Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„სილქ რიალ ისთეითმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით გამოუშვა

by იზა გვარამაძე
September 26, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„სილქ რიალ ისთეითმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით გამოუშვა
0
SHARES
0
VIEWS

„სილქ რიალ ისთეითმა“, „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების მართვის წამყვანმა კომპანიამ საქართველოში და ქვეყნის ერთ-ერთმა ლიდერმა სტუმარმასპინძლობის ბიზნესში, „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების მეორე ტრანში – 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.25%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად.

კომპანიამ ამავე 2023 წლის აპრილში, დაგეგმილი ჯამური 40 მილიონი აშშ დოლარის პირველი ემისიის ფარგლებში, წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარი წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით, რომელსაც წინამდებარე შეთავაზების იდენტური პირობები ჰქონდა. აღნიშნული შეთავაზება საკმაოდ მაღალი დაინტერესებით გამოირჩეოდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

ობლიგაციები „სილქ რიალ ისთეითის“ უკვე მეორე განთავსებაა 2023 წელს, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაიშვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.

აღნიშნული ობლიგაციების ემისია „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალის“, „სილქ ბანკისა“ და „სილქ რიალ ისთეითის“ მეორე ერთობლივი განთავსებაა.

გიორგი რამიშვილი – „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„გვიხარია, რომ წარმატებით განვათავსეთ “სილქ რიალ ისთეითის” ობლიგაციების მეორე ტრანში, რაც ჩვენი პარტნიორების და “სილქ როუდ ჯგუფის” ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. “სილქ რიალ ისთეითის” პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა. ჩვენი პროექტების დიზაინერებად მსოფლიოში განთქმულ ინოვატორ არქიტექტორებს ვიწვევთ. მინდა სიამოვნებით გამცნოთ, რომ ჩვენს ერთ-ერთ მიმდინარე პროექტზე ცნობილი იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელდება კიდევ ერთი მაღალი ხარისხის პროექტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ.“

მამუკა შურღაია – „სილქ რიალ ისთეითის“ აღმასრულებელი დირექტორი:

„საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდა „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების მეორე ტრანში. ორივე ტრანშმა, წელს, ჯამურად 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა შეთავაზებამ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს მათი მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის დასტურია, ხოლო შედეგი, რა თქმა უნდა, პროცესში ჩართული ყველა მხარის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ნამდვილად აღსანიშნავია ამ საქმეში ჩართული გუნდების თავდაუზოგავი შრომა წარმატების მისაღწევად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მივულოცო.“

ზურაბ ქოქოსაძე – „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე:

“მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ მნიშვნელოვანი როლი „სილქ როუდ რიალ ისთეითის” ობლიგაციების უკვე მეორე ტრანშის განთავსებაში. „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალის“, „სილქ ბანკისა“ და „სილქ როუდ რიალ ისთეითის” ერთობლივი ტრანზაქცია საკმაოდ წარმატებულია და მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივულოცო ეს ფაქტი, მათ შორის „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. სწორედ ასეთი თანამშრომლობები გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მიმზიდველი და სტაბილური ფინანსური გარემო, რითაც აიხსნება კიდეც ინვესტორების მხრიდან ასეთი მაღალი ინტერესი.

გიორგი თხელიძე – თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე:

 „მოხარული ვართ, რომ „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების გამოშვების მხარდამჭერები ვართ და პირველი ტრანშის მსგავსად, მეორე ტრანშიც წარმატებით განთავსდა. შედეგად, კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყვეთ ხელი. სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, უძრავი ქონების მიმართულებით, არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განვახორციელეთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითაც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს.“

ალექსი ხოროშვილი – „სილქ ბანკის“ გენერალური დირექტორი:

მოხარულნი ვართ, რომ ზედიზედ მეორედ „გალტ & თაგარტთან“ და „თიბისი კაპიტალთან“ ერთად შევიტანეთ წვლილი „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. „სილქ რიალ ესთეიტის“ მიერ, მეორე ტრანშის წარმატებული განთავსება კიდევ ერთი დასტურია ინვესტორთა მხრიდან მაღალი ნდობისა როგორც კომპანიისა, ასევე მთლიანობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ მიმართ. „სილქ ბანკი“ და „სილქ რიალ ისთეითი“ ერთი ჯგუფის წევრები არიან და ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებმა კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში თავისი პირველი ინვესტიციები სწორედ „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების შეძენის გზით განახორციელეს.“

„სილქ რიალ ისთეითი“, „სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომელიც ძირითადი საქმიანობით ჰოლდინგური საწარმოა. კომპანიის უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესის მართვა ორი მიმართულებით ხდება: Silk Development ავითარებს უძრავი ქონების ახალ პროექტებს, ხოლო Silk Hospitality მართავს კომპანიის უკვე განვითარებულ ბიზნესებს.

„სილქ რიალ ისთეითი“ ფლობს და წარმატებით მართავს „რადისონის“ ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო „პარკ ჰოტელს“, მრავალფუნქციურ კომპლექსს „რესპუბლიკას“ თბილისში, საკონფერენციო და გასართობ სივრცეებს: „ივერია ბიჩ კლუბი“ ბათუმში, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“ თბილისში.

კომპანიამ ახლახან დაასრულა უნიკალური ადგილმდებარეობისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი აჭარაში „ბოტანიკო“ მწვანე კონცხზე. ეს Silk Real Estate-ის პორტფელში პირველი საცხოვრებელი პროექტია რომელზეც კომპანიამ იმუშავა.

მიმდინარე პროექტებს შორისაა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ თბილისის ცენტრში, ყოფილი ფოსტის შენობაში, რომლის დიზაინი ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ კომპანიას Neri&Hu.

„სილქ რიალ ისთეითის“ უძრავი ქონების პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით გამოირჩევა. კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივები დაახლოებით 900 მილიონ ლარად არის შეფასებული.

2005 წლიდან დღემდე, „სილქ როუდ ჯგუფს“, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული აქვს ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე. ჯგუფის ინვესტიციები ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“, ბახვის ელექტროჰესს და „სილქ ბანკს“. S

Previous Post

Amazon-ი AI-სტარტაპში $4 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებს

Next Post

An Early-stage Startup Marketing Handbook

იზა გვარამაძე

Next Post
An Early-stage Startup Marketing Handbook

An Early-stage Startup Marketing Handbook

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result