Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქსტატი: ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა

by იზა გვარამაძე
აპრილი 6, 2022
in ბიზნესი, ეკონომიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
საქსტატი: ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა. წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებით კი ინდექსის 17.7%-იანი ზრდა აღინიშნა.

კერძოდ, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 2.1%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში. ამ უკანასკნელის წილი ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.13%-ს შეადგენს. დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასების 2.8%-იანი მატება აღინიშნა, რამაც მთლიან ინდექსზე 2.24%-ით იქონია გავლენა. 1.8%-ით გაიზარდა ფასები ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში. მისი წვლილი თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.19%-ს შეადგენს.

რაც შეეხება 12-თვიან პერიოდს, ამ შემთხვევაში ინდექსის ფორმირებაზე გავლენა შემდეგ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ იქონია:

  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასები 20.3%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 16.09%-ით იქონია გავლენა.
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი – ფასები 12.6%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის 1.44%-ით ზრდა განაპირობა.
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ფასები 7.8%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24%-ით იქონია გავლენა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში 1.1%-ით გაიზარდა. დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფის შემთხვევაში ფასების 1.0%-იანი მატება დაფიქსირდა.

ასევე საყურადღებოა, რომ 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით გასულ თვეში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის 18.0%-იანი ზრდა აღინიშნა. ამაზე გავლენა ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების შემდეგნაირმა ცვლილებამ იქონია:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია – ფასების 47.4%-იანი ზრდა.
  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასების 18.3%-იანი ზრდა.
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი – ფასების 13.1%-იანი ზრდა.
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ფასების 7.5%-იანი ზრდა.

რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა. ფასების 4.9%-იანი მატება დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით კი გასულ თვეში ინდექსი 17.2%-ით გაიზარდა. ამაზე გავლენა ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების შემდეგნაირმა ცვლილებამ იქონია:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია – ფასების 20%-ით კლება.
  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასების 22.6%-ით ზრდა.
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ფასების 2.9%-ით ზრდა.

იმპორტის ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში 1.4%-ით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებით კი 21.6%-იანი მატება დაფიქსირდა. ამაზე გავლენა შემდეგ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ იქონია:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია – ფასების 34%-იანი ზრდა.
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი – ფასების 47%-იანი კლება.
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ფასების 1.5%-იანი ზრდა.
Previous Post

საქსტატი: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $11.4 მილიარდს გადააჭარბა

Next Post

პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის რეგულირება და გამოწვევები

იზა გვარამაძე

Next Post
ნინო ყველაიძე

პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის რეგულირება და გამოწვევები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result