Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
0
SHARES
0
VIEWS

„სწორი შრომით, რესურსების სათანადო გამოყენებით, მიზნის დასახვითა და შემდეგ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად სვლით, სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეუძლია თავისი საკუთარი ბიზნესი გამართოს, საქმის კეთებით ისიამოვნოს და შემოსავალიც გაიჩინოს,“ – ასე ფიქრობს დარეჯან ბერძენიშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, საცხოვრებლად თბილისიდან გურიაში გადავიდა და სოფელ ხიდისთავში, მეუღლის მშობლების დანატოვარი სახლ-კარი „სკიჯის სახლად“ აქცია.

„სკიჯი“ ძველი ქართული სიტყვაა და ქიშმიშსა და ჩამიჩს ნიშნავს, სწორედ ამიტომ დარეჯანმა თავის კომპანიას, რომლის მთავარ საქმიანობაც ხილის დაჩირებაა, „სკიჯი“ დაარქვა, 2015 წელს ბიზნესგეგმა დაწერა, იმ დროისთვის ახალდაწყებული პროექტის, „აწარმოე საქართველოს“ მიკროგრანტების პროგრამაში ჩაერთო და 5,000-ლარიანი გრანტიც მოიპოვა. ამ თანხით ხილის საშრობი აპარატი იყიდა და პირველი 100 კგ მანდარინისა, ვაშლის, ხურმის და კივის ჩირი დაამზადა. პროდუქციის ნაწილი თბილისში სავაჭრო ობიექტებში გაყიდა, ნაწილი კი ნაცნობ-მეგობრებში უფასოდ დაარიგა. დარეჯანი იხსენებს, რომ იმ წლებში ინტუიციით მოქმედებდა, თუმცა ახლა მიაჩნია, რომ მაშინ, ამ სფეროში ახალბედობის მიუხედავად,  მართებული ნაბიჯები გადადგა – გურული ხილის ჩირი ბევრ ადამიანს გააცნო, ბევრი რამ ისწავლა, მომხმარებელი შეიძინა და ბიზნესიც წინ წასწია.

დასაჩირებელ ხილს დარეჯანი გურიის რეგიონში, ადგილობრივი გლეხებისგან ყიდულობს. თავიდან ჩირი სახლის პირობებში, ოჯახის წევრების დახმარებით  მზადდებოდა. ამბობს, რომ მოტივაციას გურული მეზობლების, ნათესავებისა თუ ნაცნობ-მეგობრების მხარში დგომა უმაღლებდა. ადგილობრივებისგან ბევრი რამ ისწავლა და მიზნად დაისახა, თავისი შრომითა და წარმატებით მათთვისაც მაგალითი გამხდარიყო.

„როდესაც ეს საქმე წამოვიწყე, ირგვლივ ყველა მეხმარებოდა. სოფელში, ჩვეულებრივ გურულ სახლში ბიზნესის დაწყებით მათთვისაც გავაჩინე იმედი, რომ შესაძლებელია რეგიონში, იმ მცირე აქტივით, რაც გაქვს, სახლსა და ეზოს ვგულისხმობ, დაიწყო საქმე, რომელიც შემოსავალს გაგიჩენს. ჩემი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის – მინდა, ჩემნაირ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, დავანახო, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, მთავარია, დაიწყონ. სახელმწიფო პროგრამებით, დონორებისა და ბანკის დახმარებით, ბევრის მიღწევა შეიძლება, მით უმეტეს, რომ შრომა ქართველი გლეხისთვის უცხო არ არის, პირიქით, ეს მათი ყოველდღიურობაა, საჭიროა, უბრალოდ, ამ შრომისთვის სწორი მიმართულების მიცემა, რომ ის სათანადოდ დაფასდეს,“ – ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.

5000 ლარითა და ერთი საშრობი აპარატით, სახლის პირობებში დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოვდა. 2020 წელს USAD-ის  „სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის“ გრანტის მოგების შედეგად კომპანია „სკიჯმა“ 150 წლიან გურულ ოდაში ჩირების საამქრო ააშენა და ევროპული მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. ასე გადაიქცა გურული ჩირი ტურისტულ პროდუქტად. წელს კომპანია დაახლოებით 3 ტონა მანდარინის, კივის, ხურმის, ქლიავის, ვაშლისა და მსხლის ჩირის წარმოებას გეგმავს. ჩირთან ერთად კი მალე დაიწყებს ჩირის ოთხი სახეობის – ფიტნეს, მაღალკალორიული, დიაბეტური და საბავშვო კანფეტების წარმოებასაც. წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამიტომ „სკიჯი“ სერტიფიცირების პროგრამაშიც ჩართულია.

ჩირის ბიზნესის პარალელურად დარეჯან ბერძენიშვილმა ეკოტურისტული პროექტიც წამოიწყო და ახალ ბიზნესს „სკიჯის სახლი“ დაარქვა. თიბისის და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით დაიგეგმა სასტუმრო კომპლექსი, მოპირკეთდა ეზო, გაკეთდა ბიოკანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, მოეწყო საჩვენებელი მეურნეობა. წლის ბოლომდე იგეგმება 12 სტუმარზე გათვლილი 3 სასტუმრო კოტეჯის და გასტროტურისტული ლოკაციის – სამზარეულო-სასადილო მშენებლობა, რომელიც „სკიჯის სახლში“ მისულ სტუმრებს გურული ტრადიციული კერძების განსაკუთრებულ, ჩირებით გამდიდრებულ გემოებს შესთავაზებს. საკვებ პროდუქტს კომპანია ადგილობრივი გლეხებისგან ყიდულობს, ნაწილი კი ეზოში მოწყობილ მცირე მეურნეობაში მოჰყავს.

„მაშინ, როცა ჩემი აქტივი შეფასებული იყო ნულით, თიბისი ბანკი ენდო ჩემს ბიზნესგეგმას, ჩემს მონდომებას და მხარში დამიდგა. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, თუმცა, დავძლიეთ ეს დაბრკოლებები და ნელ-ნელა გავმართავთ ეკოტურიზმის მიმართულებასაც. ამ წლის ბოლოს დასრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილი ბიზნესი, რომელსაც ექნება ერთიანი სტრატეგია: ჩირის წარმოების გარშემო განვითარებული, ხილის საჩვენებელი მეურნეობა, კოტეჯები და ტრადიციული სამზარეულო,“ – ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.

ძირითად აქცენტს „სკიჯის სახლი“ ეკოლოგიაზე აკეთებს, სწორედ ამიტომ, პირველი, რაც დარეჯანთან სტუმრად მისულ უცხოელ თუ ადგილობრივ სტუმრებს განსაკუთრებით ხიბლავთ, უგემრიელესი, მრავალფეროვანი ჩირისა და გურული სტუმართმოყვარეობის გარდა, ბუნება, სიმწვანე, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო და საკვებია. S

Previous Post

600-ზე მეტი დაღუპული – თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

Next Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result