Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
0
SHARES
0
VIEWS

ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის ღონისძიებები, რომლებიც დღეს სრულად უგულებელყოფილია საქართველოში არასათანადო ეკონომიკური სტიმულების გამო, ბევრად დაგვეხმარება მოხმარების ოპტიმიზებაში, თუმცა ზრდას ვერ შეაჩერებს.

სამწუხაროდ, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას დროულად ვერ ეწევა ადგილობრივი მიწოდება და, შესაბამისად, მატულობს ქვეყნის იმპორტდამოკიდებულებაც. 2013 – 2018 წლებში ელექტროენერგიის მიწოდება საშუალოდ 3.8%-ით გაიზარდა, რაც ჩამორჩება მოხმარების 5.4%-იან საშუალო ზრდის ტემპს. დანაკლისის შევსება ხდება ელექტროენერგიის იმპორტით ან იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურის გამომუშავებით. 2019 წლის ათ თვეში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარების 28.6% იმპორტირებული რესურსით დაკმაყოფილდა, აქედან 10.9% უშუალოდ ელექტროენერგიის იმპორტი იყო, ხოლო დანარჩენი – იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურების გამომუშავება.

ელექტროენერგიის დეფიციტის იმპორტით შევსებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის ერთ- ერთი ქვეყნის ეკონომიკიდან გადინებული თანხაა. ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველომ 2018 წელს 75.8 მლნ აშშ დოლარი დახარჯა, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა ქვეყანაში გასამმაგდა, ხოლო მისი წილი მთლიან მოხმარებაში 4.6%-დან 11%-მდე გაიზარდა.

საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ძირითადი წყარო ჰიდროსადგურებია. თუმცა ეს ჰესები სეზონურია – ზაფხულის რამდენიმე თვის განმავლობაში ჭარბი გამომუშავება შეგვიძლია ქვეყნის გარეთ გავყიდოთ, ხოლო ზამთარში, როცა დეფიციტია, სხვა ქვეყნებისგან ვიყიდოთ ელექტროენერგია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის საშუალება ყოველთვის არ გვაქვს. მაგალითად, 2007 – 2011 წლებში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი იყო, თუმცა გაზრდილი მოხმარებისა და არასაკმარისი გენერაციის გამო 2012 წლიდან საქართველო წმინდა იმპორტიორი გახდა, საექსპორტო თვეების რაოდენობაც შემცირდა და ექსპორტის მოცულობაც. 2019 წელს ჭარბი ენერგია ქვეყანას მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ჰქონდა, შესაბამისად, ექსპორტი მხოლოდ მაისსა და ივნისში განხორციელდა – ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მცირე მოცულობით. 2010 წელს, როდესაც საქართველომ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა, ელექტროენერგიის ექსპორტმა 23.5 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა იმპორტს. წელს იმპორტდამოკიდებულება გაზრდილია, 2019 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი 48.1 მლნ აშშ დოლარია, რაც 42%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველო ელექტროენერგიას ძირითადად აზერბაიჯანისგან ან რუსეთისგან ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანთან ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობამ თითქმის სრულად ჩაანაცვლა რუსეთი, მაშინ როცა 2013 წელს იმპორტის 95% რუსეთიდან გვქონდა. მაგალითისთვის, 2018 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ჯამური მოცულობის მხოლოდ 13.7%-ს შეადგენდა, რაც მთლიანად აფხაზეთის რეგიონს მოხმარდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ძირითადი იმპორტიორი გახდა 2019 წლის სექტემბრიდან და მან სრულად ჩაანაცვლა აზერბაიჯანული იმპორტი, რაც კომერციული პირობებით იხსნება. რუსეთისგან ელექტროენერგია უფრო იაფად შევიძინეთ, რაც ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასის კლებაში ჩანს – 5.2 აშშ ცენტიდან 4.7 აშშ ცენტამდე შემცირდა (იმპორტში აზერბაიჯანის წილი 92% იანვარ- აგვისტოში, იმპორტში რუსეთის წილი 83% სექტემბერ-ოქტომბერში). შედეგად, 2019 წლის ათ თვეში, ელექტროენერგიის იმპორტზე გადახდილი 57 მლნ აშშ დოლარიდან რუსეთში დაახლოებით 19 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.

მართალია, რუსეთიდან იმპორტი საშუალოდ 6%-ით იაფია, ვიდრე აზერბაიჯანიდან, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული რისკებიც. მთავარი რისკი პოლიტიკურია, რასაც რუსეთი არაერთი სახელმწიფოს მიმართ იყენებს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ტექნიკური ხასიათის რისკებიც, როგორიცაა:

1. აზერბაიჯანთან გვაკავშირებს ორი გადამცემი ხაზი, რომლებიც ყოველთვის ერთდროულადაა ჩართული. საერთაშორისო სტანდარტით ასეთი იმპორტი უსაფრთხოდ ითვლება, რადგან იმპორტის ავარიულად შეწყვეტის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ერთი ხაზის ავარიულად გათიშვის შემთხვევაში მოთხოვნილი მოცულობის იმპორტი ავტომატურად განხორციელდება მეორე ხაზით. რუსეთიდან იმპორტი ხორციელდება მხოლოდ ერთი ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც სვანეთში კავკასიონიდან გადმოდის. დიდთოვლობის დროს ხაზის ავარიული გათიშვის რისკი საკმაოდ მაღალია, ხოლო მაღალმთიანი რელიეფი მის დროულ რეაბილიტაციას ართულებს. იმპორტის შეწყვეტისას ელექტროსისტემა გადადის ავარიულ რეჟიმში და საგრძნობლად ართულებს ელექტრომომარაგების უწყვეტად შენარჩუნებას.

2. მეორე ტექნიკური ფაქტორი ელექტროენერგიის მოხმარებისა და წარმოების გეოგრაფიას უკავშირდება. ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი აღმოსავლეთი საქართველოა, ხოლო მსხვილი ჰესები დასავლეთშია. წარმოებული ელექტროენერგიის გადმოტანა მოხმარების ცენტრში ხდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. “იმერეთი”. ამ ხაზის ბოლო ავარიულმა გათიშვამ 2014 წლის ივლისში თითქმის მთელი საქართველო ჩააბნელა. რუსეთიდან იმპორტი ზრდის “იმერეთის” მიერ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გასატარებელი ენერგიის მოცულობას და, შესაბამისად, მისი ავარიული გათიშვის რისკს, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტი ამცირებს მას.

3. მესამე გასათვალისწინებელი ფაქტორი რუსეთის სატარიფო სქემა გახლავთ. რუსეთს დღისით უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ღამით, შესაბამისად, ფასის შესამცირებლად ღამით მაქსიმალურად მეტი იმპორტი ხორციელდება და დღისით – ნაკლები. ამას ახერხებენ ენგურჰესის სხვადასხვა რეჟიმში მუშაობის ხარჯზე. ექსპერტების აზრით, ასეთი მუშაობა აზიანებს ენგურის ტურბინებს, აჩქარებს მის ცვეთას. ენგური კი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმის შეფასება, თუ რამდენად აბალანსებს ტექნიკურ რისკს შესასყიდი ფასის მცირედი კლება, მკითხველისთვის მომინდვია. თუმცა ცხადია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია და ადგილობრივი გენერაციის ობიექტების დამატების გარეშე საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებაც გაიზრდება.

გვაქვს კი ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის შემცირების რესურსი? საქართველოს ჰიდრორესურსების მხოლოდ 25% აქვს ათვისებული, განახლებადი ენერგიის სხვა წყაროები კი თითქმის სრულად აუთვისებელია. შესაბამისად, საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიას შეუძლია არა მხოლოდ სრულად დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა, არამედ შესაძლოა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტიც გახდეს. თუმცა არასათანადო საინვესტიციო გარემოსა და მოსახლეობის მხრიდან გამძაფრებული პროტესტის გამო, ახალი ობიექტების მშენებლობა მკვეთრადაა შემცირებული, რაც იმპორტდამოკიდებულების ზრდის რისკს კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს.

Previous Post

მარლონ ბრანდოს Rolex-ის მაჯის საათი 1.95 მილიონ დოლარად გაიყიდა

Next Post

Giorgio Armani Purchases Storied New York City Penthouse For $17 Million From T-Mobile CEO John Legere

მაგდა დოლიძე

Next Post
Giorgio Armani Purchases Storied New York City Penthouse For $17 Million From T-Mobile CEO John Legere

Giorgio Armani Purchases Storied New York City Penthouse For $17 Million From T-Mobile CEO John Legere

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

Recent News

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result