Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„სესხის კაპიტალად კვალიფიცირება – საგადასახადო რისკები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში“

by იზა გვარამაძე
ივლისი 14, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„სესხის კაპიტალად კვალიფიცირება – საგადასახადო რისკები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში“
0
SHARES
0
VIEWS

10 ივლისს, 2025 წელს, გრანთ თორნთონმა და ანდერსენ საქართველომ, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) თანამშრომლობით, თბილისში გამართეს დისკუსია თემაზე: „სესხის კაპიტალად კვალიფიცირება – საგადასახადო რისკები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში სესხების კაპიტალად კლასიფიკაციის ახალი საგადასახადო პრაქტიკის განხილვას, რომელიც სულ უფრო მეტად აისახება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ჯგუფების საქმიანობაზე. დისკუსია დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებს, რეგულაციათა ინტერპრეტაციის შესაძლო რისკებსა და მათ გავლენას საგადასახადო დაგეგმვაზე.

ღონისძიების ფარგლებში, გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების დირექტორმა, ქეთევან ღამბაშიძემ და ანდერსენ საქართველოს საგადასახადო და საკონსულტაციო პრაქტიკის ხელმძღვანელმა, ლაშა ადამაშვილმა წარადგინეს თემატური პრეზენტაცია. ამის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა.

ღონისძიებამ გახსნა სივრცე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ღია დიალოგისთვის, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე რეგულაციები, მათი ინტერპრეტაციები და ის ძირითადი გამოწვევები, რასაც ბიზნესი აწყდება აღნიშნულ მიმართულებაში.

ქეთევან ღამბაშიძე –  გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი:

დღეს ჩვენ ვმართავთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ისახავს მიზნად სესხის კაპიტალად კვალიფიცირების ახალი კრიტერიუმების განხილვას. ეს მნიშვნელოვანი ნორმატიული ცვლილებაა და ჩვენი მიზანია ბიზნესისთვის ღია და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა, რომელიც ქართულ ბიზნეს-გარემოს ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებას უწყობს ხელს.

ლაშა ადამაშვილი – ანდერსენ საქართველოს საგადასახადო და საკონსულტაციო პრაქტიკის ხელმძღვანელი:

მოხარული ვარ, რომ მოგვეცა ამ ღონისძიების თანაორგანიზების შესაძლებლობა. მსგავსი შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საგადასახადო გარემო ქვეყანაში იყოს უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი. შეხვედრის ფარგლებში ჩვენს კოლეგებთან, ბიზნესის და საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ საერთაშორისო დაბეგვრასთან დაკავშირებული ერთ-ერთი აქტუალური თემა – სესხის კაპიტალად კვალიფიცირება. შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და ვფიქრობ, რომ შეხვედრის შედეგები საშუალებას მისცემს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და თავიდან აირიდონ მოულოდნელი საგადასახადო რისკები.


„ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ (EBA) 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია; ახორციელებს ევროპული ბიზნესის ადვოკატირებას საქართველოში და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას.

გრანთ თორნთონ“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 73,000-მდე თანამშრომელი, 150-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

Andersen Georgia დამოუკიდებელი ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების გლობალური ასოციაციის წევრია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კლიენტებს სთავაზობს უმაღლესი დონის იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და საკონსულტაციო მომსახურებას. ანდერსენი საქართველოში პირველი რეგიონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის ოფისებიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ანდერსენის მაღალკვალიფიციური გუნდი კონსულტაციას უწევს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საინვესტიციო ფონდებს, სამთავრობო სტრუქტურებსა და სახელმწიფო საწარმოებს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით, ანდერსენის გუნდი ქმნის მორგებულ, ინოვაციურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სრულად პასუხობს თითოეული კლიენტის უნიკალურ საჭიროებებს.”

S

Previous Post

საქსტატი: ექვს თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12 მილიარდს მიაღწია

Next Post

Bitcoin-ის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

იზა გვარამაძე

Next Post
ბიტკოინის ფასი $90,000-ს უახლოვდება – რა იწვევს უმსხვილესი კრიპტოვალუტის გაძვირებას?

Bitcoin-ის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Профессиональные настройки и безопасность на https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Эффективное использование кракен даркнет маркет

ივლისი 30, 2026

Для опытных пользователей: кракен актуальная ссылка

ივლისი 30, 2026

Подключение к slon19.at: всё, что нужно знать

ივლისი 30, 2026

Recent News

Профессиональные настройки и безопасность на https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Эффективное использование кракен даркнет маркет

ივლისი 30, 2026

Для опытных пользователей: кракен актуальная ссылка

ივლისი 30, 2026

Подключение к slon19.at: всё, что нужно знать

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result