Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის – როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები – ინტერვიუ თორნიკე კუპრაშვილთან

by Davit Tsiramua
აგვისტო 15, 2024
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის – როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები – ინტერვიუ თორნიკე კუპრაშვილთან
0
SHARES
0
VIEWS

პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი, ახლახან, საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს ფარგლებში, 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. ფინანსური ინსტიტუტი საუკეთესოდ ორი მიმართულებით დასახელდა: როგორც საუკეთესო სამოხმარებლო ციფრული ბანკის, ასევე საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის. საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი, ინოვაცია და ტრანსფორმაცია, SME პლატფორმა, ღია ბანკინკის API-ები – ამ და სხვა არაერთი მიმართულებით საქართველოს ბანკმა გამორჩეული პერფორმანსი აჩვენა. ჩვენ ამ  ინტერვიუში ბიზნესის მიმართულებით ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოზე საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელთან, თორნიკე კუპრაშვილთან ვისაუბრებთ.

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 45 კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის იყო ბიზნესის მიმართულებით არაერთი აღიარება.  გაგვიზიარეთ, რას ნიშნავს ეს საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის?

Global Finance Digital Bank Awards-ზე 45 კატეგორიაში გამარჯვება, განსაკუთრებით ბიზნესთან დაკავშირებულ კატეგორიებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მთავარ მიზანს, ხელი შევუწყოთ საქართველოში ბიზნესის განვითარებას.

ეს არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენდამი გამოხატული ნდობისა და ბანკის მუდმივი ძალისხმევის დადასტურება, ინოვაციური და ეფექტური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, რათა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში შეძლონ მეტი წარმატების მიღწევა.

ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი მისიის შესრულება – ვიყოთ სანდო პარტნიორი, რომელიც ბიზნესს განვითარების ყველა ეტაპზე  უჭერს მხარს, მათ შორის მოწინავე ციფრული ინსტრუმენტებით, რომლებიც ამარტივებენ პროცესებს, ზრდიან ეფექტურობას და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიაში. რა იყო ის ძირითადი ინიციატივები, რამაც ეს განაპირობა?

საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში – ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში გასული წლის განმავლობაში არაერთი ინოვაცია დაინერგა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს იმისათვის, რომ გამარტივდეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ანგარიშის გახსნა, საბანკო თუ არასაბანკო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა და სხვა. საგულისხმოა, რომ ჩვენს ციფრულ არხებში თვიდან თვემდე იზრდება აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი, ბიზნეს ტრანზაქციების 99% კი ციფრულად სრულდება.

ჩვენმა გუნდმა გასული წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა გასწია უახლესი პროდუქტების შესაქმნელად. მათ შორის გამორჩეულია ციფრული ბიზნეს ნაკრები, რომელიც ათობით ათას ბიზნესს ფინანსურ პროდუქტებზე, ბიზნეს შეთავაზებებზე და სხვა სერვისებზე წვდომას უმარტივებს, რაც მათ ყოველდღიური საქმიანობის უკეთ შესასრულებლად სჭირდებათ. ჩვენ ვამაყობთ იმითაც, რომ ბიზნესებისთვის ვქმნით გამორჩეულ ციფრულ გამოცდილებას, რაც აისახება კიდეც ჩვენი არხების უმაღლეს შეფასებებში.

ასევე აღსანიშნავია ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის ჯილდო. როგორ განვითარდა ბიზნეს მობილბანკი დროთა განმავლობაში და რა უნიკალური ფუნქციები და ინსტრუმენტები შეიძინა, რითაც იგი ბიზნესებისთვის შეუცვლელ აპლიკაციად იქცა?

ჩვენი ბიზნეს მობილბანკი ტრადიციული საბანკო სერვისებისა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ორიგინალური პროდუქტების კარგი სინთეზია. 2023 წელს ჩვენ აპლიკაციის ფუნქციურობის ზრდაზე ვიყავით ორიენტირებული. ამგვარად, მოვახერხეთ და სრულად გავაციფრულეთ დაკრედიტებისა და გარანტიების მიღების პროცესი. სრულად ავტომატიზებულია საბანკო და არასაბანკო შეთავაზებებით სარგებლობის პროცესი – დღეს ბიზნესებს შეუძლიათ ბიზნეს მობილბანკიდან გაააქტიურონ საბუღალტრო, მარკეტინგული, მარაგების მართვის თუ სხვა შემოთავაზებები. ბიზნეს მობილბანკს ასევე დაემატა ჩატის ფუნქციონალი, რომლის დახმარებით ბიზნესებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მხარდაჭერის მიღება. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროდუქტების, სერვისებისა თუ ფუნქციონალებისა, რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკს აქვს.

საინტერესოა ასევე აღიარება რეგიონში საუკეთესო ვაჭრობის საფინანსო მომსახურებისთვის – რა სერვისებს აერთიანებს საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმები ამ მიმართულებით და როგორი პროცესები გაიარეთ მათ შესაქმნელად?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასული წელი საქართველოს ბანკის ციფრული ტრანსფორმაციისთვის გამორჩეული იყო. ჩვენ ახალი სტანდარტები დავამკვიდრეთ ბაზარზე და სრულად გავაციფრულეთ სატენდერო გარანტიით სარგებლობის პროცესი. ეს ბიზნესებს შეუფერხებელი მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ჩვენი ინტერნეტ ბანკი ბიზნესისთვის ერთიანი, ყოვლისმომცველი სივრცე გახდა, სადაც შესაძლებელია გარანტიებით სარგებლობა, კონტრაქტებისა და დოკუმენტების გენერირება და ხელმოწერა, ინოვისების მართვა და სხვა.

რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს Ads მენეჯერი – პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ახალი მომხმარებლის მოზიდვაში, ვაჭრობის სტიმულირებასა და შემოსავლის ზრდაში ეხმარება. ჩვენ ამ პლატფორმებით ბიზნესებს ჩვენი ციფრული არხების 1 500 000 მომხმარებელთან ვაკავშირებთ. ეს კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კარგი შესაძლებლობაა.

კიდევ ერთი კატეგორიაა საუკეთესო SME ბანკინგი/SME პლატფორმა, რომელში გამარჯვებაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.  გაგვიზიარეთ რა პროდუქტები და სერვისები შეიქმნა ბანკში, რითაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვეთ? რით არის ეს პროდუქტები გამორჩეული ბაზარზე?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია,  მუდმივად დავაკვირდეთ და მოვისმინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები, ასევე მივყვეთ თანამედროვე ციფრული სამყაროს ტემპებს. ამიტომაც ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესებს, რომ ოპერაციები შეასრულონ ციფრულად, ასევე დაზოგონ დრო და რესურსები. საჯარო სერვისების ინტეგრაცია ჩვენს პლატფორმებში, გადახდების მენეჯერის განვითარება, ციფრული საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვნება, სტარტაპებზე და მცირე ბიზნესზე მორგებული ბენეფიტები საერთო ჯამში ქმნის ერთიან ეკოსისტემას, რომელიც, ვფიქრობთ, მომხმარებლებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

გაგვიზიარეთ ბანკის ძალისხმევა ღია ბანკინკის API-ების განვითარების კუთხითაც. რა გავლენა იქონია ამ მიმართულების განვითარებამ ბიზნესების ყოველდღიურობაზე და მათ საბანკო გამოცდილებაზე?

საქართველოს ბანკი, რეგიონში გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანიაა, შესაბამისად, ჩვენი მისიაა, ახალი სტანდარტები დავამკვიდროთ ამ სფეროში და ჩვენი გამოცდილება სხვა ბიზნესებსაც გავუზიაროთ. ამიტომაც ვაგრძელებთ API სერვისების განვითარებას და ადგილობრივი ელ-კომერციის პლატფორმებთან და ERP პროვაიდერებთან პარტნიორობის გაღრმავებას. ცალკე უნდა აღინიშნოს api.bog.ge, რომელიც მრავალფეროვანი ფუნქციონალებითაა აღჭურვილი და მომხმარებლებს ბიზნეს ინტერენეტ ბანკის სერვისებთან და გადახდის მეთოდებთან წვდომას უმარტივებს. აღნიშნული პლატფორმა ინტეგრირებულია ბიზნეს მენეჯერში, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, დაგეგმოს, მართოს და გააანალიზოს საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში გაშვებული კამპანიები და მიღებული გადახდები.

რა როლი უჭირავს ბიზნეს მომხმარებლების უკუკავშირს საბანკო და არასაბანკო სერვისების განვითარებაში?

ბიზნეს მომხმარებლების უკუკავშირი ჩვენი სერვისების განვითარების ფუნდამენტია. გვჯერა, რომ ბიზნესის საჭიროებების შესაბამისი სერვისების შექმნის საუკეთესო გზა მათთან აქტიური კომუნიკაცია და მოსმენაა. მათი უკუკავშირი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილია, რაც გვაძლევს საშუალებას, ქართულ ბაზარს მუდმივად შევთავაზოთ ინოვაციური და რაც მთავარია, ღირებული სერვისები.

NPS (Net Promoter Score)  კვლევების მეშვეობით მუდმივად ვიღებთ მომხმარებლების შეფასებებსა და მოსაზრებებს, რაც გვეხმარება, როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სერვისების შექმნასა და გაუმჯობესებაში. მათი საჭიროებებისა და მოლოდინების მუდმივი ანალიზი საშუალებას გვაძლევს, რეალურად ვუპასუხოთ მათ გამოწვევებს. ამის გათვალისწინებით კი ჩვენი სერვისები მუდმივად ინარჩუნებს რელევანტურობასა და ღირებულებას.

როგორ შეაჯამებდით საქართველოს ბანკის მიერ გაწეულ ძალისხმევას ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის კუთხით და შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ სამომავლოდ მოსალოდნელ სიახლეებზე ამ მიმართულებით? რა ძირითადი პრიორიტეტები და სტრატეგიული ხედვები აქვს საქართველოს ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით?

საქართველოს ბანკის მიდგომა მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიმართულებით გამოირჩევა ინოვაციებით, სანდო პარტნიორობით და მათი წარმატებისადმი მუდმივი ხელშეწყობით.  ვამაყობთ, რომ მათ, საქართველოს ეკონომიკის მთავარ საყრდენ ძალას, გვერდში ვუდგავართ როგორც გამოწვევების გადალახვის, ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნის დროს.

ჩვენ შევიმუშავეთ მრავალფეროვანი ციფრული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამარტივებენ ფინანსების მართვას, უზრუნველყოფენ ფინანსებზე წვდომას და სთავაზობენ ბიზნესების განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.

მომავალზე საუბრისას, სტრატეგიული ხედვა კვლავაც ციფრული განვითარებისკენაა მიმართული. ჩვენი პრიორიტეტია ციფრული შეთავაზებების გაფართოება და მხარდამჭერი ეკოსისტემის შექმნა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესები  შეძლებენ სწრაფ და მდგრად განვითარება. ვცდილობთ ახალი გზების პოვნას არასაბანკო სერვისების ინტეგრაციისთვის, რომლებიც ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულებას შექმნის.

ჩვენი მიზანია, არ გავჩერდეთ და ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი მცირე და საშუალო ბიზნესის ყველა სეგმენტისთვის.

Previous Post

საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერს ბმულით გადახდა დაემატა  

Next Post

თიბისის პარტნიორი, ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო სისტემების კომპანია „ჯიპიეს ჯორჯია“, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თიბისის პარტნიორი, ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო სისტემების კომპანია „ჯიპიეს ჯორჯია“, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია

თიბისის პარტნიორი, ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო სისტემების კომპანია „ჯიპიეს ჯორჯია“, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Quick‑Fire Slots and Instant Wins – The Pulse of Rapid Play

ივლისი 28, 2026

BDM Bet Casino: Hurtig Spil, Øjeblikkelige Gevinster og Live Action

ივლისი 28, 2026

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

Recent News

NV Casino: Quick‑Fire Slots and Instant Wins – The Pulse of Rapid Play

ივლისი 28, 2026

BDM Bet Casino: Hurtig Spil, Øjeblikkelige Gevinster og Live Action

ივლისი 28, 2026

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result