Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს თავდაცვის ძალები განახლებულ შეიარაღებას მიიღებს | იხილეთ ჩამონათვალი

by დავით ბერაძე
October 23, 2023
in თავდაცვა, საქართველო, ყველა სიახლე
0
საქართველოს თავდაცვის ძალები განახლებულ შეიარაღებას მიიღებს | იხილეთ ჩამონათვალი
0
SHARES
0
VIEWS

17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინა. საპარლამენტო სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის გამოსვლა, დაგეგმილი რეფორმების, განახლებული სამხედრო კოდექსისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, საქართველოს თავდაცვის ძალებში დაგეგმილ შეიარაღების განახლებასაც შეეხო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2023 წელს სამინისტრომ შეიარაღების შესყიდვის 15-მდე მრავალმილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. სტატიაში იმ შეიარაღების შესახებ გესაუბრებით, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიიღებს ან ბოლო პერიოდში მიიღო.

მრავალფუნქციური ყუმბარმტყორცნი C-90 | მწარმოებელი: Instalaza SA.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა რამდენიმე კვირის წინ შეიარაღებაში ესპანური სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, Instalaza-ს მიერ წარმოებული მრავალფუნქციური ყუმბარმტყორცნი C-90-ის პირველი პარტია მიიღო. 90მმ კალიბრის მქონე ესპანური ყუმბარმტყორცნი საქართველოს თავდაცვის ძალებმა რამდენიმე მოდიფიკაციით მიიღო. აღნიშნული ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალება შეიარაღებაში პირველად 1987 წელს შევიდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ყუმბარმტყორცნის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების ვერსიები მიიღო. საქართველოს თავდაცვის ძალების გარდა, C-90-ს ესპანეთი, იტალია, ინდოეთი, ინდონეზია, მალაიზია, ეკვადორი, კოლუმბია, ესტონეთი და უკრაინა ფლობენ.

შეიარაღების ღირებულების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია. უცნობია ისიც, თუ რა რაოდენობის გამშვები დანადგარი და საბრძოლო ჭურვები შეიძინა თავდაცვის ძალებმა. თუმცა ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი ერთეული ყუმბარმტყორცნის ღირებულება 2,000 ევროს ფარგლებში მერყეობს.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები სრულ პარტიას რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებს.

EDF
მრავალფუნქციური ყუმბარმტყორცნები RGW-90 MATADOR და Carl-Gustaf

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ დააანონსა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები კიდევ ორი ტიპის მრავალფუნქციურ ყუმბარმტყორცნს მიიღებს, რაც ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. უფრო კონკრეტულად, საუბარია გერმანული სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, Dynamit Nobel Defence-ის მიერ წარმოებულ ერთჯერად ყუმბარმტყორცნ RGW-90 MATADOR-სა და შვედური კომპანია SAAB-ის მიერ წარმოებულ მრავალჯერად 84მმ-იან ყუმბარმტყორცნ Carl Gustaf-ზე.

გერმანული RGW-90 MATADOR-ის სამი მოდიფიკაცია არსებობს, რომლებიც გამოიყენება, როგორც კედლის გასანგრევი, ისე ბუნკერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო დანიშნულებებით. ყუმბარმტყორცნის რომელ მოდიფიკაციას მიიღებს საქართველოს თავდაცვის ძალები, უცნობია.

Wikimedia

რაც შეეხება, Carl Gustaf-ს, შვედური ყუმბარმტყორცნის სროლის ტემპი წუთში ექვს გასროლას უდრის. ეფექტური სროლის მანძილი კი უძრავ მიზანზე 700-1000 მეტრის ფარგლებში, მოძრავ სამიზნეზე კი 400 მეტრის ფარგლებში მერყეობს. რა რაოდენობის შვედური ყუმბარმტყორცნის შეძენაა დაგეგმილი, უცნობია.

Wikimedia

საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით, ერთი ერთეული გერმანული RGW-90 MATADOR-ის ღირებულება დაახლოებით 5,000 ევროა, ერთი ერთეული შვედური Carl Gustaf-ის გამშვების ფასი კი $20,000-მდეა. ამ უკანასკნელისთვის, თითო გასროლა, მოდიფიკაციის შესაბამისად, $500-დან $3,000-მდე ჯდება.

MRAP-კლასის ჯავშანმანქანა VURAN | მწარმოებელი: BMC

თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში თავდაცვის ძალები თურქული სამხედრო კონტრაქტორის, BMC-ის მიერ წარმოებულ MRAP-კლასის გაზრდილი ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობის რამდენიმე ათეულ ჯავშანმანქანა Vuran-ს მიიღებს.

უცნობია, კონკრეტულად რომელი მოდიფიკაციის ჯავშანმანქანები მოგვეწოდება, თუმცა Vuran-ის მოდიფიკაციებს შორისაა: ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი ნაღმმტყორცნი, რაკეტების გამშვები, ქიმიურ-რადიაციული დაზვერვის, ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის, საჰაერო თავდაცვისა და სხვა სახის მოდიფიკაციები.

თურქულმა BMC-მ ჯავშანმანქანის წარმოება 2019 წლიდან დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფასად შეიძენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 50-მდე Vuran-ს.

bmc.com
გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები: GROM-ი და PIORUN-ი | მწარმოებელი: MESKO

საპარლამენტო მოსმენისას ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თავდაცვის ძალები პოლონური სამხედრო კომპანია MESKO-ს მიერ წარმოებულ ახლო მანძილზე მოქმედ, სითბური დამიზნების გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მიიღებს. საუბარია MESKO-ს მიერ წარმოებულ GROM-სა და მის მოდერნიზებულ ვერსია PIORUN-ზე.

GROM-ი საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის კარგად ნაცნობი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია. მისი თანამედროვე ვერსია, PIORUN-ი კი ჩვენს შეიარაღებაში პირველად გამოჩნდება. ამ უკანასკნელმა უკრაინაში მიმდინარე ომში მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა და საკუთარ კლასში ერთ-ერთ საუკეთესო გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსად მიიჩნევა.

GROM-ისა და PIORUN-ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ გვხვდება, თუმცა ცნობილია, რომ ესტონეთმა 2022 წლის სექტემბერში PIORUN-ის 100 ერთეული გამშვები დანადგარისა და 300 რაკეტისთვის $102 მილიონი გადაიხადა.

britishpoles.uk
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა SPYDER | მწარმოებელი: Rafael Advanced Defense Systems

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ძალები შეიარაღებაში ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპანია Rafael Advanced Defense Systems-ისა და ისრაელური Israel Aerospace Industries-ის ერთობლივად წარმოებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემა SPYDER-ს მიიღებს.

აღნიშნული ჰსთ-სისტემა ძირითადად ორი, ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი მოდიფიკაციებით არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს ახლო მანძილზე მოქმედი SPYDER-ები შეიარაღებაში უკვე აქვს, თუმცა მიიღებს თუ არა ახალი კონტრაქტით საშუალო მანძილზე მოქმედ SPYDER-ებს, ჯერჯერობით უცნობია.

ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, ერთი ბატარეა საშუალო მანძილზე მოქმედი SPYDER-MR-ის ღირებულება $50 მილიონ დოლარამდეა. ერთ ბატარეა კი სამეთაურო პუნქტს, 6 ერთეულ გამშვებ დანადგარს, სატრანსპორტო და დამტენ მანქანებს აერთიანებს.

Wikimedia

ზემოთ მოყვანილი სიახლეების გარდა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ფინური სამხედრო კომპანია Lapua-სგან შაშხანებს შეიძენს. მინისტრის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებს ასევე გადაეცათ „დელტას“ მიერ ადგილობრივად წარმოებული 60-მდე „დიდგორის“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ჯავშანმანქანები. დამატებით, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დასრულდა UH-1H ტიპის შვეულმფრენების აღდგენა/მოდერნიზება, ასევე მოიერიშე თვითმფრინავის SU-25-ის, Mi-8MTV ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და Mi-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების მოდერნიზება.

Previous Post

Discovering Dubai’s Charm

Next Post

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში

დავით ბერაძე

Next Post
TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში

TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result