Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

შეღავათების რეფორმა

by Forbes.ge
February 28, 2021
in ეკონომიკა
0
შეღავათების რეფორმა
0
SHARES
0
VIEWS

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს მცირე ბიზნესის ბრუნვამ 6.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საწარმოთა ჯამური ბრუნვის მხოლოდ 8.9%-ია. საშუალოზე კი – ბრუნვის 9.6% მოდის. სწორედ ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის კონტრიბუციის ზრდის და, ამ გზით, ქვეყანაში სიღარიბის დამარცხების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში საგადასახადო კოდექსში შესატანი ინიციატივების მთელი “კასკადი” გადაგზავნა.

“უპრეცედენტო”, “ნოვატორული”, “მასშტაბური” – ეს ის ეპითეტებია, რომელთაც ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების დახასიათებისას ყველაზე ხშირად იყენებს. მიზანი კარგად ნაცნობია – სიღარიბის დამარცხება. “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” – ალბათ ბევრს ახსოვს, ასე ერქვა 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, რომელიც 2008 წელს დაიწერა. მაშინ აბსოლუტური სიღარიბის ოფიციალური მაჩვენებელი 33,4% იყო. საქსტატის ბოლო 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21,3% ცხოვრობს. ფაქტია, ამ მიმართულებით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამიტომ ათი წლის შემდეგაც პოპულარული მიზნის მიღწევას თუ მიზანთან დაახლოებას “ოცნების” მთავრობის რიგით მესამე ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კოდექსში სხვადასხვა ცვლილების შეტანით ცდილობს. მამუკა ბახტაძეს სჯერა, რომ თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს სჯერა, რომ დაგეგმილი რეფორმის მთავარი შედეგი – საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება იქნება.

სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ეგიდით, საგადასახადო კოდექსში რიგი ცვლილებები შედის: 2018 წლის ივლისიდან შეიცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 3%- და 5%-იანი განაკვეთისა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით, ჯამში, 120,000-მდე მეწარმე ფიზიკური პირი ისარგებლებს, რაც ინდმეწარმეების 99%-ს მოიცავს. ფინანსთა მინისტრის თქმით, მომდევნო წლების მთავარი ამოცანა მეწარმე ფიზიკური პირების რიცხვის 30-40%-ით გაზრდაა.

პარლამენტში ინიციირებული საგადასახადო პაკეტით, ამავდროულად, 5-ჯერ – 100,000-დან 500,000 ლარამდე – იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა. ამ უკანასკნელმა სიახლემ, კერძო სექტორში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია და მოლოდინიც გააჩინა იმის თაობაზე, რომ დღგ-ის გადამხდელთა ზღვარიც 100,000-დან 500,000 ლარამდე გაიზრდებოდა, მაგრამ ამაოდ. როგორც გაირკვა, ძველებურად, 100,000 ლარს ზევით წლიური ბრუნვის მქონე მეწარმე ვალდებული ხდება დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, მაგრამ მას უნარჩუნდება მცირე ბიზნესის სტატუსი.

ამ ტიპის მეწარმეების წინა წლების გადახდების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მცირე ბიზნესის ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებების გამო გადასახადების სახით ბიუჯეტში მისაღები წლიური შემოსავალი შემცირდება დაახლოებით 40 მლნ ლარით, რაც დიდი ფისკალური წნეხი არ გამოდის.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლე, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 30 მილიონი ლარით შეამცირებს, ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის რეგულაციის ცვლილებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგების გადასახადით საწარმოთა დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი, რომელიც საფინანსო სექტორისთვის 2019 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. საფინანსო სექტორისთვის რეფორმის 4 წლით გადავადებას მამუკა ბახტაძე იმით ხსნის, რომ ამ სექტორში თვითგანვითარებისთვის საკმარისი რესურსია.

საბანკო სექტორი გადავადებას გაგებით მოეკიდა. “ჩვენ მზად ვართ, ვიდგეთ იმ რიგში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა”, – ასე გამოეხმაურა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას.

ბანკებისგან განსხვავებით, რიგში დგომის წინააღმდეგია სადაზღვევო ინდუსტრია, რომელიც ბანკებთან, საკრედიტო კავშირებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებთან ერთად საფინანსო სექტორის ნაწილია. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ბოლო 2 თვის განმავლობაში ინდუსტრიის სახელით არაერთხელ გამოვიდა და ფინანსთა სამინისტროს სადაზღვევო სექტორის ბანკებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, სადაზღვევო ბიზნესისთვის რეინვესტიცია მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ დარგის ჯამური მოგება 15-20 მლნ-ის ფარგლებშია, რაც ბიუჯეტს დიდ ფისკალურ ტვირთად არ დააწვება. თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ პირობა დადო, რომ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულ ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა კი Forbes Georgia-ს უთხრა, რომ ინდუსტრიამ საკუთარი არგუმენტაცია წერილობით გაუგზავნა როგორც ფინანსთა მინისტრს, ისე – პრემიერს, მაგრამ სიახლე ჯერჯერობით, არაფერია.

ამ დროისთვის საგადასახადო კოდექსში კიდევ რიგი ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა, ნაწილი კი ძალიან ვიწრო დარგობრივ ხასიათს ატარებს, ამიტომ სტატიაში მათი ჩამოთვლისგან თავს შევიკავებთ.

საგადასახადო ინიციატივებისთვის კანონპროექტის ფორმის მიცემისა და პარლამენტში შეტანის პარალელურად, მამუკა ბახტაძემ თავის გუნდთან ერთად თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და ყველა დიდ ქალაქში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

რეგიონული ტურნეს დამთავრებიდან მალევე, მამუკა ბახტაძემ მორიგი სამი ახალი საგადასახადო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ხუთი დოკუმენტის (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სპეციალური ანგარიშფაქტურა, ნავთობპროდუქტის ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები) ნაცვლად ერთი – გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღებას, არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობას და არარეზიდენტი პირისთვის საქართველოში კომპანიების ონლაინრეგისტრაციის შესაძლებლობას გულისხმობს.

“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა საგადასახადო ადმინისტრირების სიმარტივის ასეთ მაღალ დონეზე. მეორე რეფორმამ კიდევ უფრო უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში ინკლუზიური ზრდის დაჩქარებას. დღეს ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ, პრობლემები აქვთ პროდუქციის რეალიზაციის ნაწილში, ვინაიდან მათ საბუთის გამოწერის საშუალება არა აქვთ. ამასთან, ბიზნესი მათ უარს ეუბნება პროდუქციის შესყიდვაზე, ვინაიდან ისინი ხარჯში ამ ოპერაციას ვერ აღრიცხავენ; მესამე რეფორმა ყველაზე უფრო მასშტაბური ხასიათის ინიციატივაა და მისი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონული ფინანსური ცენტრი”, – განმარტავს მამუკა ბახტაძე.

მინისტრის ინფორმაციითვე, პირველი ორი რეფორმა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დაინერგება, მესამე ინიციატივის ამოქმედების ვადად კი 2019 წლის პირველი იანვარი სახელდება.

ფინანსთა მინისტრის მიერ ინიციირებული რიგი საგადასახადო ინიციატივების შეფასებისას, BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოშიზურაბ ლალაზაშვილი გამოყოფს დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების სისტემის დანერგვის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საგადასახადო ცვლილებების პაკეტში არ შედიოდა.

“ეს ძალიან კარგი სიახლეა, რადგან ბიზნესი მიიღებს იმ ფულს, რომელიც ეკუთვნის. კანონით, აქამდეც ასე იყო, მაგრამ რეალურად ძალიან რთულად უბრუნდებოდა ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობა”, – ამბობს Forbes Georgia-თან ლალაზაშვილი.

მისივე თქმით, განწყობა იმისა, რომ მთავრობა ორიენტირებულია ახალ ინიციატივებზე და ამას ბიზნესთან კონსულტაციის ფორმატში აკეთებს, სახელმწიფოსგან კარგ ტონს წარმოადგენს.

“ტენდენციას თუ შევაფასებთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი პრობიზნესური ინიციატივა გაჟღერდა მთავრობის მხრიდან, რაც აღნიშვნას იმსახურებს. გამოვყოფდი ბრუნვის გადასახადის 5-ჯერ შემცირებას და ასევე იმას, რომ ყველა ინდივიდუალური მეწარმე, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს, ჩაითვლება მცირე მეწარმედ. გარდა ამისა, მართალია, კანონი პროექტის სახით ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა და დეტალები არ ვიცით, მაგრამ არარეზიდენტი პირისთვის საქართველოში კომპანიების ონლაინრეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემაც მნიშვნელოვანი სიახლეა; თუმცა იმისთვის, რომ ამ სიახლემ იმუშაოს, მნიშვნელოვანია, საქართველოში შევქმნათ ისეთი ტიპის პირობები, რომ ჩვენი ქვეყნის რეზიდენტობამ, გარდა საგადასახადო შეღავათებისა, დამატებითი სარგებელი მოიტანოს”, – აღნიშნავს ლალაზაშვილი.

BDO-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, დაანონსებული საგადასახადო ინიციატივების ეფექტიანობის მთავარი საზომი იქნება ის, თუ რამდენად გაზრდის ეს რეფორმები მშპ-ს და მასში მცირე და საშუალო ბიზნესის წილს და ასევე, გახდება თუ არა აღნიშნული ახალი ბიზნესების დაწყების მოტივაცია.

ზურაბ ლალაზაშვილის მსგავსად, ბრუნვის გადასახადის 5-ჯერ შემცირება და მცირე მეწარმის სტატუსისთვის წლიური შემოსავლის 5-ჯერ ზრდა მიაჩნია ერთ-ერთ ყველაზე წონიან საგადასახადო ინიციატივად წარმოდგენილ ინიციატივებს შორის კომპანია Kreston Papiashvili Consulting Group-ის მმართველ პარტნიორს დავით პაპიაშვილს.

“უნდა ვაღიაროთ, ეს მართლაც პოზიტიური სიახლეა, მაგრამ ყველა სხვა გაჟღერებული ინიციატივა თანაბარი და დიდი ეფექტის მომტანი ნამდვილად არ არის და კერძო სექტორისთვის მათი ტრიუმფით მიწოდება გადაჭარბებულია”, – ამბობს პაპიაშვილი Forbes Georgia-თან ინტერვიუში და მაგალითად სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტის დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლება მოჰყავს, რომელიც ამ პაკეტში შედის.

“ერთი წლის წინ დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრობის დროს ქვეყნის შიგნით საავიაციო გადაზიდვის მომსახურება ანუ დარგი მთლიანად გათავისუფლდა დღგ-სგან, მაგრამ გაგიგიათ სადმე ვინმეს ამაზე ამდენი ელაპარაკა?! ასეთი ზარ-ზეიმით არავის აღუნიშნავს. მამუკა ბახტაძის ინიციატივაც შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტის გათავისუფლების შესახებ შეიძლება ერთი ვიწრო დარგისთვის კარგია, მაგრამ მასშტაბური რეფორმების კატეგორიაში ამას ნამდვილად ვერ გავატარებთ; ასევე, ბიზნესისთვის არაფერს ცვლის გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური ნორმების გაუქმება და ის მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. თუ მთავრობას სურს, ბიზნესს ხელი შეუწყოს, ავანსის დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმი უნდა გააუქმოს”, – აცხადებს პაპიაშვილი.

Kreston Papiashvili-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ მეწარმეები, რომლებსაც ყოველდღიურად ხვდება, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით მოხიბლულები არიან, მაგრამ თავად დავით პაპიაშვილს შთაბეჭდილება რჩება, რომ “მასშტაბური რეფორმები” მთავრობის ერთიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილი არაა.

“მეჩვენება, რომ ეს არის დროის მოკლე პერიოდში ცალკეულ პრობლემურ საკითხებზე ფორსირებულად გადაწყვეტების გამოვლინება. ასევე, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ფინანსთა მინისტრმა ჭარბვალიანობისა და სესხების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბარი, როცა ეს მისი უწყების კომპეტენცია საერთოდ არ არის. როგორც ჩანს, ვიღაც წერტილოვნად სწავლობს პრობლემურ საკითხებს და წინა პლანზე ყველაზე აქტუალური გამოაქვს“, – ამბობს დავით პაპიაშვილი.

რამდენად სწორად შეარჩია წერტილოვანი დარტყმების ადგილი მამუკა ბახტაძემ და მისმა გუნდმა, ყველაზე კარგად პრაქტიკაში და დროში გამოჩნდება. “მასშტაბური რეფორმების” მასშტაბის საუკეთესო საზომიც ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდა იქნება.

Previous Post

Regions of Georgia with highest and lowest incomes

Next Post

Weakest currencies against USD

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Weakest currencies against USD

Weakest currencies against USD

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result