სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასულ წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (21%) სამთომომპოვებით მრეწველობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა 15.2%-ით, ხოლო მესამეზე საფინანსო საქმიანობაა 9.4%-ით.
ეკონომიკა შემცირდა ვაჭრობის (-0.3%), შინამეურნეობების საქმიანობის (-4.9%) დ დამამუშავებელი მრეწველობის (-4.9%) დარგებში.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა იყო (16.6%). მეორე ადგილზეა მრეწველობაა (16.5%-ით), ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.7%-ით.
ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა დარგების მიხედვით:
|
ეკონომიკის დარგები |
ზრდა, 2015 წ. |
|
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
21.0% |
|
მშენებლობა |
15.2% |
|
საფინანსო საქმიანობა |
9.4% |
|
სასტუმროები და რესტორნები |
7.4% |
|
ოპერაციები უძრავი ქონებით |
6.9% |
|
კავშირგაბმულობა |
5.0% |
|
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება/განაწილება |
3.0% |
|
სოფლის მეურნეობა |
2.9% |
|
ტრანსპორტი |
2.9% |
|
ჯანმრთელობის დაცვა |
2.4% |
|
განათლება |
2.2% |
|
სახელმწიფო მმართველობა |
2.0% |
|
ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი |
-0.3% |
|
შინამეურნეობების საქმიანობა |
-4.9% |
|
დამამუშავებელი მრეწველობა |
-4.9% |









