Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი?!

by მაგდა დოლიძე
December 12, 2021
in მოსაზრება
0
შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი?!
0
SHARES
0
VIEWS

რადიკალურად – არა, მაგრამ ისეთი ნამდვილად აღარ იქნება, რაც პანდემიამდე იყო. მკაფიო და ზუსტი სურათის ჩამოყალიბება, რა იქნება ახლო, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერ კიდევ ძალიან რთულია, თუმცა უკვე შეიძლება თამამად საუბარი იმ გამოწვევებსა და ნაკლოვანებებზე, რაც გამოიკვეთა ვირუსის გავრცელების და განსაკუთრებით მასთან გამკლავების პროცესში.

კერძოდ:  

1. თანამედროვე საერთაშორისო ტექნოლოგიური და ინფორმაციული ურთიერთკავშირების პირობებში გლობალიზაციის დასასრული (როგორც არ უნდა უნდოდეთ ინდივიდუალურ ქვეყნებში მოძლიერებულ ნაციონალ-პოპულისტებს) ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მისი სახეცვლილება გარდაუვალია. გლობალური ეკონომიკა პანდემიის გამოწვევის წინაშე საკმაოდ უსუსური გამოჩნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტამ თითქმის ყველა ქვეყანას, მ.შ. ისეთ ზესახელმწიფოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

გასული კვირების განმავლობაში არაერთხელ შევიქენით საკმაოდ უხერხული ინფორმაციების შემსწრე, მეგობარი სახელმწიფოებისთვის განსაზღვრული ნიღბების მარაგების გადაჭერას, გადამალვას და პარტნიორებს შორის დიპლომატიურ დაძაბულობებს რომ ეხებოდა. ყველა დაფიქრდა იმის თაობაზე, რომ მსგავსი გამოწვევები მათ ქვეყნებს მომავალშიც შეიძლება ჰქონდეს და ამიტომაც ეროვნული წარმოების გაძლიერება/აღორძინებას თუნდაც უფრო ძვირი, მაგრამ გარანტირებული უზრუნველყოფის შედეგით მეტი ყურადღება და ინვესტიციები უნდა დაეთმოს;

2. ვიდრე აშშ-ის ადმინისტრაცია საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე საუკუნის ყველაზე მძიმე გამოწვევასთან გამკლავებას ცდილობს, მისი მოკავშირეებიც შეძლებისდაგვარად ებრძვიან ვირუსს ისე, რომ აშშ-სგან დახმარების მიღებას ნაკლებად ელოდებიან. სხვათა შორის, გერმანიის მაგალითს თუ ავიღებთ, არათუ არ ჩამოუვარდებიან, არამედ პირიქით, უკეთესი შედეგითაც კი გამოდიან. დონალდ ტრამპს პანდემიამდეც აკრიტიკებდნენ მისი “ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის აგრესიულად გატარების, სატარიფო ომების გაჩაღებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ შეთანხმებებიდან (მაგ. პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან) დისტანცირებისა თუ საერთოდ გასვლისათვის. ევროპაშიც და აშშ-შიც მყარად არიან დარწმუნებული, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიოს სჭირდებოდა ისეთი გლობალური ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა და კოორდინაციას გაუწევდა საერთაშორისო ძალისხმევას, დაუყოვნებლივ დაიწყებდა მოკავშირეებისთვის დახმარების გაწევას და შეიმუშავებდა ერთგვარ სამედიცინო “მარშალის გეგმას“.

მსოფლიომ კი იხილა აშშ-ის პრეზიდენტის ცალკეული გადაწყვეტილებები (მიგრაციის შეწყვეტა, “მწვანე ბარათების“ გაცემა და სხვ.), რომლებიც კიდევ უფრო მეტი დისტანცირებისა და თვითიზოლაციისკენ არის მიმართული. ცნობილი მოაზროვნეები, დიპლომატები და პოლიტიკური მოღვაწეები (ჯოზეფ ნეი, ნიკოლას ბერნსი, ჯონ ალენი, რიჩარდ ჰაასი და სხვ.) მაინც არ კარგავენ იმედს, რომ დონალდ ტრამპით თუ მის გარეშე (ვეჭვობ, რომ მათი იმედები დონალდ ტრამპს უკავშირდებოდეს) ამერიკის შეერთებული შტატები ახლო მომავალში აუცილებლად დაინახავს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სიტყვიერი დაპირისპირებისა თუ “კუნთების დემონსტრირების“ ნაცვლად მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.

ამავე დროს, ისინი სულაც არ მიიჩნევენ, რომ ჩინეთისა და რუსეთის ძალისხმევა, კოვიდ- 19 გამოწვევიდან გადააქციონ საკუთარ შესაძლებლობად, რადიკალურად შეცვალონ გლობალური ძალაუფლების მიზიდულობის ცენტრი, წარმატებით დასრულდება. ცალკეული ექსპერტების აზრით, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა ძალიან კონკრეტული მოკლევადიანი მიზნების მიღწევას ემსახურება. პირველისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა უპირველეს ყოვლისა “ჰუავეის“ 5-განზომილებიან სისტემაში დახმარების მიმღებ ქვეყნებში საქმიანობის ნებართვასთან, ხოლო მეორისთვის – სანქციების მოხსნა/ შესუსტებასთან არის დაკავშირებული. ექსპერტთა შეფასებით, აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს სერიოზული უპირატესობები ჩინეთზე პოლიტიკური და სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით (რუსეთს პირველხარისხოვან მოწინააღმდეგედ/ კონკურენტად არც არავინ მიიჩნევს), რომლის სწორად გამოყენების და პარტნიორებთან უფრო მეტი გახსნილობისა და თანამშრომლობის პირობებში მიზიდულობის ცენტრი “დასავლეთიდან“ “აღმოსავლეთში“ არ გადაინაცვლებს.

3. აშშ-ის პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას კი აკრიტიკებენ მოკავშირეებთან ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ ურთიერთობებში ბზარის შეტანისთვის, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავად მისი მთავარი მოკავშირე ევროკავშირისთვის მდგრადობისა და მედეგობის თვალსაზრისით პანდემია სერიოზულ გამოწვევად იქცა. ავიღოთ თუნდაც ევროპის ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე გერმანია და მისი ლიდერი ანგელა მერკელი. დიახ, ადრეულ ეტაპზე გატარებული მკაცრი ზომებისა და მასობრივი ტესტირების ჩატარებით გერმანია ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში, რამაც ანგელა მერკელს მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს ყველა პოლიტიკოსისთვის საშური 80%-იანი რეიტინგი მოუტანა. განსხვავებით აშშ-ის პრეზიდენტისგან, გერმანიის კანცლერი 16-ვე ფედერაციული მიწის გუბერნატორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინირებით იღებდა ზომების გამკაცრების და იღებს მათი შესუსტების გადაწყვეტილებებს. თუმცა გერმანია კვლავაც, ისევე როგორც პანდემიამდე, მაქსიმალურად ცდილობს, აირიდოს ევროკავშირის შიგნით მთავარი გამწევი ძალის როლი და შეძლებისდაგვარად გადაუნაწილოს დანარჩენ წევრებს ფინანსური პასუხისმგებლობები.

ამ მიმართულებით საფრანგეთის პრეზიდენტის მცდელობებს კი ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. შექმნილ ვითარებას ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის კარგ შესაძლებლობად მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ჩვენთვის კარგად ცნობილი უეს მიტჩელი, თუმცა იმ პირობით, როგორც თავად აცხადებს, “თუკი ისინი შეწყვეტენ ჩინეთთან სარეცლის გაზიარებას“! მკაცრი, არადიპლომატიური, მაგრამ სამართლიანი შეფასებაა ამჟამად ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წამყვანი მკვლევრისგან. კმარა გამოწვევებზე. ისედაც ყველა დაზაფრულია და საკუთარ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად გლობალურ თავსატეხზე ნერვიულობა/ფიქრის დამატება უკვე ყველა ზღვარსა და ნორმებს გაცდენილი იქნება. საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის მომხრეებისა და ერთგული ევროატლანტიკოსების გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ არც ისე მძიმედ არის საქმე, როგორც ცალკეულ შეფასებებსა და ალარმისტულ განცხადებებში სურთ, რომ წარმოაჩინონ. აშშ- ის, როგორც ზესახელმწიფოს, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთთან კონკურენციაში არსებულ უპირატესობებზე ზემოთ მოგახსენეთ.

გარდა ამისა:

1. ისტორიულ მაგალითებს თუ გადავხედავთ და გავიხსენებთ მე-20 საუკუნეში, კერძოდ 1918-1920 წწ განვითარებულ ეპიდემიას, სტატისტიკურად მას უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, შემდგომი პერიოდის გლობალური ურთიერთობების განმსაზღვრელი იყო არა პანდემიის, არამედ მსოფლიო ომების შედეგად გამოწვეული შედეგები. ცხადია, ხვდებით, რომ არ მაქვს ახალი მსოფლიო ომების „წყურვილი და მოლოდინი“. უბრალოდ, ნუ გვექნება პანდემიაზე გადაჭარბებული წარმოდგენა;

2. ზემოთ კი ვახსენეთ, რომ ჩინეთის ავტორიტარული კომუნისტური პარტია და რუსეთის კრემლი ძალიან კონკრეტულ ამოცანებს მისდევენ საკუთარი პროპაგანდისტული საქმიანობის წარმოებისას, მაგრამ როგორც ტერმინ “რბილი ძალის“ ავტორი, ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ჯოზეფ ნეი აცხადებს, “საუკეთესო პროპაგანდა არ არის თავად პროპაგანდა“. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეპრესიული საქმიანობა, ტერიტორიული პრეტენზიები მთელი რიგი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და სხვ. სერიოზულ სკეპტიციზმს და ეჭვის საფუძველს აჩენს მასთან თანამშრომლობისთვის. ამიტომაც არის, რომ “რბილი ძალა 30“ რეიტინგში პირველი 20 ადგილი ევროპულ დემოკრატიებს უჭირავთ, ხოლო ჩინეთის მაჩვენებელი ძალიან დაბალია; ამიტომაც არის, რომ ჩინეთმა პროპაგანდა გამოიყენა გადაბრალებისთვის და თავის მართლებისთვის, თუმცა ძალიან ცოტა მოიძებნება ამქვეყნად, ვისაც სჯერა იმ მონაცემების, რომელთაც ჩინეთი ავრცელებს;

3. ვინ იბრძოლა ყველაზე წარმატებულად პანდემიასთან? სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, გერმანიამ, ახალმა ზელანდიამ და ისლანდიამ. რა კავშირია მათ შორის? დემოკრატია. სწორედ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეძლეს პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავება, ისე რომ არც მონაცემები დაუმალავთ და არც ბრძოლის მეთოდებში გადაუჭარბებიათ. შესაძლოა, ცალკეულ სახელმწიფოების მმართველ ხელისუფლებებს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მკაცრი შეზღუდვების უსასრულოდ გახანგრძლივების ცდუნება ჰქონდეთ, მაგრამ გავა ცოტა დრო და ჯონ აიქენბერის თუ დავესესხებით, “დემოკრატიები გამოვლენ ნიჟარებიდან“ (მაგალითად, სულ უფრო აქტიურდება მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დემოკრატია – ინდოეთი, რომელიც არცთუ შორეულ პერსპექტივაში ჩინეთსაც გადაასწრებს მოსახლეობით) და გლობალური ლიბერალური წესრიგი მაინც უფრო გაძლიერებული გამოვა ამ გამოწვევიდან.

Previous Post

“ლიბერთიმ“ ბარათით POS-ტერმინალებიდან თანხის განაღდების სერვისი დაამატა

Next Post

Victoria’s Secret-ი აშშ-სა და კანადაში 250 მაღაზიას ხურავს

მაგდა დოლიძე

Next Post
Victoria’s Secret-ი აშშ-სა და კანადაში 250 მაღაზიას ხურავს

Victoria's Secret-ი აშშ-სა და კანადაში 250 მაღაზიას ხურავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result