Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Social Impact Award-ის 2022 წლის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Social Impact Award-ის 2022 წლის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
0
SHARES
0
VIEWS

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. კონკურსის ფარგლებში წელს 111 განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ 6 ფინალისტი გუნდი შეარჩია. ექვსივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიც არის მარკეტინგი, კომუნიკაცია, ფინანსები, იურიდიული საკითხები და გარდა ამისა, ინდივიდუალურ მენტორთან ერთად, გამართავენ ბიზნესმოდელს, შეიმუშავებენ ფინანსურ გეგმას და მოემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში.

2022 წლის ფინალისტი პროექტებია:

  • ახალგაზრდული სივრცე ონში ხელს შეუწყობს რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების მიცემას, ტრენინგების, შეხვედრების და საინტერესო პროექტების განხორციელების გზით.
  • ნებულა – საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების წარმოებით, ხელს უწყობს ახალგაზრდებში სწავლის სურვილის გაღვივებას.
  • Convobridge – ტექსტური მესიჯების აპლიკაცია, რომელიც AI-ს მეშვეობით ხმოვან შეტყობინებებსა და ჟესტების ენას გარდაქმნის სუბტიტრებად სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, ხოლო ინტეგრირებული ბრაილის კლავიატურა, მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს აძლევს შეტყობინებების მიღებისა და გაგზავნის შესაძლებლობას.
  • ge – პლატფორმა, რომელიც ბინის ქირაობის მაძიებელ ახალგაზრდებს უმარტივებს ერთმანეთთან დაკავშირებას, მათი ინტერესებისა და პრეფერენციების მიხედვით.
  • Propagate Education – საგანმანათლებლო საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ეხმარება ქართველ სტუდენტებს გაეცნონ უმაღლესი განათლების შესაძლებლობებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
  • Virtual Story – წიგნისა და კომპიუტერული თამაშის ჰიბრიდი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ლიტერატურულ შედევრზე და აუდიო-ვიზუალური ელემენტებით სახალისოს და საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

პროგრამა ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით.

Previous Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Next Post

საბერძნეთი თურქული დრონების წინააღმდეგ ისრაელის წარმოებულ სისტემებს გამოიყენებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საბერძნეთი თურქული დრონების წინააღმდეგ ისრაელის წარმოებულ სისტემებს გამოიყენებს

საბერძნეთი თურქული დრონების წინააღმდეგ ისრაელის წარმოებულ სისტემებს გამოიყენებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result