Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საყოველთაოდ ცნობილი გამომცემლობა McGraw-Hill-ი $4.5 მილიარდად იყიდება

by Davit Tsiramua
April 6, 2022
in ბიზნესი, მსოფლიო, ქართულად, ყველა სიახლე
0
საყოველთაოდ ცნობილი გამომცემლობა McGraw-Hill-ი $4.5 მილიარდად იყიდება
0
SHARES
0
VIEWS

განათლებისა და საგამომცემლო სფეროს გიგანტი McGraw Hill-ი $4.5 მილიარდად გაიყიდება კერძო საინვესტიციო ფირმა Platinum Equity-ზე, რომელსაც მილიარდერი ტომ გორსი უძღვება. აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაცია კომპანიებმა ოთხშაბათს გაასაჯაროეს.

გარიგება დასრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა რეგულატორი შესაბამის ნებართვას გასცემს – ეს კი ზაფხულის განმავლობაშია მოსალოდნელი. საგულისხმოა, რომ კომპანიის გაყიდვა 2019 წელსაც სცადეს – McGraw Hill-ის შეძენაზე მის მფლობელ Apollo Global Management Inc-სა და Cengage-ს შორის მოლაპარაკებები 2019 წელს დაიწყო, თუმცა, ვინაიდან საქმე აშშ-ის ორ უმსხვილეს გამომცემელს ეხებოდა, რეგულატორი მათ მიმართ მკაცრ მოთხოვნებს აყენებდა, რის გამოც გარიგება ვერ დასრულდა.

თუკი კომპანიები რეგულატორისგან თანხმობას მიიღებენ, McGraw Hill-ი საქმიანობას არსებული გუნდითა და მოქმედი აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით განაგრძობს.  საიმონ ალენმა, კომპანიის CEO-მ, გარიგებაზე განცხადებაც გაავრცელა: „Apollo-სთან მუშაობისას ჩვენ ბიზნესის ტრანსფორმაცია შევძელით. ახლა, Platinum-ის რესურსითა და გამოცდილებით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ვპოზიციონირდეთ კომპანიად, რომელიც აჩქარებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ამასთან, არის სფეროს ლიდერი, რომელსაც საგანმანათლებლო სექტორი დინამიკურად ცვალებად დროშიც ენდობა“.

განათლების სფეროს ერთ-ერთი გიგანტი, McGraw-Hill Education-ი ბოლო წლებში ციფრული განათლების მიმართულებაზეა ფოკუსირებული და თავის თავდაპირველ მისიასთან ცდილობს დაბრუნებას – „სწავლის მეცნიერებების კომპანია“, რომელსაც მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების მომზადება შეუძლია. კომპანია ზოგადი განათლების მიმართულებით უფრო აქტიურია და მრავალ სახელმძღვანელოსა თუ დამატებით რესურსს ქმნის, ასევე ფლობს რამდენიმე ციფრულ სასწავლო პლატფორმას.

„პანდემიამ განსაკუთრებულად დამანგრეველი ეფექტი იქონია განათლებაზე. ახლა, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ინვესტირება ინოვაციურ ტექნოლოგიებში, უფრო კონკრეტულად კი ციფრული სწავლების ინსტრუმენტებში. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენი ოპერაციული და ფინანსური რესურსი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად მივმართოთ“, – განაცხადა Platinum Equity-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ტომ გორსმა.

ცნობისთვის, Apollo-მ McGraw Hill 2013 წელს $2.4 მილიარდად შეიძინა. გამომცემლობის სახელმძღვანელოები და სასწავლო რესურსები ფართოდ გამოიყენება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განსაკუთრებით კი უმაღლეს სასწავლებლებში.

Previous Post

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სამზადისი დაიწყო

Next Post

ენ ვოჩისკი მილიარდერი გახდა – ის რიგით მეორე თვითშემდგარი მილიარდერი ქალია აშშ-ში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ენ ვოჩისკი მილიარდერი გახდა – ის რიგით მეორე თვითშემდგარი მილიარდერი ქალია აშშ-ში

ენ ვოჩისკი მილიარდერი გახდა - ის რიგით მეორე თვითშემდგარი მილიარდერი ქალია აშშ-ში

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result