Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Social Impact Award-ის მენტორები, რომლებიც სოციალურ საწარმოებს აძლიერებენ

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი
0
Social Impact Award-ის მენტორები, რომლებიც სოციალურ საწარმოებს აძლიერებენ
0
SHARES
0
VIEWS

Social Impact Award მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. მისი მიზანი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და ინოვაციების მხარდაჭერაა. პროექტი, რომელიც 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს, საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება. წელს პროექტი თიბისის სტარტაპერის მხარდაჭერით ხორციელდება.

წელს Social Impact Award-ს თერთმეტი ფინალისტი ჰყავს — საწარმოები ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო თუ გარემოსდაცვითი დარგებიდან პროექტის მთავარ ეტაპზე ორთვიან საინკუბაციო ეტაპს გადიან. თითოეულ გუნდს ინდივიდუალური მენტორი საწარმოს განვითარებაში, ბიზნესმოდელის გამართვაში, კონტაქტების დამყარებასა თუ სხვა საკითხებში ეხმარება.

ამ სტატიაში ახლოს გაგაცნობთ 2021 წლის Social Impact Award-ის მენტორებს, რომლებიც სოციალურ საწარმოებს უკეთესობისკენ ცვლიან.

გიორგი ხაჩიძე (GreetNative-ის მენტორი)

გიორგი ხაჩიძის საქმიანობა ბოლო 6 წლის განმავლობაში სტარტაპების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას უკავშირდება. მრავალ მიღწევასთან ერთად აღსანიშნავია ის, რომ გიორგიმ დააფუძნა სტარტაპი ედუფეი, რომელიც აქტიურად ავითარებს სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებპლატფორმას ნებისმიერი ტიპის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

საგანმანათლებლო სფეროს და, ზოგადად, ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებაში დაგროვებულ მრავალწლიან გამოცდილებას ახლა გიორგი სოციალურ საწარმო GreetNative-ს უზიარებს.  GreetNative ონლაინ პლატფორმას ქმნის და უცხოეთში მუშაობითა თუ ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანებს ენობრივი ბარიერის გადალახვასა და ადგილობრივ კულტურასთან ადაპტაციაში უწყობს ხელს.

„მსგავსი შინაარსის სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროექტების წახალისება და განხორციელება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, Social Impact Award-ის წყალობით უფრო მეტი ისეთი კომპანია გაჩნდება, რომელიც არაერთ ადამიანს გაუუმჯობესებს ყოველდღიურობას. მოხარული ვარ, რომ ამ კონკურსის მენტორი გავხდი, საინტერესო გუნდი აღმოვაჩინე — სტუდენტები, რომლებიც პირველი კურსიდანვე ფიქრობენ ცვლილებებზე და საზოგადოებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენაზე“, — აღნიშნავს გიორგი და ამატებს, რომ Social Impact Award-ს დიდი ხანია თვალს ადევნებს და ყოველთვის მოსწონდა მისი შინაარსი.

თენგო ლომიტაშვილი (EV For Green Future-ის მენტორი)

თენგო ლომიტაშვილი TBSC Consulting-ის მმართველი პარტნიორი და დამოუკიდებელი კონსულტანტია. ის უკვე წლებია მენტორია Social Impact Award-ში და როგორც ამბობს, პროექტმა მისი უნარები დახვეწა, რაც სხვა ჯგუფებთან წარმატებულ ქოუჩინგში ეხმარება. თენგო წელს მენტორობას უწევს საწარმო EV For Green Future-ს, რომელიც ელექტრომობილების მფლობელებს დამტენი მოწყობილობებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის გაქირავების სერვისს სთავაზობს.

თენგო გვიყვება, რომ გუნდმა მენტორობის ეტაპზე უკეთ ჩამოაყალიბა საკუთარი ბიზნესმოდელი და შემოსავლების გენერირების წყარო, ამასთან, ცხადად დაინახა კონკურენტული უპირატესობები და ბიზნესიდეა გლობალურ კონტექსტში.

„ამ იდეის უკან ძალიან მიზანდასახული ახალგაზრდა მეწარმეები დგანან და იმედია, რომ იდეაც და გუნდიც წარმატებას მიაღწევს.  ზოგადად, მეწარმეების წარმატების საიდუმლო სტარტაპ ეკოსისტემის ყველა ელემენტის განვითარებაშია. საჭიროა, როგორც განათლება და უნარები, ისე სამეწარმეო კულტურა, სამართლებრივი ჩარჩო, მხარდამჭერი პროგრამები, წვდომა ფინანსებზე და სხვა. საქართველოში სოციალურ მეწარმეობას აკლია როგორც საზოგადოებრივი და პოლიტიკური აღიარება, ასევე ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან.“

ნანა გამყრელიძე (თერაპიის ცენტრ „გრადაციის“ მენტორი)

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტს, ნანა გამყრელიძეს სოციალური მეწარმეობის კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. ის ევროპის ფონდში ოთხი წლის განმავლობაში სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი იყო.

ნანა Social Impact Award-ში რამდენიმე წელია ჩართულია — თავდაპირველად თანაორგანიზატორი იყო, შემდეგ ჟიურის წევრი, ახლა კი მენტორია და თერაპიის ცენტრ გრადაციას განვითარებაში ეხმარება.

„გუნდს აქვს ძალიან დიდი პოტენციალის მქონე იდეა, ლანჩხუთში პირველმა დააფუძნოს სოციალური თერაპიის ცენტრი. გუნდთან მუშაობის რამდენიმე თვე ძალიან საინტერესო იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესიდეამ და ბიზნესმოდელმა ინკუბაციის პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. გუნდის წევრები მოტივირებული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები არიან.  ჩვენს ქვეყანაში უამრავი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემა დგას, რომელთა გადაჭრასაც ინოვაციური მიდგომა სჭირდება. ბიზნესის, მათ შორის სოციალური ბიზნესის დასაწყებად, უმნიშვნელოვანესია სამეწარმეო უნარ-ჩვევების ქონა, კომერციულად ეფექტიანი ბიზნესმოდელის შემუშავება, და, რა თქმა უნდა, საწყისი კაპიტალი“.

თორნიკე ცირამუა (CatchupBox-ის მენტორი)

თორნიკე ცირამუა ტურისტული სტარტაპ ბილიკის თანადამფუძნებელია. მას 10-წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის მიმართულებით. ახლა ის Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდის, CatchupBox-ის მენტორია. საწარმო მომხმარებლებს ეკომეგობრული პროდუქტების ყოველთვიური გამოწერის სერვისს სთავაზობს და ჭკვიანი ტექნოლოგიების დახმარებით გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. როგორც მენტორი გვიამბობს, CatchupBox-მა დიდი პროგრესი განიცადა მენტორობის დაწყებიდან დასრულებამდე.

„მათ კარგად ესმით პროექტის მნიშვნელობა, არიან სწავლაზე ორიენტირებულები და აქვთ კონკრეტული მიზანი, აქციონ გარემო ეკომეგობრული. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ CatchupBox-ს შეუძლია ქართულ და მსოფლიო რეალობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცნობიერების ამაღლებაში და ეკომეგობრული გარემოს შექმნაში. ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, დიდ დროს ვუთმობდეთ არა მხოლოდ ბიზნესლიტერატურის კითხვას, არამედ კარგად შევისწავლოთ თითოეული დეტალი — როგორ ბაზარზე შევდივართ, რამდენად მოთხოვნადია ჩვენი პროდუქტი. ნომერ პირველ მიზეზი, რატომაც ბიზნესი და სტარტაპი შეიძლება ჩავარდეს, არის ბაზარზე მოთხოვნის არარსებობა. ამავდროულად, აუცილებელია კაპიტალი, და, რა თქმა უნდა, თანამოაზრეების ყოლა“, – ამბობს თორნიკე.

ვასკა ჩუბინიძე (ნიკოს ეზოს მენტორი)

“ჟუჟუნა ღვინოს” თანადამფუძნებელი, ბრენდინგის და მარკეტინგის მიმართულებით ლექტორი და კონსულტანტი ვასკა ჩუბინიძე ახლა Social Impact Award-ის ფინალისტი “ნიკოს ეზოს” მენტორია. ნიკოს ეზო სამეგრელოში დაარსებული სოციალური საწარმოა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს მარკეტინგული კომუნიკაციების კუთხით ახალ შესაძლებლობებს უჩენს.

„მე ნიკოს ეზოს სარეკლამო სააგენტოებში მუშაობისას საკომუნიკაციო და მარკეტინგული კუთხით დაგროვებულ გამოცდილებას ვუზიარებ. ჩემი მიზანი იყო, დამენახებინა ახალბედა საწარმოსთვის, როგორაა პროცესები აწყობილი საქართველოსა და საზღვარგარეთ მსგავს კომპანიებში, ზუსტად განესაზღვრათ, რას ემსახურებიან და ახლოს გაეცნოთ სფერო, რომელშიც საქმიანობენ“, — ამბობს ვასკა.

მენტორი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია, გყავდეს თანამოაზრეები, გაინტერესებდეს საქმე, რასაც აკეთებ და გამოძრავებდეს დიადი მიზანი, რომლისაც გულწრფელად გჯერა და რომელიც საზოგადოებას ცხოვრებას გაუმარტივებს.

„ბრენდები ცდილობენ, ბიზნესის კეთების მიღმა კარგ საქმესაც ემსახურებოდნენ და ეს, თითქოს, მათი გარდაუვალი მისიაცაა. ამიტომაც ჩემთვის სოციალური მეწარმეობასა თანამედროვე ბიზნესს შორის საზღვრები ნელ-ნელა ქრება. Social Impact Award საზოგადოებას ბიზნესის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება, განსაკუთრებით მხარს უჭერს ახალგაზრდებს, რომლებსაც კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ და სურვილი აქვთ, სასარგებლო საქმე აკეთონ.“

Previous Post

სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრია: ისტორიული გზაგასაყარი

Next Post

როგორ შეგიძლიათ, თქვენს ბიზნესს COVID-ის შემდგომ აღდგენაში დაეხმაროთ

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
როგორ შეგიძლიათ, თქვენს ბიზნესს COVID-ის შემდგომ აღდგენაში დაეხმაროთ

როგორ შეგიძლიათ, თქვენს ბიზნესს COVID-ის შემდგომ აღდგენაში დაეხმაროთ

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result