Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება – წლევანდელი პროგრამა

by იზა გვარამაძე
March 21, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება –  წლევანდელი პროგრამა
0
SHARES
0
VIEWS

SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს ExpoGeorgia-ში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (TAF) გაიმართება. ეს არის რეგიონში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება, რომელიც წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამითა და მეტი სიახლით ბრუნდება.

TAF 2024-ზე შეკრებილ ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ხელოვანების ნამუშევრები. წელს ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება:

გალერეები

TAF 2024-ზე 30 შერჩეული გალერეა დამთვალიერებელს ხელოვანთა ახალ ნამუშევრებსა და პროექტებს წარუდგენს. მათ შორის იქნებიან როგორც ქართული, ისე უცხოური გალერეები. წლევანდელ ბაზრობაზე უცხოურ გალერეებს შორის არიან:

  • დანიის გალერეა სენსი — გალერეა წარმოადგენს ცნობილ დანიელ მოდის დიზაინერს, ხელოვანსა და მუსიკოს ჰენრიკ ვიბსკოვს. გამოფენა მოიცავს არტ-ინსტალაციებს, სცენოგრაფიას, კოსტიუმებსა და პერფორმანსებს.
  • ლონდონის გალერეა LS10 — ნამუშევრები გააერთიანებს სხვადასხვა პროფილის მქონე ირანელ ხელოვანებს: ალიჰან აბდოლაჰი (ქაღალდის სკულპტურა), აზადეჰ მადანი (მელანი, ქაღალდი), მოჰსენ ბაირამნეჯადი, იალალ სეფერი (ფოტო) და სხვა.
  • ლიეტუვის Rooster Gallery — წარმოდგენილი იქნებიან ლიეტუვის გამორჩეული თანამედროვე მხატვრები: ვიტა ოპოლსკიტე, ეგლე კარპავიჩუტე და იონას მესკაუსკასი.
  • ბაქოს Q Gallery — წარმოადგენს აზერბაიჯანელი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას, სახელად Absheron Dachas — აფშერონის ნახევარკუნძული, რომელიც კულტურულად მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც წლების განმავლობაში არაერთი პოეტი, ავანგარდისტი ხელოვანი, მეწარმე თუ რევოლუციონერი დასახლდა.

TAF-ის საგალერეო სივრცე ქართულ გალერეების დაეთმობა, სადაც არაერთი ახალი თუ კარგად ნაცნობი ხელოვანის ნამუშევრები იქნება გამოფენილი. ბაზრობაზე მონაწილე ქართული გალერეებისა და მათ მიერ წარმოდგენილი ხელოვანების მოკლე სია ასეთია:

  • LC Queisser —ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი და ელენე ჩანტლაძე;
  • Window Project — თამარა კ.ე., ანი თოიძე, ნინა სხირელი;
  • E.A.Shared Space — თორნიკე ჩაფოძე და მარიანა ჭყონია;
  • Vanda  — ალიმ რიჯინაშვილი;
  • Ria Keburia Foundation — ელენე მეტრეველი;
  • Kera — თედო რეხვიაშვილი და გალიბ გასანოვი.

ფოტოგრაფია

წლევანდელი თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის მნიშვნელოვანი მიმართულება ფოტოგრაფიაა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი გალერეებიდან უნდა აღინიშნოს:

  1. ბარსელონას Valid Foto – წარმოდგენილი იქნება მიქაელ სირილას, სავიერ მანრიკასა და გიორგი შენგელიას ფირის ფოტოგრაფიით;
  2. ცნობილი ფოტოგალერეა Blanca Berlin კი ესპანელი ფოტოგრაფის, იზაბელ მუნიოზის, ე.წ. platinotype პლატინა პრინტებს, ბადრი ლომსიანიძის ინსტალაციებს და მეგი ტეილორის, ხოსე მარია დე ობმასტერსის, რამონ მასასის თუ სხვა ესპანელი ოსტატების ნამუშევრებს უმასპინძლებს.

დიდი ხანია, TAF-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო ქალი ხელოვანების შემოქმედებაა და გამონაკლისი არც წლევანდელი ბაზრობა იქნება. International Women in Photo Award-თან პარტნიორობით, წელს ფოტოკონკურსი ჩატარდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელ ქალ ფოტოგრაფებზე ფოკუსირდებოდა. გამარჯვებული 16 მარტს გამოვლინდა და მის ნამუშევრებს TAF-ზე იხილავთ.

ინდივიდუალური და ჯგუფური გამოფენები

ბაზრობაზე წარმოდგენილი გალერეების გარდა, სახელოსნო Hive-ის საგამოფენო სივრცე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 40-მდე შერჩეულ ხელოვანს დაეთმობა. უნდა აღინიშნოს, რომ გამორჩეული ხელოვანის, ულა როზენ ვინდბლად ჩალიოლის, ნამუშევრების მსოფლიო პრემიერა საქართველოში სწორედ TAF-ზე გაიმართება. გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც მითოლოგიურ მოტივებსა და მისტიკურ პეიზაჟებს აერთიანებს.

რაც შეეხება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებს, ჯგუფური გამოფენა, სახელად New Beginnings, VA[A[DS-ის სტუდენტებისა და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელი ხელოვანების ნამუშევრებს წარმოადგენს. ნამუშევრები იმ სერიების ნაწილია, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სახელოვნებო განათლების ახალი ფორმების შედეგებზე გვიამბობენ.

თანამედროვე ხელოვნების აქტუალური თემების შესახებ არტისტები, კურატორები და გალერისტები ვორქშოპებს ჩაატარებენ.

TAF-ში მონაწილე გალერეებისა და ხელოვანების სრული სიის სანახავად, ასევე, ღონისძიების პროგრამის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს.

S

Previous Post

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები | რომელ ადგილზეა საქართველო?

Next Post

ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

იზა გვარამაძე

Next Post
ბირჟაზე ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

Recent News

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result