადგენს გარეშე საზოგადოებისგან შემოსაზღვრულ კუნძულს – ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი მამცრობს მე, რადგან მე კაცობრიობის ნაწილს წარმოვადგენ”. ეს ციტატა წარსულში არაერთხელ მოუყვანიათ იმისთვის, რომ ხაზი გაესვათ კოლექტიური სოციალური პასუხისმგებლობისთვის. დღეს, როცა ბიზნესი სულ უფრო და უფრო მეტად ტრანსნაციონალური ხდება, ამის გააზრება ყველაზე მნიშვნელოვანია. მართალია, შესაძლოა ტრანსნაციონალური ბიზნესი ნაკლებად იყოს დამოკიდებული ერთი რომელიმე საზოგადოების რესურსებზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგი იყენებს მთელი კაცობრიობის რესურსებს და ამიტომ პლანეტის მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია.

მორალისტურ არგუმენტს ყველაზე ხშირად უპირისპირებენ ხოლმე არგუმენტს, რომ ბიზნესი პირველ რიგში მოგების მაქსიმიზებასა და კონკურენტუნარიანობაზე არის ორიენტირებული. სოციალური პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს იმას, რომ მთავარი მიზანი მოგების მაქსიმიზება იყოს. უბრალოდ, მთავარია ვიცოდეთ, თუ სად გადის ზღვარი მოგების მაქსიმიზებასა და კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების უგულებელყოფას შორის.

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის ისტორიკოსი კარლ პოლანი წერდა, რომ ბიზნესი მუდმივად ამგვარ სახიფათო ზღვარზე ფუნქციონირებს, რადგან რთულია დაიცვა ბალანსი მოგების მაქსიმიზებასა და საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფას შორის. ეს დილემა უმთავრესად ბუნებრივ რესურსებთან დამოკიდებულებაში გამოიხატება. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პროდუქციის შემქმნელი ბიოლოგიური არსებები ბუნებასთან მუდმივი ინტერაქციით ვახდენთ საკუთარი თავის რეპროდუცირებას და ჩვენი თავისთვის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მინიჭებას. მეორე მხრივ, ჩვენი, როგორც მოაზროვნე ბიოლოგიური არსებების ცხოვრება ბუნებაზეა დამოკიდებული. ბიზნესებისთვის ეს არის ერთდროულად პრაქტიკული და მორალური საკითხი – არ გავანადგუროთ ის, რაზეც კაცობრიობის არსებობაა დამოკიდებული.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სოციალური პასუხისმგებლობის გასამართლებად არსებობს პრაგმატული არგუმენტებიც. პრაგმატული მიდგომის არსი იმაში მდგომარეობას, რომ საზოგადოებასა და ბიზნესს შორის არსებობს ორმხრივი მატერიალური კავშირი, რომელიც განაპირობებს ამ უკანასკნელის განვითარებას. მაგალითისთვის, ბიზნესს ფუნქციონირებისთვის სჭირდება ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური კადრები, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი შეუძლებელია რომ მოგებაზე ორიენტირებულმა ბიზნესმა მხოლოდ თავისი რესურსების გამოყენებით დააფინანსოს.

იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და გახდეს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მას კვალიფიციური კადრები სჭირდება, ეს კადრები კი პირველ რიგში განათლების სისტემამ უნდა შექმნას. ამიტომ ბიზნესები ინვესტიციებს განათლების სექტორში უნდა დებდნენ და ხელს უწყობდნენ მის გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, დღეს ქართული უნივერსიტეტები მხოლოდ სახელმწიფოს სახსრებით ფუნქციონირებენ, ბიზნესების მიერ განხორციელებული შემოწირულობები, ფაქტობრივად, არ არსებობს (შეგიძლიათ გადახედოთ წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტების პროექტებს).

ქართული ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოების ტექნოლოგიური განვითარების დონე იყოს შესაბამისი მსოფლიო დონესთან. სხვანაირად შეუძლებელია ისეთი ბიზნესების განვითარება, რომლებიც თავს დაიცავენ სულ უფრო და უფრო მეტად გახსნილი მსოფლიო ბაზრისგან. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ წამყვან ფირმებს გააჩნიათ ძლიერი მატერიალურ-ტექნოლოგიური ბაზა და მათ მიერ წარმოებული პროდუქტების იმპორტი საქართველოში მინიმალური ბარიერების გავლით ხორციელდება, შეუძლებელია, რომ ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის გარეშე ქართულმა ბიზნესმა კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოოს.

მორალისტურ და პრაგმატულ არგუმენტებს თუ შევაჯამებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ თანამედროვე სამყაროში ბიზნესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაიაზრონ თავიანთი დამოკიდებულება საზოგადოებასა და მის ინტერესებზე. პარადიგმა, რომელიც ბიზნესს იზოლირებულ „კუნძულად” წარმოგვიდგენდა, დღეს მხოლოდ მორალური და პრაქტიკული განადგურებისკენ წაგვიყვანს.

 

Previous Post

წიგნში ნაპოვნი ბიზნესი

Next Post

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში

მაგდა დოლიძე

Next Post
Facebook-ის ახალი შესაძლებლობები მარკეტოლოგებისთვის

Facebook-ის ახალი შესაძლებლობები მარკეტოლოგებისთვის

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result