Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს მოზაიკური მემკვიდრეობის სადარაჯოზე

by Salo Papalashvili
May 15, 2025
in ინტერვიუ, კულტურა, საქართველო, ყველა სიახლე
0
საქართველოს მოზაიკური მემკვიდრეობის სადარაჯოზე
0
SHARES
0
VIEWS

ნატალია ამირეჯიბი დე პიტამ, 2019 წელს, ორ მეგობართან ერთად, ფონდი „რიბირაბო“ დააარსა და მთავარ მიზნად მეოცე საუკუნის ქართული მოზაიკის შესწავლა, აღდგენა და შენარჩუნება დაისახა. შექმნის დღიდან ფონდმა ათი სარესტავრაციო პროექტი განახორციელა და გვპირდება, რომ ისტორიული არტეფაქტების დაცვას მომავალშიც გააგრძელებს.

 

„ქართული მოზაიკა, ხელოვნების ენის გამოყენებით, დეტალურად ასახავს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას. მოზაიკა არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშად, არამედ უნიკალურ ისტორიულ დოკუმენტადაც უნდა განვიხილოთ“, – აცხადებს ნატალია ამირეჯიბი დე პიტა Forbes-თან საუბრისას და დასძენს, რომ „მსგავსი ისტორიული არტეფაქტები სათანადოდ უნდა დავიცვათ, რათა მომავალ თაობებს გადავცეთ“.

ნატალია ამირეჯიბი დე პიტა ფონდ „რიბირაბოს“ დამფუძნებელია. ფონდის, რომელიც ოფიციალურად სულ რაღაც ხუთი წლის წინ დარეგისტრირდა, თუმცა ამ პერიოდში ათი სარესტავრაციო პროექტი განახორციელა, ნაწილი – ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ამჟამად ფონდი საქართველოში შემორჩენილი მოზაიკების აღწერით ონლაინკატალოგზე მუშაობს, რომლის ანალოგიც ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს.

ნატალიამ, რომელმაც თანამედროვე ხელოვნება სორბონის უნივერსიტეტში შეისწავლა, ხოლო მოზაიკის ხელოვნება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვენეციურ სახელოსნოში, საქართველოს ტერიტორიაზე მოზაიკის ნიმუშების შესწავლა გადაწყვიტა და, მოგვიანებით, საქართველოში მცხოვრებ ორ უცხოელ მეგობართან, ირინა კოჩაკთან და ლუსინ ბარდონთან ერთად ფონდს საფუძველიც ჩაუყარა.

როგორც ნატალია Forbes-თან აღნიშნავს, ფონდ „რიბირაბოს“ მთავარი მიზანი მოზაიკურ ნამუშევრებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა, იმ შენობების კონტექსტის მიღმა, რომლებზეც ისინი მდებარეობს. „ფონდის მოღვაწეობა მტკიცებულებაა იმისა, რომ შენობების რეკონსტრუქცია მათზე განთავსებული მოზაიკური ნამუშევრების განადგურების გარეშე შესაძლებელია. ამას მოწმობს არაერთი პროექტი, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ფონდის უშუალო თაოსნობითა და მხარდაჭერით განხორციელებულა“, – დასძენს ნატალია საუბრისას.

„რიბირაბოს“ დამფუძნებელ ნატალია ამირეჯიბი დე პიტას ხელმძღვანელობითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში, მონუმენტური ხელოვნების სამი ნიმუშის – „წითელკაბიანი მანდილოსნის“, „ზაფხულის“ და „მუსიკოსების“ – სარესტავრაციო პროექტი განხორციელდა. EU4Dialogue-ის და ქართული რეწვის ცენტრის  „მოზაიკა სტუდიოს” მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში ფონდ „რიბირაბოს“ მიერ მოწვეული ქართველი და ფრანგი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

მოზაიკური პანოების ავარიულ კედლებზე განთავსების მიუხედავად, სარესტავრაციო ჯგუფმა სამივე მოზაიკური ნიმუში გადაარჩინა და ისინი ზუგდიდში, „მოზაიკა სტუდიოს“ სახელოსნოში გადაიტანა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა მოხალისეები.

ფონდ „რიბირაბოს“ მიერ  ქართული მოზაიკების გადასარჩენად  წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 2022 წელს ფონდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის, „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის“ გამარჯვებულთა შორის დასახელდა. ეს კონკრეტული ჯილდო ფონდმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ციხისძირის ყოფილი ავტობუსის გაჩერების მოზაიკის რეაბილიტაციისთვის მოიპოვა. ზურაბ კაპანაძის ორიგინალური ესკიზების მიხედვით აღდგენილი მოზაიკური პანოს ფილები უნიკალური ტექნოლოგიის დაცვით დამზადდა. ეს ტექნოლოგია, რომელიც 1977 წელს ქართველი ოსტატების მიერაა დაპატენტებული, მონუმენტურ ტექნიკასთან შეთავსებულ ქართული ტიხრული მინანქრის პრინციპს ეფუძნება.

ციხისძირის მოზაიკა გეორგიევსკის ტრაქტატის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. „განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ამ მოზაიკაზე ქართული ლიტერატურის ეპოქალური ნაწარმოების, „ვეფხისტყაოსნის“ გამონათქვამებია აღბეჭდილი. ფონდ „რიბირაბოს” წყალობით დღეს ეს მოზაიკა ქართული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფონდ „რიბირაბოს“ საქმიანობის ეროვნულ მნიშვნელობას“, – აცხადებს ნატალია.

კიდევ ერთი პროექტი ფონდმა პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით ზესტაფონში განახორციელა. „რიბირაბოსა“ და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის თანამშრომლობით, პროექტ „ქალაქის ახალი სახის“ ფარგლებში ქალაქში არსებული გამოჩენილი ქართველი მხატვრის დემურ ბაშელეიშვილის საავტორო მოზაიკების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. ფონდის თაოსნობით, Solidarity Fund PL in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მოზაიკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ და პირვანდელი იერსახე დაუბრუნდათ.

„რიბირაბოს“ ფონდის ძალისხმევითა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, განადგურებას გადაურჩა 1980-იანი წლებიდან ზესტაფონის ყოფილ ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე შემორჩენილი მოზაიკა „მზეჭაბუკი“, რომლის ავტორი ასევე დემურ ბაშელეიშვილია. ფონდის მუშაობით მოზაიკა აღდგა და ახლა ის ხონში, აფხაზეთიდან დევნილებისთვის აშენებული კულტურის სახლის მთავარი დარბაზის ერთ-ერთ კედელზეა განთავსებული.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ფონდ „რიბირაბოს“ სახელს უკავშირდება, რუსთავის ავტოდრომის ტერიტორიაზე არსებული განადგურებული მოზაიკის, Racing Drivers-ის გადარჩენა და აღდგენაა. დაზიანებების მიუხედავად, ფონდმა დარჩენილი ფრაგმენტებიდან ორი ცალკეული პანელი – კარტინგის მანქანებისა და სარბოლო მოტოციკლების გამოსახულებით – შექმნა.

და ეს ყველაფერი არაა. ფონდმა „რიბირაბომ“ პიონერის სტატუსი საქართველოში პირველი ფლაკინგის შექმნითაც გაიმყარა. 2021 წლის ივნისში, თბილისში, ფონდის მიერ შექმნილი ქვეყნის ისტორიისთვის პირველი ფლაკინგი განთავსდა. ცნობისთვის, ფლაკინგის ტექნიკა სრულებით ახალია და ის ლიონელმა ხელოვანმა ფსევდონიმით Ememem-მა შექმნა. სტრიტარტის ეს ტექნიკა, დროთა განმავლობაში, ტროტუარებზე გაჩენილი ხვრელებისა და ბზარების ამოსავსებადაა განკუთვნილი, თბილისში კი ფლაკინგი ქალაქის ურბანული სტილის შესაბამისად განთავსდა.

ამჟამად ფონდი, მოზაიკების აღდგენასთან ერთად, შემორჩენილი მოზაიკების აღწერით ონლაინკატალოგზე მუშაობს. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე 60-80-იანი წლების მოზაიკებს უყრის თავს და დაინტერესებულ პირებს, მათ ონლაინკატალოგის სახით სთავაზობს. როგორც თავად ფონდის წევრები მას უწოდებენ, ონლაინკატალოგი არა მხოლოდ უბრალო ვებგვერდი, არამედ „ცოცხალი ორგანიზმია“. ის ამჟამად განვითარების ეტაპზეა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ათეულობით მოზაიკას, რეგიონების მიხედვით, უკვე თავს უყრის და, ფონდის წევრების თქმით, მისი სრულყოფა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Previous Post

ამერიკულმა კომპანიებმა საუდის არაბეთთან AI-ის მიმართულებით პარტნიორობა დააანონსეს

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნესსესია გაიმართება

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნესსესია გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნესსესია გაიმართება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result