Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საშიში პოლიტიკური პროცესების მოლოდინში

by Davit Tsiramua
ივნისი 23, 2023
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, საქართველო
0
საშიში პოლიტიკური პროცესების მოლოდინში
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) აპრილში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. ამ სტატიაში ვეცდები, კრიტიკულად მიმოვიხილო ის პოლიტიკური ტენდენციები, რომლებიც აღნიშნულ გამოკითხვაში იკვეთება; ვისაუბრებ კონკრეტული პოლიტიკური პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და მათი გადაჭრის საშუალებებზე.

დავიწყებ იმით, თუ რა არ შეცვლილა დრამატულად ბოლო სამი წლის განმავლობაში. პირველი, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ქვეყნის მთავარ პრობლემებად კვლავაც რჩება უმუშევრობა (36%) და მაღალი ფასები (19%). გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარ გამოწვევებად მიიჩნევს: ეკონომიკური განვითარების ნაკლებობას (38%), დაკარგულ ტერიტორიებსა (18%) და უმუშევრობას (12%). ეს შედეგები ლოგიკურად ასახავენ ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გავლენას მოსახლეობის განწყობაზე.

გამოკითხვის მიხედვით, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი. განსაკუთრებით, განსაცვიფრებლად ურყევია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, რომელიც, ბოლო მონაცემებით, 14%-ს შეადგენს. ამ პოლიტიკურ პარტიას ბოლო სამი (და მეტი) წლის განმავლობაში, დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი ჰქონდა. ელექტორალური სტაბილურობა, დიდწილად, გამოწვეულია იმით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, ფაქტობრივად, არ განუხორციელებელია არანაირი ფუნდამენტური ცვლილება პოლიტიკურ რიტორიკასა და მოქმედების სტრატეგიაში.

მართალია, რამდენიმე თვის წინ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ახალი თავმჯდომარე აირჩიეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამან არსებითი გავლენა ამომრჩეველთა განწყობაზე ვერ მოახდინა. ამის მიზეზი ორია. პირველი, იმის მიუხედავად, რომ მელია პარტიის ახალ ლიდერებს აკრიტიკებს, ის კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება და აპირებს, რომ უახლოეს მომავალში პარტიის შიგნით იბრძოლოს. მეორე, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეური ამომრჩევლისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება მათი ფორმალური ლიდერი. სავარაუდოდ, მათთვის გადამწყვეტი უფრო ის არის, თუ რა პოზიციები ექნება დე ფაქტო ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს და რა მდგომარეობაში იმყოფება ის. ამ მხრივ კი სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. შესაბამისად, ამ პარტიის რეიტინგიც უცვლელია.

IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგია, ფაქტობრივად, უცვლელი, არამედ შედარებით პატარა ოპოზიციური პარტიებისაც. 2-3%-იანი რეიტინგი აქვთ ისეთ პარტიებს, როგორიცაა გახარიას „საქართველოსთვის“, ჯაფარიძის „გირჩი“, ხვიჩია-მეგრელიშვილის „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო“, ელისაშვილის „მოქალაქეები“, ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დოლიძის „ხალხისთვის“. აღსანიშნავია ის, რომ IRI-ის კვლევის ცდომილების მაჩვენებელი +/- 2.5 %-ია. ამის გამო, სათუოა ის, თუ რამდენად შეძლებენ ზემოაღნიშნული პარტიები 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას (მაშინაც კი, თუ ჩავთვლით, რომ პროცენტების დაანგარიშების დროს მხოლოდ არჩევნებზე წამსვლელების რაოდენობა უნდა მივიღოთ მხედველობაში).

საერთო ჯამში, პატარა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს დაახლოებით 20%-მდე მხარდაჭერა აქვთ. თითქმის მსგავსი მდგომარეობა იყო წინა გამოკითხვების მიხედვითაც. ეს მესამე ძალებს გადაუჭრელი დილემის წინაშე აყენებთ: ისინი ან უნდა გაერთიანდნენ – რა შემთხვევაშიც მათ შეიძლება დაკარგონ საკუთარი ერთგული ამომრჩეველი, ან გააგრძელონ ბრძოლა მანამდე, სანამ არჩევნებზე რეალურ შედეგს არ დადებენ.

როგორც ეტყობა, პატარა პარტიების დიდმა ნაწილმა მეორე სტრატეგია აირჩია: ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიების რეიტინგი მაქსიმალურად გაზარდონ ისე, რომ 5%-ს გადასცდნენ. არსებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გარანტია ჯერჯერობით არ არსებობს.

მიზეზი, რატომაც შეიძლება, რომ პატარა პარტიების სტრატეგია არ მუშაობდეს, რამდენიმეა. პირველი და ალბათ უმთავრესი ის არის, რომ ამ პარტიების ერთი ნაწილი ერთისა და იმავე ტიპის ელექტორატის გულის მოგებას ცდილობს: ურბანული საშუალო ფენის და ახალგაზრდების. საშუალო ფენა საქართველოში შედარებით მცირეა და მათი მობილიზება პარტიის შანსებს არჩევნებზე დრამატულად ვერ გააუმჯობესებს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ისინი მეტ-ნაკლებად ხშირად იღებენ მონაწილეობას „პერფორმაციულ“ პოლიტიკურ აქტივობებში (მაგალითად, ესწრებიან მიტინგებს და ა.შ.), მაგრამ ინსტიტუციონალური პოლიტიკისგან, როგორც წესი, გაუცხოებულები არიან.

სხვა მიზეზები, რატომაც პატარა პარტიები ინდივიდუალურ წარმატებას ვერ აღწევენ, დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ აქვთ მინიმალური ორგანიზაციული და ფინანსური რესურსები და თითქმის არ გააჩნიათ გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგია (ორივე ვერსიის „გირჩი“ გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ). ცნობილია, რომ თუ პარტიას საკმარისი დაფინანსება არა აქვს, მას შეუძლია ამის კომპენსაცია გააკეთოს იმით, რომ შექმნას მწყობრი და პოპულარული იდეოლოგიური პლატფორმა. ქართული პარტიები, მცირედი გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, ამას ვერ ახერხებენ.

ოპოზიციის უცვლელი რეიტინგის პარალელურად, IRI-ის მარტის გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირებულია. 2021 წლის გამოკითხვებში, მმართველი პარტიის რეიტინგი 35%-დან 25%-მდე მერყეობდა. მარტის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 19%-ს შეადგენს. ეს კი კვლევის ცდომილების გათვალისწინებითაც კი საგრძნობ ვარდნად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნისთვის უცნაური იქნებოდა ის, რომ მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მოსახლეობის მხოლოდ 19%-ს დაეჭირა მხარი. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციის ვარდნას, ანუ დელეგიტიმიზაციას განიცდის. ეს პროცესი თავისთავად საშიშია იმდენად, რამდენადაც მან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ არსებული პოლიტიკური პროცესები უმართავი გახდეს და ქაოსში გადაიზარდოს.

„ქართული ოცნების“ დელეგიტიმიზაციის პარალელურად, გაზრდილია იმათი რიცხვი, ვინც ან ჩამოუყალიბებელია, ან არჩევნებზე წასვლას და ხმის მიცემას არ აპირებს. ეს შეიძლება, ნაწილობრივ იმით აიხსნას, რომ არჩევნები შორსაა და მოქალაქეთა ნაწილს ჯერაც არ მიუღია პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა ყველა შემთხვევაში, ფაქტია, რომ ხელისუფლებისგან გაუცხოებული ელექტორატის დიდი ნაწილი ავტომატურად ოპოზიციის მხარდამჭერად არ კონვერტირდება.

„ქართული ოცნების“ რეიტინგის ზრდას რომ ავტომატურად ოპოზიციის რეიტინგის ზრდა არ მოსდევს, ნაწილობრივ მაინც, იმითაა განპირობებული, რომ პოლარიზებულ გარემოში მთავრობის ყოფილ მხარდამჭერებს უჭირთ პოლიტიკური ბანაკის უცებ შეცვლა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი კი მერყევი ამომრჩევლის მოზიდვას ნაკლებად ცდილობს. ამის ნაცვლად, მათ, როგორც წესი, უფრო მეტად დამყოფი რიტორიკა აქვთ, ვიდრე, ფორმალურ დონეზე მაინც, გამაერთიანებელი. ეს დაკვირვება მეტ-ნაკლებად ყველა ოპოზიციურ პარტიაზე ვრცელდება, თუმცა განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა ტრადიციულად დამყოფი პოლიტიკური რიტორიკისა და მესიჯებისადმი ერთგულებით.

საბოლოო ჯამში, IRI-ის ბოლო გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ მმართველი გუნდის დელეგიტიმიზაციის პროცესის პარალელურად, ოპოზიცია სტაგნაციას განიცდის, რაც მთელ პოლიტიკურ სისტემას გამოუვალ მდგომარეობაში აქცევს. ამ ფონზე, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება 5%-იანი ბარიერის მინიმუმ 3%-მდე დაწევა იყოს. თუმცა მეტად სავარაუდოა ის, რომ „ქართულმა ოცნებმა“ ამ კომპრომისზე წასვლას სახიფათო გზაზე სიარული არჩიოს. ეს კი, თავისთავად, იმაზე მიგვანიშნებს, რომ წინ მეტად საშიში პოლიტიკური პროცესები გველის.

Previous Post

ინტელექტი ტექნოლოგიებში და ბიზნესსერვისების უწყვეტობა

Next Post

სტომატოლოგია, როგორც ხელოვნება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
სტომატოლოგია, როგორც ხელოვნება

სტომატოლოგია, როგორც ხელოვნება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result