Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოში ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების შემოსავლები

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
საქართველოში ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების შემოსავლები
0
SHARES
0
VIEWS

საქართველო ყოველწლიურად, დაახლოებით $250 მილიონის ღირებულების ელექტროტექნიკას ყიდულობს. საქსტატის სამსახურის თანახმად, ტექნიკის იმპორტის ღირებულების უდიდესი ნაწილი – $158 მლნ სმარტფონების შესყიდვაზე მოდის. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს 1.2 მლნ მობილურის იმპორტი განხორციელდა. შესაბამისად, ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების გაყიდვებშიც პირველ ადგილზე სმარტფონებია. საქართველოში ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშეებმა საკუთარი წლიური ანგარიშგებები უკვე გაასაჯაროვეს. მათი მიხედვით, სექტორის უმსხვილესი მოთამაშე “ალტაა”, რომლის ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავალი 2019 წელს 249 მილიონი ლარი იყო.

IT და ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანიების რეიტინგი:

1) ალტა და მისი შვილობილი კომპანიები

● შემოსავალი 2019 წელს – 249 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 6.2 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს – 109 მილიონი ლარი.

“ალტა” ტექნიკის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა, ის 2019 წლის მდგომარეობით 12 მაღაზიას აერთიანებს. “ალტა” ასევე ფლობს 50%-იან წილს კომპანია “მეტრომარტში”, რომელიც თავისმხრივ 6 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლის ნახევარზე მეტი IT ტექნიკით, მათ შორის სმარტფონებით ვაჭრობაზე მოდის. 2019-ში კომპანიის შემოსავლები 25 მილიონით გაიზარდა.

2) “ელიტ ელექტრონიქსი”

● კონსოლიდირებული შემოსავალი 2019 წელს – 177.2 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 1.3 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს – 96 მილიონი ლარი.

კომპანიის ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელი ქვეყანაში მოქმედ 17 მაღაზიას, ასევე 5 ფრანჩაიზული მაღაზიას აერთიანებს. კომპანიის კონსოლიდირებული ამონაგები 2019 წელს 3 მილიონი ლარით შემცირდა.

3) “ზუმერი ჯორჯია”

● კონსოლიდირებული შემოსავალი 2019 წელს – 168 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 1.16 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს – 20.6 მილიონი ლარი.

“ზუმერი ჯორჯია” ძირითადად სმარტფონებისა და IT ტექნიკის გაყიდვით არის დაკავებული. კომპანია ფლობს 16 ფილიალს და 2 საბითუმო პროფილის მაღაზიას. კომპანიის გაყიდვები სექტორში ყველაზე მეტად, 67 მილიონი ლარით გაიზარდა.

4) “მეგატექნიკა”

● შემოსავალი 2019 წელს – 55.5 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 4.5 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს – 36.9 მილიონი ლარი.

ანგარიშის თანახმად,“მეგატექნიკა” ქვეყნის მასშტაბით 10 მაღაზიით არის წარმოდგენილი. 2019 წელს კომპანიის გაყიდვები 3 მილიონი ლარით გაიზარდა.

5) “მეტრომარტი”

● შემოსავალი 2019 წელს – 44.7 მილიონი ლარი;
● სრული ზარალი 2019 წელს – 2.45 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს – 16.7 მილიონი ლარი.

2019 წლის ანგარიშის თანახმად, “მეტრომარტის” ქსელი ქვეყნის მასშტაბით 6 მაღაზიით არის წარმოდგენილი. 2019 წელს კომპანიის გაყიდვები 4 მილიონი ლარით გაიზარდა.

6) “აი პლიუსი”

● შემოსავალი 2019 წელს – 43.5 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 0.5 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს – 7.5 მილიონი ლარი.

“აი პლიუსი” ძირითადად სმარტფონებისა და IT ტექნიკის გაყიდვით არის დაკავებული. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 8 ფილიალით არის წარმოდგენილი. 2019 წელს კომპანიის გაყიდვები 9.9 მილიონი ლარით გაიზარდა.

7) Beko “ტექნოჰაუს”

● შემოსავალი 2019 წელს – 37 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 2.66 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს – 22.9 მილიონი ლარი.

ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 2019 წელს 4 მილიონი ლარით შემცირდა.

სტატიაში შედიან ის კომპანიები, რომელთაც 2019 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვთ. ამასთანავე, IT და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაჭრობით ისეთი ბრენდებიც არიან დაკავებული, როგორიცაა “კარფური” და “გორგია”, თუმცა მათ ანგარიშგებებში ეს მიმართულებები განცალკევებული სახით წარმოდგენილი არაა.

Previous Post

წამყვანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სტატიას აქვეყნებს

Next Post

Microsoft-ი General Motors-თან შეთანხმებას აფორმებს

მაგდა დოლიძე

Next Post
Microsoft-ი General Motors-თან შეთანხმებას აფორმებს

Microsoft-ი General Motors-თან შეთანხმებას აფორმებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

Recent News

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result