Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოში ანგელოზ ინვესტორთა ქსელი შეიქმნა – სტარტაპებისთვის პირველი „Pitch Day“ ხვალ იმართება

by Davit Tsiramua
ივნისი 23, 2021
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ინტერვიუ, საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
საქართველოში ანგელოზ ინვესტორთა ქსელი შეიქმნა – სტარტაპებისთვის პირველი „Pitch Day“ ხვალ იმართება
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში ახალდაფუძნებულ ე.წ. ანგელოზ ინვესტორთა ქსელ „აქსელის“ ორგანიზებით, ხვალ პირველი Pitch Day – სტარტაპების პრეზენტაციების დღე გაიმართება. სტარტაპებს ქართველი ანგელოზი ინვესტორები მოუსმენენ. ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი ინვესტორებიც. Startup Büro-სა და Kedari Ventures-ის მიერ დაფუძნებული ქსელის მიზანს ქვეყანაში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება წარმოადგენს. „ეკოსისტემა გაღვივებულია, სტარტაპებიც მზად არიან“ – მოლოდინებისა და მიზნების შესახებ Forbes Georgia ქსელის თანადამფუძნებელ გური ქოიავას ესაუბრა.

თქვენი გაცხადებული მისიაა საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების დაჩქარება. როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას?

Startup Büro-ში ჩვენმა რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეკოსისტემას ანგელოზ ინვესტორთა ქსელი ძალიან ესაჭიროებოდა. ეს იდეა დიდი ხანია, გვაქვს და მასზე ვმუშაობდით, წელს კი უკვე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კონცეფცია, ვებგვერდი და პირველი ე.წ. Pitch Day გამოგვეცხადებინა.

იდეა არის შემდეგი: „აქსელში“ გაწევრიანდებიან ადამიანები, რომელთაც ანგელოზი ინვესტორები ჰქვიათ. ქსელში გაერთიანებული ინვესტორების მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ გარკვეული თანხით შემოვიდეს და უფრო მეტი თანხით გავიდეს,  არამედ ის შემოდის თავისი ცოდნით, ექსპერტიზით, კონტაქტებით, გამოცდილებით და ამას პლუს თანხითაც და ეძლევა შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ გუნდს, სტარტაპს შეუერთდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე რამდენიმე ინვესტორთან ერთად (სინდიკატური ინვესტიციის ფორმატში).

ამ ნაბიჯებით, ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურა განვითარდეს. ინიციატივა მოიცავს ტრენინგებს, ვორკშოფებს, ცოდნის გაზიარებას და ა.შ. როდესაც სტარტაპი იწყებს განვითარებას, თავიდან არის იდეა და შეიძლება მას მშობლები ან ახლობლები აფინანსებდნენ, ამის შემდგომ კი განვითარებისთვის საჭირო რესურსების მოძიება უკვე რთულია. ამიტომაც, ვიდრე სტარტაპი ვენჩურულ კაპიტალამდე და ფონდებამდე მიაღწევს, ამ პერიოდში  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდეს ანგელოზი, რომელიც სტარტაპს, ერთი მხრივ, თანხით, და მეორე მხრივ კონტაქტებითა და გამოცდილებით დაეხმარება, ანუ მენტორობას გაუწევს და მოახმარს ინტელექტუალურ რესურსს, რათა სტარტაპი განვითარდეს.

ამგვარად, ქსელის შექმნით ჩვენ დავიწყეთ ე.წ. სტარტაპ-Community-ის მშენებლობა და ინფორმაციის გაცვლა, სწავლა, ამ ანგელოზი ინვესტორების შეკრება და ცოტა ნელი ტემპით და ფრთხილად გაერთიანება ამ ორგანიზაციებში, რათა ამ ადამიანებმა სტარტაპებში ინვესტირება დაიწყონ.

პირველი ე.წ. Pitch Day ხვალ გაქვთ, როგორია დაინტერესება და გამოხმაურება სტარტაპების მხრიდან?

50-ზე მეტმა სტარტაპმა შემოიტანა განაცხადი, რომელთანაგაც ჩვენ 15 სტარტაპი ავირჩიეთ. ამ დღისთვის საქართველოში ინვესტორი დელეგატები სამი ქვეყნიდან – ლიეტუვადან, ლატვიიდან და ესტონეთიდანაც ჩამოვიდნენ. 18 დელეგატი გვესტუმრა. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც პორტფელში 20-50 სტარტაპი აქვთ. საქართველოდან კი 12 ქართველი ანგელოზი ინვესტორი გვყავს, რომლებიც „აქსელში“ დარეგისტრირდნენ და ჩვენი წევრები გახდნენ. შესაბამისად, ხვალ ერთმანეთს ჯამში 30 ინვესტორი და 15 შერჩეული სტარტაპი შეხვდება, რომლებიც 5-წუთიან პრეზენტაციებს გააკეთებენ. შემდეგ დაგეგმილია ვახშამი, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ, კონტაქტები გაცვალონ და თანამშრომლობა დაგეგმონ.

თქვენ ახსენეთ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მაინცდამაინც ამ ქვეყნებიდან რატომ მოიწვიეთ ინვესტორები?

ორგანიზაცია „აქსელის“ შექმნის პროცესში გვესაჭიროებოდა პარტნიორები, შესაბამისად, მოვხაზეთ ის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად, მენტალურად, ზომით ჰგავს საქართველოს. ეს იყო სწორედ ბალტიისპირეთი. რა თქმა უნდა, ესტონეთი ძალიან შორს არის წასული, ამიტომაც მათგან სასწავლი ბევრი გვაქვს. თუმცა ჩვენგანაც ისწავლიან რაღაცებს, ვინაიდან ჩვენც გვაქვს პატარა ნოუ-ჰაუები.

მინდა აღვნიშნო, რომ „აქსელი“ უპირველესად შექმნილია ქართველი ანგელოზი ინვესტორებისა და ქართული სტარტაპებისთვის. თუმცა ჩვენი ხედვა არის, რომ ქსელი მომავალში ყველა ქვეყნის ინვესტორისა და სტარტაპისთვის იყოს. ამიტომაც სამომავლოდ გვექნება ე.წ. Pitch Day-ები, სადაც ქართველებიც შეიკრიბებიან და უცხოელებიც. ყველა საინტერესო მიმართულებას განვავითარებთ, ზოგადად ეს ძალიან პერსპექტიული მგონია ქვეყნისთვის. საქართველო შეიძლება იყოს შეკრების ადგილი, სადაც უცხოელი ინვესტორები და სტარტაპებიც ჩამოვლენ, რათა ერთმანეთს შეხვდნენ.

უკვე მრავალი წელია, ამ მიმართულებით მუშაობთ, რა მიგაჩნიათ სტარტაპების განვითარების მთავარ დაბრკოლებად საქართველოში?

წვდომა რესურსებთან. არსებობს სახელმწიფო თუ დონორების გრანტები, თუმცა  სტარტაპის რეალურად განვითარება  და გლობალურ ბაზარზე გასვლა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით, თუ ისეთი ქვეყნიდან ხარ, სადაც რესურსები შეზღუდულია, შენი არავის სჯერა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რესურსებსა და კაპიტალზე წვდომაა ერთ-ერთი გამოწვევა. ის არგუმენტი, რომ საქართველოში სტარტაპები არ არიან ძლიერები, ჩემთვის აღარ არის დამაჯერებელი, მე თავად ვესწრები ბევრ ე.წ. DEMO დღეს, ბევრი შეხება მაქვს სტარტაპებთან და ვხედავ, რომ ბევრი ძლიერი სტარტაპი  გვაქვს, და ნიჭიც არის.

ბოლო პერიოდში არაერთი პროგრამა ხორციელდება სტარტაპების მხარდასაჭერად, ასევე წლიდან წლამდე მზარდია სტარტაპების რაოდენობა ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა ამჟამად ქართული სტარტაპეკოსისტემა?

მართლაც წლიდან წლამდე ვითარდება ეს მიმართულება, ვინაიდან ყველა მხარე მუშაობს ამ ეკოსისტემის ჩამოყალიბებაზე: კერძო სექტორი, დონორები, სახელმწიფო, იქნება ეს საგანმანათლებლო პროგრამები თუ სხვა სახის მხარდაჭერა. შესაბამისად, კარგი შედეგები უკვე ჩანს. მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ აკლია ბევრი რამ.  კერძო სექტორმა, დონორებმა და სახელმწიფომ ახლა სტარტაპები სხვა დონეზე უნდა აიყვანონ. ნახტომია საჭირო. უნდა ჩაიდოს წარმოუდგენელი რესურსები, ეს დრო უკვე მოსულია. ეკოსისტემა გაღვივებულია, სტარტაპებიც მზად არიან.

Previous Post

„მაგთიკომი“: საქართველოში სამი მობილური ოპერატორიდან ორი წმინდა ზარალზეა

Next Post

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road – দ্রুত‑গতি ক্র্যাশ গেমিং দ্রুত জয় জন্য

ივლისი 27, 2026

20Bet Casino: The Ultimate High‑Intensity Slot Experience

ივლისი 27, 2026

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Recent News

Chicken Road – দ্রুত‑গতি ক্র্যাশ গেমিং দ্রুত জয় জন্য

ივლისი 27, 2026

20Bet Casino: The Ultimate High‑Intensity Slot Experience

ივლისი 27, 2026

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result