Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოში პირველი დამსაქმებლის ბრენდინგ-სააგენტო „ჯედაი“ გამოჩნდა

by იზა გვარამაძე
February 20, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოში პირველი დამსაქმებლის ბრენდინგ-სააგენტო „ჯედაი“ გამოჩნდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში პირველი დამსაქმებლის ბრენდინგ-სააგენტო „ჯედაი“ გამოჩნდა, რომლის თანადამფუძნებელმა, ნინო კიკნაველიძემ, Employer Branding Academy-ს მიერ სერტიფიცირებული World Class Employer Branding Professional-ის ტიტული მოიპოვა. ნინო აღნიშნული სერტიფიცირებისა და „ჯედაის“ საქმიანობის შესახებ გვესაუბრა.

ნინო, World Class Employer Branding Professional-ი საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს. რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით სერტიფიცირება და რას გულისხმობს აღნიშნული ტიტული?

ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ჩემს 10-წლიან სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ტალანტების მოზიდვა, ჩართულობა და შენარჩუნება ყოველთვის დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, კიდევ უფრო გართულდა. ამაზე ბევრმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, განსაკუთრებით კი პანდემიამ შეცვალა სამუშაო კულტურა და ბევრი ისეთი ახალი შესაძლებლობა გააჩინა, რაც მანამდე წარმოუდგენლადაც კი მიგვაჩნდა.

ამ ცვლილებებმა ცხადი გახადა, რომ ტრადიციული მიდგომა აღარ იყო საკმარისი და რაღაც ახლის გაკეთება იყო საჭირო. ამიტომ აქტიურად დავიწყე მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო დამსაქმებლებზე დაკვირვება და მათი ქცევის შესწავლა. ყველა მათგანს ერთი საერთო აღმოაჩნდა – დამსაქმებლის ბრენდზე ზრუნვა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტირება. თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს უამრავი დამსაქმებლის ბრენდინგ-სააგენტო, რომელიც მომსახურებას უწევს კომპანიებს, ასევე, არსებობს რამდენიმე მსოფლიო დონის აკადემია, რომლებიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ბრენდინგ-პროფესიონალების სერტიფიცირებას.

პირადად მე, რამდენიმე ძალიან საინტერესო კურსს შორის, არჩევანი Employer Branding Academy-ის კურსზე შევაჩერე. აკადემიის თანადამფუძნებელი და კურსის ავტორი რიჩარდ მოუსლია, რომელიც, დამსაქმებლის ბრენდის შესახებ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ღირებული წიგნის, „The Employer Brand“-ის თანაავტორია. კურსმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ World Class Employer Branding Professional-ის სტატუსიც მოვიპოვე.

გვიამბეთ „ჯედაის“ საქმიანობის შესახებ.

„ჯედაი“ არის პირველი დამსაქმებლის ბრენდინგ-სააგენტო საქართველოში, რომელიც ორგანიზაციებს უწევს სრულ მომსახურებას დამსაქმებლის ბრენდის შენებისა და განვითარების კუთხით. სააგენტო მე და ჩემმა ორმა პარტნიორმა, HR-პროფესიონალმა – ნინო კევლიშვილმა და მარკეტინგისა და ბრენდინგის კონსულტანტმა – ამიკო კალანდიამ დავაარსეთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, დამსაქმებლის ბრენდის ეფექტიანად მართვა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია კომპანიებისთვის, რომ შეძლონ არსებულ კონკურენტულ და დინამიკურ გარემოში მიმზიდველი დამსაქმებლის სტატუსის მოპოვება და შენარჩუნება. ამ კუთხით გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და დღეს ქართულ დასაქმების ბაზარს ძალიან სჭირდება დამსაქმებლის ბრენდინგის მიმართულებით მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, მით უფრო, რომ ეს საკითხი დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება.

სწორედ ამიტომ, მე და ჩემს პარტნიორებს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა დამსაქმებლის ბრენდინგ-სააგენტო, რომელიც დაეხმარებოდა ქართულ კომპანიებს დამსაქმებლის ბრენდის შენებაში და ხელს შეუწყობდა ამ მიმართულებით მათ განვითარებას. ამ წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ექსპერტული ცოდნის გაღრმავებისთვის, ასევე, სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო კომპანიასთან საკონსულტაციო თანამშრომლობის შედეგად დავაგროვეთ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. საბოლოოდ კი შევქმენით პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ გვჯერა, რომ „ჯედაის“ დახმარებით ბევრი კომპანია შეძლებს მიაღწიოს თანამშრომლების ბედნიერების ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს და გახდეს უფრო მიმზიდველი დამსაქმებელი ტალანტებისთვის.

დამსაქმებლის ბრენდინგ სააგენტოს – „ჯედაის“ დამფუძნებლები: ამიკო კალანდია, ნინო კევლიშვილი, ნინო კიკნაველიძე

კონკრეტულად რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ დამსაქმებლის ბრენდინგის მიმართულებით სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს დამსაქმებლის ბრენდის მართვის სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო კვლევებისა და აუდიტის ჩატარებას, შედეგების ანალიზს, უშუალოდ სტრატეგიის შემუშავებას და განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუმენტების, აქტივობების გეგმის და სხვა დამატებითი რესურსების გაზიარებასა და კონსულტაციას. გარდა ამისა, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს ვთავაზობთ დამსაქმებლის ბრენდის მართვის სასწავლო კურსს.

რატომ სახელი „ჯედაი“?

ჯედაი ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომელიც თავისი საკულტო სინათლის მახვილით იცავს სამყაროში მშვიდობასა და სამართლიანობას. ჩვენთვის კი ჯედაი შესაძლებლობათა ძალის სიმბოლოა. ჩვენ გვჯერა, რომ მუდმივი მუშაობა, საქმის ახლებურად კეთების გამბედაობა და მიზანმიმართული ძალისხმევა სწორედ ის სინათლის მახვილია, რომლის დახმარებითაც მიიღწევა საუკეთესო შედეგები, იხსნება ახალი შესაძლებლობები და სამყარო უკეთესი ხდება.

 რა არის „ჯედაის“ მთავარი უპირატესობა?

ჩვენი მთავარი უპირატესობა ჩვენი გუნდია, რადგან გვაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება როგორც მარკეტინგის, ასევე HR-ის კუთხით. მარკეტინგის და HR-ის „დამეგობრება“ კი ზუსტად ის არის, რაც დამსაქმებლის ბრენდის წარმატებით მართვისთვისაა საჭირო.

სასწავლო კურსი ახსენეთ, შეგიძლიათ, მეტი გვიამბოთ კურსის შესახებ?

დამსაქმებლის ბრენდის მართვის მიმართულებით ჩვენი ბოლოდროინდელი აქტივობების და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ ამ კუთხით ცნობიერება საზოგადოებაში ძალიან დაბალია, ხოლო დამსაქმებლის ბრენდინგ-პროფესიონალების რიცხვი საქართველოში ჯერჯერობით მინიმალურია, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან აქამდე მოთხოვნაც არ არსებობდა. თუმცა უკვე ქართულმა კომპანიებმაც მეტ-ნაკლებად აქტიურად დაიწყეს დამსაქმებლის ბრენდინგზე მუშაობა, დამსაქმებლის ბრენდის სპეციალისტის ვაკანსიებიც სულ უფრო ხშირად გვხვდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა სასწავლო კურსი, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, შეისწავლონ დამსაქმებლის ბრენდის მართვის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ნიუანსი. კურსი მორგებულია ქართულ რეალობაზე, გაჯერებულია პრაქტიკული ელემენტებით და განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ დამსაქმებლის ბრენდინგ-პროფესიონალები, ასევე შუა და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა დამსაქმებლის ბრენდის მართვის კუთხით და სწორი მიმართულებით წაიყვანონ თავიანთი კომპანია, როგორც დამსაქმებელი.

რა პროექტებზე მუშაობს ამჟამად „ჯედაი“ და რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ?

ამ ეტაპზე „ჯედაის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი უკავშირდება სოციალურ ექსპერიმენტს. კონკრეტულად რომელი კომპანიის დაკვეთით ვახორციელებთ ამ კრეატიულ კამპანიას, ჯერ ვერ გავამხელთ, თუმცა საკმაოდ მოკლე დროში შევძლებთ გაგიზიაროთ ექსპერიმენტის შედეგები, რომლებიც, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის ბრენდს უკავშირდება და საინტერესო განვითარებას გვპირდება.

S

Previous Post

საქართველო და რეგიონი: კვლევა და განვითარება

Next Post

საქართველოს ბანკის ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკის ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result