Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

სასტუმრო „ტელეგრაფის“ რეკონსტრუქციას პროექტის ავტორი ლინდონ ნერი გაეცნო

by იზა გვარამაძე
November 7, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სასტუმრო „ტელეგრაფის“ რეკონსტრუქციას პროექტის ავტორი ლინდონ ნერი გაეცნო
0
SHARES
0
VIEWS

სასტუმრო „ტელეგრაფის“ რეკონსტრუქცია წარმატებით გრძელდება. პროექტს სილქ დეველოპმენტი ახორციელებს, მის დიზაინზე კი  თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული სტუდია Neri&Hu მუშაობს, რომლის დამფუძნებელი პარტნიორი ლინდონ ნერი თბილისს ეწვია და მიმდინარე სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. სასტუმრო „ტელეგრაფი“ ყოფილი ცენტრალური ფოსტის შენობაში განთავსდება. არქიტექტურული პროექტის ავტორები თეიმურაზ მიქაშავიძე და ლადო ალექსი-მესხიშვილი არიან. შენობის რეკონსტრუქცია მისი პირველადი იერსახისა და არქიტექტურული ფასადის შენარჩუნების გათვალისწინებით ხორციელდება.

გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„ტელეგრაფის დიზაინზე სამუშაოდ ავირჩიეთ არქიტექტურული კომპანია Neri&Hu ზუსტად იმიტომ, რომ გვინდა, ეს შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილას მდებარეობს და არის მოედნის რეკონსტრუქციის ჩვენეული ხედვის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, თანამედროვე მსოფლიოს არქიტექტურის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ამავე დროს, პირველადი იერსახე უნდა შევუნარჩუნოთ, როგორც თავისი დროის გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშს. ეს იქნება ენერგოეფექტური სასტუმრო, აშენებული თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტებით და Neri&Hu-ს მიერ შექმნილი ულამაზესი ინტერიერით, რომელიც დაამშვენებს თბილისის ცენტრს. ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი ნერის ძალიან პროდუქტიული შეხვედრისთვის, მან გამოხატა კმაყოფილება პროექტის მიმდინარეობით და ჩვენი გუნდის მუშაობით“.

ლინდონ ნერი, „Neri&Hu”-ს დამფუძნებელი პარტნიორი:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შენობის არსის გააზრებაა. გაცნობიერება, თუ რა მიანიჭებს მას სიცოცხლეს. „ტელეგრაფზე“ მუშაობისას ჩვენი გამოწვევაა, რომ ცვლილებებისა და განახლების ფონზე ის სულისკვეთება შენარჩუნდეს, რაც თავის დროზე ამ ნაგებობის შთაგონების წყარო იყო, არ დაიკარგოს ემოცია, რომელიც მის ისტორიას უკავშირდება. ამას გარდა, განსაკუთრებული მოთხოვნა და სტანდარტიც უნდა დავაკმაყოფილოთ: მდგრადი განვითარება და ენერგოეფექტურობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ მის დაცვას და დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არა მარტო ლამაზ და გამორჩეულ სასტუმროს, არამედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აგებულ შენობას მივიღებთ.“

„ტელეგრაფი“ რადისონ ქოლექშენის ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო იქნება, რომელიც რვა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს გააერთიანებს. შენობის ბოლო სართულზე განლაგებული ნომრებიდან სტუმრებისთვის მოეწყობა გასასვლელი ტერასაზე, საიდანაც თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი, ჯაზკლუბი, ბარი და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

სილქ დეველოპმენტის პროექტები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითა და თანამედროვე ინოვაციური არქიტექტურით გამოირჩევა. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. თითოეული პროექტის განვითარება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

სილქ დეველოპმენტის შესახებ:

სილქ როუდ ჯგუფის ყველა პროექტი სილქ დეველოპმენტის მიერაა განვითარებული. მათ შორის, თბილისსა და ბათუმში მდებარე „რადისონ ბლუს“ ბრენდის სასტუმროები, „რადისონ ქოლექშენის“ ბრენდის სასტუმრო წინანდალში და „პარკ ჰოტელ წინანდალი“, წინანდლის მამულის ვილები, კომპლექსი „რესპუბლიკა“, „ივერია ბიჩ კლუბი“, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“, სპორტული კომპლექსი „ნეპტუნი“ და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“.

სილქ დეველოპმენტი წარმოადგენს სილქ რიალ ისთეითის (უძრავი ქონების პორტფელის მართვისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია) შვილობილ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია. სილქ რიალ ისთეითის აქტივების ღირებულება დაახლოებით 900 მილიონი ლარია. 2005 წლიდან დღემდე სილქ როუდ ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული.

Neri&Hu-ს შესახებ:

ლინდონ ნერისა და როზანა ჰუს მიერ 2004 წელს დაარსებული ინტერდისციპლინური კომპანია ამოცანების ისეთ ფართო სპექტრზე მუშაობს, როგორებიცაა გენერალური გეგმის შემუშავება და არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ინსტალაციები, ავეჯი და გრაფიკული დიზაინი. სტუდიის ძირითადი ხედვა გულისხმობს გლობალურ მსოფლმხედველობაზე რეაგირებას, რომელიც დისციპლინების გადაფარვის შედეგად წარმოქმნილ ახალ არქიტექტურულ პარადიგმას მოიცავს. ხედვის რეალიზებაში Neri&Hu-ს 30-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მულტიკულტურული გუნდი ეხმარება. კომპანიის მსოფლმხედველობა ეყრდნობა გამოცდილების, დეტალების, მასალების, ფორმისა და სინათლის დინამიკური ურთიერთქმედების კვლევას, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს არა ფორმალურ არქიტექტურულ სტილზე, არამედ კულტურულ, ურბანულ და ისტორიულ კონტექსტზე აკეთებს. S

Previous Post

Ryanair-ი რეკორდული წლიური მოგების მიღებას პროგნოზირებს

Next Post

ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

იზა გვარამაძე

Next Post
ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result