Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სავალუტო კრიზისი თურქეთში – ერდოღანის 18-წლიანი მმართველობის უდიდესი გამოწვევა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
სავალუტო კრიზისი თურქეთში – ერდოღანის 18-წლიანი მმართველობის უდიდესი გამოწვევა
0
SHARES
0
VIEWS

მანამ ვიდრე კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, თურქეთი ისედაც სავალუტო კრიზისს განიცდიდა, თურქული ლირის დასახმარებლად მილიარდობით დოლარის ოდენობის უცხოური სავალუტო რეზერვი დაიხარჯა. ახლა კი პანდემია დამატებით საფრთხეს უქმნის თურქეთს ამ მიმართულებით. როგორც Wall Street Journal-ი წერს, ეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის 18-წლიანი მმართველობის პერიოდის უდიდესი გამოწვევაა.

ერდოღანის ადმინისტრაცია ცდილობს გაუმკლავდეს ამ პრობლემას, მიუხედავად ამისა, გასულ კვირას თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა. ამჟამად 1 დოლარი დაახლოებით 7 ლირა ღირს.

ლირის გაუფასურებამ წლის დასაწყისიდანვე ნათელი გახადა, ქვეყანა კორონავირუსის კრიზისში შესვლის დროს როგორ ვითარებაშიც აღმოჩნდებოდა. თურქეთმა ვერ შეძლო შეემცირებინა უცხოურ ვალუტაში კორპორაციული ვალი და ასევე უცხოელ ინვესტორებზე დამოკიდებულება.

როგორც ეკონომისტები აცხადებენ, თურქეთის საგარეო სესხები მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი აღმოჩნდა. ქვეყანას ან უნდა დაეწყო კაპიტალის კონტროლი ან მოეთხოვა დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რასაც ერდოღანი არ ეთანხმება.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საბოლოოდ აქამდე მივალთ. არა იმიტომ რომ ეს არჩევანი ჯობია სხვებს, არამედ იმიტომ რომ ეს იქნება ერთადერთი გზა გამოსავლისთვის“, – აღნიშნა ბილკენტის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკონომიკის მიმართულებით, რეფეთ გურქაინაქმა.

ერდოღანის პრესსპიკერმა გასულ თვეს განაცხადა, რომ IMF-სთვის დახმარების თხოვნით მიმართვის საკითხი დღის წესრიგში არ იდგა. თავად პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ თურქეთი უცხოური ძალების მხრიდან თავდასხმის ობიექტია: “ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის მახეები, რაც ჩვენს ეკონომიკას დაუგეს. ჩვენ ვიცით იმ ცბიერი მიზნების შესახებ, რაც ამის უკან დგას“, – განაცხადა ერდოღანმა.

გასულ კვირას 1 დოლარი 7,26 ლირა ღირდა, მას შემდეგ ვითარება მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა, თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ლირა ახლა 15%-ით უფრო სუსტია, ვიდრე მაშინ.

როგორც ყველა ქვეყანაში, თურქეთშიც მარტის შუა რიცხვებიდან შეჩერდა ბიზნეს აქტივობები. თურქეთის ბევრ საექსპორტო ქვეყანაში ჯერ კიდევ კარანტინია, და ტურიზმი, რომელიც თურქეთისთვის უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროა, ასევე გაჩერებულია. ანალიტიკოსების პროგნოზით, ეკონომიკური წარმოება სულ მცირე 5%-ით დაიკლებს მეორე და მესამე კვარტლებში. ასევე გაიზრდება უმუშევრობის დონეც, რომელიც გასულ წლის დეკემბერში 13.5% იყო.

ანტალიაში, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ მთავარ საკურორტო ქალაქს წარმოადგენს, ტურისტების არარსებობამ მძიმე ვითარებაში ჩააყენა ეკონომიკა. დაზარალებულები არიან სასტუმროებიდან დაწყებული ფერმერებით და სამშენებლო კომპანიებით დასრულებული – აბსოლუტურად ყველა.

“ჩვენ გავუშვით თანამშრომელთა ნაწილი. არ ველოდებით, რომ წელს რაიმე შემოსავალს მივიღებთ. მიზანი ამ შემთხვევაში მხოლოდ გადარჩენაა“, – განაცხადა ანტალიაში მდებარე სასტუმრო Kaya Hotels & Resorts-ის მარკეტინგის დირექტორმა პინარ კაიამ.

რამდენად იმოქმედებს შექმნილი კრიზისი ერდოღანის პოლიტიკურ მდგრადობაზე? ერდოღანს ამ დრომდეც არაერთი კრიზისი გამოუვლია, მათ შორს 2009 წლის ეკონომიკური რეცესია, 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობა, სერიოზული მარცხი გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ახლაც მიუხედავად ყველაფრისა, ის თურქეთის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. თუ ეკონომიკური ვითარება გაუარესდება, ის ამას კორონავირუსს დააბრალებს.

“ამ პანდემიამ პრეზიდენტისთვის უფრო შესაძლებლობა გააჩინია, ვიდრე კრიზისი. თურქეთში არავინ დასვამს კითხვას რატომ ვერ შეძლო მან დაპირებების შესრულება“, – აღნიშნა პოლიტიკური სააგენტო ANAR-ის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ უსლუმ.

ერდოღანის ადმინისტრაციის წევრები აცნობიერებენ, რომ ქვეყანამ უნდა ისარგებლოს ფინანსური დახმარებით. ისინი აცხადებენ, რომ თურქეთმა გამართა მოლაპარაკებები აშშ-სთან დოლარზე მეტი წვდომის მოსაპოვებლად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურისგან მოკლევადიანი სასესხო პაკეტის ფარგლებში.

თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ი არ იქნება მონდომებული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწიოს თურქეთს, ვინაიდან ანკარასა და ვაშინგტონს შორის უკვე დიდი ხანია ურთიერთობა დაძაბულია. ეს კი რუსეთისგან თურქეთის მიერ საჰაერო თავდაცვითი სისტემების S-400-ის შეძენამ გამოიწვია. თეთრმა სახლმა და კონგრესმა მაშინ მოუწოდეს თურქეთს არ გამოეყენებინა რუსული სისტემები, ვინაიდან ის მათ, როგორც NATO-ს წევრებს შორის თანამშრომლობას ეწინააღმდეგებოდა, და ანკარა სანქციებსაც მიიღებდა სანაცვლოდ. 

ახლა კი, თურქეთმა გადადო რუსული საჰაერო სისტემების აქტივაცია, ასევე ერდოღანმა ტრამპს წერილი გაუგზავნა თურქულ სამედიცინო დახმარებასთან ერთად და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ითანამშრომლებს გლობალური ეკონომიკის აღდგენის საკითხებში.

ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე აშშ-ის ელჩმა თურქეთში დევიდ სატერფილდმა განაცხადა, რომ თურქეთისთვის ფინანსური დახმარება იყო ფინანსური საკითხი და არა პოლიტიკური საკითხი. ამ თემაზე თავად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის პრესსპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თურქეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბოლოს დაახლოებით 20 წლის წინ მიმართა. კერძოდ, 2001 წელს, მანამ ვიდრე ერდოღანი მთავრობაში მოვიდოდა. თუმცა, შემდეგ ერდოღანი მუდმივად ამცირებდა ფონდის როლს თურქეთის ეკონომიკური აღდგენის პროცესში. როდესაც IMF-ის პროგრამის ვადა 2008 წელს ამოიწურა, თურქეთის ლიდერმა მიზნად დაისახა, რომ ქვეყნის ეკონომიკას გაზრდიდა და მსოფლიოს ტოპ-10 ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს შორის სიაში შეიყვანდა.

თებერვლის მონაცემებით, თურქულ ბანკებსა და კომპანიებს $155 მილიარდის ოდენობის უცხოური სავალუტო პასუხისმგებლობები აქვთ.

გასულ თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური სავალუტო რეზერვებიდან $19 მილიარდზე მეტი გამოიყენა, რათა ლირას დახმარებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას $56 მლრდ-ის რეზერვები დარჩა. თუმცა, როგორც ეკონომისტი გურკაინაკი ამბობს, თურქეთმა ვერ შეძლო საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნება დაბალ ნიშნულზე.

Previous Post

რა ცვლილებები განახორციელა WOLT-მა პანდემიის გამო საქართველოში?

Next Post

მილიარდერ რუბენშტეინის თქმით, არავინ იცის რეალურად რამდენად ცუდ ვითარებაშია ეკონომიკა

მაგდა დოლიძე

Next Post
მილიარდერ რუბენშტეინის თქმით, არავინ იცის რეალურად რამდენად ცუდ ვითარებაშია ეკონომიკა

მილიარდერ რუბენშტეინის თქმით, არავინ იცის რეალურად რამდენად ცუდ ვითარებაშია ეკონომიკა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

Recent News

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result