Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

შევძლებთ თუ არა ისტორიის გაკვეთილების შეთვისებას?

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
შევძლებთ თუ არა ისტორიის გაკვეთილების შეთვისებას?
0
SHARES
0
VIEWS

2012 წელს ევროგაერთიანება ნობელის მშვიდობის პრიზით დააჯილდოვეს. ნობელის კომიტეტი წერდა: ის, რაც ერთ დროს European Coal & Steel Community („ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოება“) იყო, „მშვიდობის, თანხმობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის წარმატებულ ბრძოლად“ იქცა. ბევრი რამ შეიძლება ითქვას იმის შესახებ, რომ ევროპის ეკონომიკურმა ინტეგრაციამ ხანგრძლივი დროით მშვიდობა დაამყარა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ გლობალური ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება იყოს როგორც სისუსტის, ისე ძლიერების წყარო.

ყირიმის დაპყრობის შემდეგ ერთ ბრიტანელ ჩინოვნიკს სურათი გადაუღეს დოკუმენტით ხელში, რომელშიც მოცემული იყო რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი არ უნდა დათანხმებოდა რუსეთის წინააღმდეგ „სავაჭრო სანქციების“ მიღებას ან ნებისმიერი ისეთი ზომის გატარებას, რომელიც რუსებს „ლონდონის ფინანსური ცენტრის კარებს დაუხურავდა“. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტი, რომ გერმანია ენერგორესურსების 35%-ს რუსეთიდან იღებს. ევროპამ, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ნაკლები მონდომება გამოამჟღავნა, ვიდრე ამერიკამ, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ სხვისი მიწების მითვისების გამო, რუსეთისთვის პრეტენზიები წაეყენებინა.

რაღაც მომენტში აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ პუტინის სამხედრო ავანტიურის წინააღმდეგ ყველაზე ხმამაღლა გაილაშქრა. რობერტ ტაფტი, სენატის უმრავლესობის ლიდერი, რომელიც „მისტერ რესპუბლიკელის“ სახელით იყო ცნობილი, ხშირად გააფთრებული გამოდიოდა პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის გადაწყვეტილებით ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის წინააღმდეგ. ომი, ამბობდა ტაფტი, „პრეზიდენტისთვის თვითნებური ძალაუფლების მინიჭების გზით ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას შეუწყობს ხელს და ფინანსურ და ეკონომიკურ კრახს გამოიწვევს. ასევე არა მგონია, რომ ჩვენს ინტერვენციას ევროპაში, ევროპული პრობლემების სამუდამოდ გადაჭრა უფრო მეტად შეეძლოს, ვიდრე ეს 1919 წელს მოხდა“.

ტაფტის სიტყვის ბოლო ნაწილი, რა თქმა უნდა, სიმართლეს შეესაბამება: მართლაც, ევროპული პრობლემები საბოლოოდ არ გადაჭრილა.

პრობლემა ის გახლავთ, რომ ეთნოცენტრული სახელმწიფოების მოქალაქეები საკუთარ თავს რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს არ მიაკუთვნებენ, რაზეც ერთ დროს ვუდრო ვილსონი ოცნებობდა. კვებეკი იქნება ეს თუ შოტლანდია, კატალონია, ყირიმი თუ ქაშმირი, ის თუ ერთი ადამიანისთვის საკუთარი სახლია, მეორისთვის დაქირავებული საცხოვრებელია. პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას, არც მეტი და არც ნაკლები, „მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, რადგან მან 25 მილიონი ეთნიკური რუსი რუსეთის საზღვრებს გარეთ დატოვა.

ჩვენ, ამერიკელები, მამაცურად ვცდილობდით, რომ ყველა ამ პრობლემის გადაჭრა სხვებისთვის მიგვენდო, მაგრამ თუ რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპაში რუსულად მოლაპარაკე ანკლავების ანექსიას გააგრძელებს, ჩვენ ვეღარ შევძლებთ ამ პრობლემების თავიდან აცილებას. შეეხება პუტინი ნატოს საზღვრებს? რა მოხდება, როდესაც ჩინეთი მიიტაცებს სამხრეთ ჩინეთის ზღვას ან, უარეს შემთხვევაში – ტაივანს?

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, აშშ-ს ბევრი რამის გაკეთება ძალუძს იმისათვის, რომ რუსეთის ევროპაზე ზეგავლენის ძალა შეასუსტოს – უმთავრესად, კონტინენტზე ნავთობისა და გაზის ექსპორტის გზით. მაგრამ ზემოქმედება ჩინეთზე, რომელსაც 1,3 მილიარდი დოლარი აქვს დაბანდებული აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში და 562 მილიარდი დოლარი წლიურ ორმხრივ ვაჭრობაში, უფრო რთული საქმეა.

რესპუბლიკელების მიერ პრეზიდენტ ობამას კრიტიკის მიუხედავად, იოლად განსახორციელებელი ალტერნატივები არ არსებობს.რესპუბლიკელი სენატორის რონ პოლის მიერ Time-ში გამოქვეყნებულ ერთ არათანამიმდევრულ პუბლიცისტურ სტატიაში, ავტორი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს და ძვირად ღირებული ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების საფასური ევროპას გადაახდევინოს. თუმცა, იმავდროულად, რონალდ რეიგანის პროგრამას, „მშვიდობა ძალის გამოყენებით“, ის მიესალმება. ამ პროგრამამ წარმატებას მიაღწია რეიგანის მიერ სამხედრო ძლიერების ზრდის დეფიციტური დაფინანსებით, რომლის წინააღმდეგ პოლი დღეს ილაშქრებს.

პრეზიდენტმა ობამამ 2009 წელს თავმომწონედ განაცხადა, რომ ის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებდა. ამ პოლიტიკის ცენტრალური საკითხი, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პატიება იყო. 2001 წელს პუტინმა ჯორჯ ბუშს უამბო სულისშემძვრელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო პუტინის დედის ჯვარმა ლოცვა-კურთხევა იერუსალიმში; შემდგომში ბუშმა თქვა, რომ ამ ისტორიის მოსმენისას მან „პუტინის სული შეიგრძნო“. ამდენად, რუსეთის ზრდადი საომარი განწყობილებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის კრახი ორპარტიულ და მრავალეროვნულ ხასიათს ატარებს.

სწორედ ასე იწყება ომები. დემოკრატიული ეკონომიკური სისტემები ღელავენ მოსალოდნელი მატერიალური დანაკარგების თაობაზე აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ეს მათ თავიდან ააცილებს კონფლიქტის უფრო მეტად გაფართოებას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ „ისტორიის გაკვეთილების“ შეთვისებაზე, მაგრამ გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელმა ერთხელ შენიშნა: „გამოცდილება და ისტორია გვასწავლის, რომ ხალხი და მთავრობები ვერასოდეს ვერაფერს სწავლობენ ისტორიიდან“.

„ისტორიის დასასრული“ ჯერ არ დამდგარა. თავისუფალმა ვაჭრობამ და დემოკრატიულმა ექსპანსიამ ბევრი გააკეთა მთელ მსოფლიოში კონფლიქტების შესამცირებლად და მოსაგვარებლად, მაგრამ ამერიკულმა ჰეგემონიამაც ასევე ბევრი გააკეთა. აშშ მიხვდება, რომ ლიდერობაზე უარის თქმა მას ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე მისი შენარჩუნება.

Previous Post

ჩინურ-რუსული ხელშეკრულება გაზის თაობაზე

Next Post

პაშა ბანკმა ბიზნესის განვითარების ფორუმს სპონსორობა გაუწია

მაგდა დოლიძე

Next Post
პაშა ბანკმა ბიზნესის განვითარების ფორუმს სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ბიზნესის განვითარების ფორუმს სპონსორობა გაუწია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result