Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სერიოზული მონეტა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes Life
0
სერიოზული მონეტა
0
SHARES
0
VIEWS

მას შემდეგ, რაც 35 წლის მანძილზე აგროვებდა მსოფლიოს ყველაზე ძვირფას მონეტებს, დი ბრენტ პოგი თავისი შესაშური კოლექციის აუქციონზე გატანას იწყებს. კოლექცია, რომლის გაყიდვაც მაისში დაიწყება, არასახუმარო $200 მილიონად ფასდება.

ჯორჯ ვაშინგტონის პირველი პრეზიდენტობისას ამერიკულ კომერციაში ანარქია მეფობდა. ვაჭრები ნაირ-ნაირი ევროპული მონეტების იმედად იყვნენ, რადგან შეერთებული შტატები საკუთარ ფულს არ ჭრიდა. 1792 წელს ვაშინგტონმა 58 უნციის (1.6 კილოგრამი) ჯამური წონის ვერცხლის ზოდები გადასცა ფილადელფიელ ჯონ ჰარპერს, რომელიც თავს ხერხების დამზადებით ირჩენდა. სწორედ ჰარპერმა მოჭრა აშშ- ის პირველი ვალუტა: 1,500 ხუთცენტიანი, მის თავისუფლების (Miss Liberty) გამოსახულებით. პრეზიდენტისთვის ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ კონგრესისადმი მიმართვაში ამ ფაქტს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო.

ვაშინგტონს სიამაყისთვის კარგი მიზეზი ჰქონდა. “საკუთარი ფული ერის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ მიაჩნდათ, ეს კი ჩვენი პირველი მონეტები იყო”, – ამბობს Stack’s Bowers გალერეის საპატიო ხელმძღვანელი, ქიუ დევიდ ბოუერსი. ამ პირველი ხუთცენტიანების რამდენიმე ასეულმა დღემდე მოაღწია. ერთ-ერთი საუკეთესო, ჯერაც ისეთი მკვეთრი და დეტალური, როგორიც ჰარპერმა შექმნა, Stack’s Bowers-ში 19 მაისს გაიყიდება. ეს იქნება დი ბრენტ პოგის იშვიათი მონეტების კაბინეტის შვიდი აუქციონიდან პირველი. მოსალოდნელი ფასი $350,000–ია.

ასეთი შენახულობისა და იშვიათობის ხუთცენტიანი ნებისმიერი ნუმიზმატისთვის საამაყო შენაძენი იქნება. თუმცა მისი ფასი მხოლოდ ხურდა ფულია პოგის კოლექციის ჯამური ღირებულების ფონზე, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იქნება ოდესმე აუქციონზე გატანილ ყველა მსგავს კოლექციას შორის. ბოუერსი დარწმუნებით ამბობს, რომ პოგის მიერ 35 წლის განმავლობაში შეგროვებული 650 მონეტა “ცხრა ციფრს იოლად გასცდება”. წინასწარი შეფასებით, აუქციონები $200 მილიონზე მეტს მოუტანს პოგს, რომლის საგანძურსაც ნიუჯერსიელი დილერი ლორა სპერბერი “მონეტების უზენაეს კოლექციად” მოიხსენიებს. 50 წლის პოგი პირველია, ვინც აღიარებს, რომ ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო. 1974-ში, როდესაც ის ცხრა წლის იყო, მამამისმა, უძრავი ქონების დალასელმა დეველოპერმა მექ პოგმა, სახლში ძველი პენიების ქისა და მონეტების შეფასების ინსტრუქცია მოიტანა. მას სურდა, ბიჭს ჰობი ჰქონოდა. მექმა შვილს უთხრა, რომ ქისაში $100 გადაიხადა და ბრენტს შანსი მისცა, შვიდი დღის ვადაში მონეტები $110- ად ეყიდა. “ჩემი ბიზნესინსტინქტი ამუშავდა”, – იხსენებს ბრენტი. მან ქისაში 1915 წელს გამოშვებული ცენტი ნახა, რომელიც, განსაკუთრებული ბზინვარების გამო., $80-ად შეაფასა. “ჩემი შანსი 20 წუთის განმავლობაში გამოვიყენე”.

მას შემდეგ პოგი ოჯახის მიერ დაგროვებულის მართვას შეუდგა და ოთხი ათწლეულის მანძილზე ბეჯითად ავსებდა კოლექციას ფედერალური ხაზინის მონეტების სრული სპექტრით. ბრენტი მაქსიმალურად კარგად შენახულ მონეტებს არჩევდა. “ეს კოლექცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დაბადების ისტორიაა, – აღწერს საკუთარი მონდომების ნაყოფს ბრენტი, რომელსაც თანამედროვე ბიზნესის შეგრძნება არ ღალატობს. – უნდა იყო ოპორტუნისტი და უნდა გქონდეს ძალა”. ერთ შემთხვევაში ეს აუქციონზე 1804 წლის ლეგენდარულ ვერცხლის დოლარში (8 ასეთიდან ყველაზე კარგად შენახულში) $4.1 მილიონის გამეტებას გულისხმობდა, რაც ოდესმე რაიმე მონეტაში გადახდილ უდიდეს თანხას ორჯერ აღემატებოდა.

ეს იყო 1999. მომდევნო წელს 1804 წლის კიდევ ერთი დოლარი გაიტანეს გასაყიდად. მექ პოგი ჯერ კიდევ გონს მოდიოდა წინა წლის ფინანსური ბაქიაობისგან, თუმცა შვილმა დაარწმუნა, მორიგი $1.8 მილიონი დაეხარჯათ. “მეგონა, დამახრჩობდა, – იხსენებს ბრენტი. – ვუთხარი, რომ თავისი ინვესტიცია უნდა დაეცვა”.

ამ მომენტიდან პოგები მხოლოდ წინ მიდიოდნენ. ბრენტი სულ უფრო იხრებოდა ჰობის ბიზნესად ქცევის მიმართულებით, რომლის მენეჯერიც თავად იქნებოდა. “მე ჩემს თავს ამ კოლექციის მესაჭედ აღვიქვამ, – ამბობს პოგი, – ჩემი ოჯახი კი საწვავია”. კომბინაცია ეფექტიანი გამოდგა: ოჯახმა ურთულესი დაბრკოლებებიც გადალახა – ისეთი კოლექციონერებისგანაც კი შეიძინეს მონეტები, რომლებსაც გაყიდვა აზრადაც არ ჰქონდათ.

ერთ-ერთ ბოლო ტრანზაქციას სამ წელზე მეტი დასჭირდა: ვაჭრობა ინდიანაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან განსაკუთრებით რთული გამოდგა. “მას ფეხი ჰქონდა ამპუტირებული და მთელ სხეულში მეტალის ნატეხები ჰქონდა ჩარჩენილი. ისეთ ადამიანთან ვაჭრობას, რომელმაც ეს გამოიარა, ყველაფერი სჯობია”, – ამბობს პოგი. მაგრამ ვეტერანის 200-მონეტიან კოლექციაში პოგებისთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე ელემენტი იყო, როგორიცაა 1793 წლის ჯაჭვიანი ცენტი – აშშ- ის უძველესი ერთცენტიანი – საუკეთესოდ, მოჭრისდროინდელ კონდიციაში შენახული ეგზემპლარი.

რატომ გადაწყდა ოჯახის უმნიშვნელოვანესი ქონების გაყიდვა ახლა? “ჩემი აზრით, კოლექცია სავსეა, – ამბობს პოგი. – ამ მონეტებიდან ზოგიერთი 35-40 წელი ბაზრის მიღმა იყო. დროა, ისინი ნუმიზმატურ საზოგადოებას გავუზიაროთ”.

“ეს გაყიდვები ძალიან კარგი იქნება მონეტების ბაზრისთვის, – ამბობს ბოუერსი. – ნუმიზმატიკის ისტორიაში ძალიან, ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუგროვებია მსგავსი კოლექცია. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ზოგიერთი მონეტის შესაძენად, რომელიც შესაძლოა ცხოვრებაში მეორედ არ მოგეცეს. ახლანდელი რეკორდული ფასი ათ წელიწადში შეღავათიანად გამოჩნდება”.

Previous Post

თავისუფლება ქალისუფლებას

Next Post

ლეიბლების შურისძიება

მაგდა დოლიძე

Next Post
ლეიბლების შურისძიება

ლეიბლების შურისძიება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result