Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოში ელექტრონული კომერციის პირველი აკადემია იხსნება

by Davit Tsiramua
თებერვალი 11, 2022
in Forbes EDU, ბიზნესი, ბიზნესი, ვაჭრობა, საქართველო, ყველა სიახლე
0
საქართველოში ელექტრონული კომერციის პირველი აკადემია იხსნება
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში მალე ელექტრონული კომერციის აკადემია ამოქმედდება. ინიციატორი – ელექტრონული კომერციის ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერი თიბისი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაა. აკადემიის მიზანი ელკომერციის მიმართულებით საჭირო კადრების გაზრდაა, რომლებიც შემდეგ მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტრონული კომერციის განვითარებაში დაეხმარებიან.

„ელკომერციის განვითარება განსაკუთრებით დიდი გამოწვევა მცირე ზომის კომპანიებისთვისაა. კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სასწავლო პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემდა“, – ამბობს Forbes Georgia-სთან საუბრისას ელექტრონული კომერციის ასოციაციის დამფუძნებელი, ამირან შეროზია, რომელიც აკადემიაში ლექციებსაც წაიკითხავს.

„ამ აკადემიის კურსდამთავრებულები მცირე და საშუალო ბიზნესებს ელკომერციის მიმართულების განვითარებაში დაეხმარებიან“, – გვეუბნება თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ასოცირებული პარტნიორი, ანა თოთიბაძე.

არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ელკომერციის ბაზარი მსოფლიოში ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია. ზრდის ტემპი მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და, სხვადასხვა პროგნოზით, 2028 წლისთვის ამ ბაზრის ზომა გლობალურად 25.65 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. განვითარებული სამყაროსგან განსხვავებით, ელექტრონული კომერციის ზრდა საქართველოში ბევრ გამოწვევას უკავშირდება. სწორედ მათ შორის სახელდება შესაბამისი კვალიფიციური კადრების დეფიციტიც, რაც   კოვიდპანდემიის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა, როდესაც ქვეყანაში გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი პროდუქტისა და სერვისის გაყიდვა არა მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, არამედ ონლაინაც გადაწყვიტეს.

„პანდემიის დროს ვნახეთ, რომ კომპანიებს არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ელკომერციის განვითარების სტრატეგია. ვინაიდან საქართველოში არცერთ სასწავლო დაწესებულებას ამ მიმართულებით სრულყოფილი პროგრამები არა აქვს, აკადემიის შექმნის ინიციატივას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ“, – განაცხადა პაატა სირბილაძემ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციისა და ICT-მიმართულების ხელმძღვანელმა.

აკადემია 4-თვიან ინტენსიურ პროფესიული მომზადების პროგრამას დამწყები ელექტრონული კომერციის მენეჯერებისათვის ითვალისწინებს. პროგრამა მოიცავს 14-კვირიან სასწავლო ციკლს, რომელიც წელიწადში ორჯერ განხორციელდება. თითო სასწავლო ციკლის ფარგლებში 25 სტუდენტი, მათ შორის, ხუთი სტუდენტი – ახალგაზრდები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, თეორიული და პრაქტიკული მენტორობის პროგრამის ფარგლებში გაეცნობიან და დაეუფლებიან ელექტრონული კომერციის ფუნდამენტურ ასპექტებს, თეორიულ მოდელებს, მართვის მექანიზმებს და გზებს და, ზოგადად, ციფრული ეკოსისტემის შესახებ ცოდნას მიიღებენ.

„აკადემიაში განსაკუთრებული აქცენტი პრაქტიკულ ნაწილზე გაკეთდება“, – განმარტავს ამირან შეროზია.

პირველი კურსი 2022 წლის მარტში გაიხსნება. შესაბამისად, მარტი-ივნისის პერიოდში განხორციელდება აკადემიის სასწავლო პროგრამის პილოტირება და მოხდება მისი ადაპტირება მიღებული უკუკავშირის შესაბამისად. სწორედ პირველი კურსის შემდეგ უფრო ნათელი გახდება მისი შედეგიანობა. პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც მიიღებენ ელექტრონული კომერციის ასოციაციის სტრატეგიული მენეჯერის კვალიფიკაციას,  კომპანიის საჭიროებებზე დაყრდნობით შეძლებენ ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დიზაინის შექმნას, დაგეგმარებას, დანერგვასა და მართვას.

სასწავლო პროცესის წარმართვისთვის სივრცეს თიბისი გამოყოფს. გარდა ამისა, საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკი აკადემიას პოპულარიზაციასა და პოტენციურ მსურველებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ელკომერციის განვითარება მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ეს მათთვის დიდი მხარდაჭერა იქნება“, – ამბობენ თიბისიში.

ელექტრონული კომერციის ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აკადემია მომავლისთვის ბაზარს უფრო მეტად მოამზადებს. მით უფრო მაშინ, როდესაც, სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, ეს სექტორი საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„დღეისთვის ელკომერციის წილი საცალო ვაჭრობაში 1.1%-ია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში – 10%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი შეუქცევადია. ტექნოლოგიები კიდევ უფრო იხვეწება და მათზე წვდომა იზრდება. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ელკომერცია მეტ ადგილს დაიკავებს საცალო ვაჭრობაში“, – აღნიშნა პაატა სირბილაძემ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელკომერციის აკადემიისათვის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამის შედგენა, პარტნიორი აკადემიური, კერძო და საჯარო ორგანიზაციების მოძიება, და, რაც მთავარია, ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნა. კურიკულუმის განვითარების პროცესში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აქტიურად იქნება ჩართული. „ჩვენი მხარდაჭერით აკადემიამ საინტერესო კონტაქტები უკვე დაამყარა, მაგალითად, ლათინური ამერიკის ელკომერციის ინსტიტუტთან, რომელსაც მსგავსი სერვისის მიწოდების დიდხნიანი გამოცდილება აქვს“, – დასძინა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციისა და ICT-მიმართულების ხელმძღვანელმა.

აკადემიის დამფუძნებლებმა უზრუნველყვეს ისიც, რომ ელექტრონული კომერციის სწავლებაზე ხელმისაწვდომობა ყოფილიყო ყველასთვის, ამიტომაც აკადემია წარმოდგენილი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ სასწავლო მოდულებით. ონლაინპლატფორმაზე კი განთავსდება ელკომერციის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულები, როგორც ელკომერციის აკადემიის, ისე სხვა მესამე მხარეთა მიერ.

Previous Post

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები

Next Post

უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Binance-ის 200-მილიონიანი ინვესტიცია Forbes-ში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Forbes-ში მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი $200-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს

უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Binance-ის 200-მილიონიანი ინვესტიცია Forbes-ში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result