Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა

by Forbes.ge
February 28, 2021
in საქართველო
0
საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა
0
SHARES
0
VIEWS

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და ეგვიპტის ტურისტული ბაზრის მდგომარეობა და ამ სფეროს ინიციატივები გააცენს. ასევე წარმოადგინეს ეგვიპტის კურორტების ტურისტული სერვისების სრულიად ახალი შესაძლებლობები.

ეგვიპტის ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს: 4 მილიონზე მეტი ეგვიპტელი ტურისტულ  სფეროში მუშაობს, მშპ-ს თითქმის 12 % ტურიზმიდან შემოსავლებს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტული ნაკადი  ეგვიპტეში სამჯერ გაიზარდა (5-დან 15 მილიონამდე), კურორტების სასტუმრო ოთახების რაოდენობა 18 ათასიდან 280 ათასამდე გაიზრდა, და ექსპლუატაციაში შესასვლელად დამატებით 250 ათასი ოთახი მზადდება.

პრესკონფერენცია საქართველოში ეგვიპტის ელჩმა ტარეკ მაატმა გახსნა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტების ნაკადი საქართველოდან ეგვიპტეში.

ეგვიპტის ტურიზმის დაგეგმვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ახმედ შოკრიმ განაცხადა: „ტურიზმის მხრივ,   ეგვიპტისთვის საქართველო ერთერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ეგვიპტის კურორტები მზად არიან ქართველ ტურისტებს უმაღლესი დონის მომსახურება გაუწიონ და შესთავაზონ მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტები და ინდივიდუალური ტურები, ეს იქნება კულტურული თუ დასასვენებელი ტურები.

სადღეისოდ, ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ქვეყანაა, რომელიც დამსვენებლებს უძველესი კულტურის და თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურის განუმეორებელ მიქსს, მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავ ამინდს, უშუალოდ კურორტებთან ახლოს მდებარე რამდენიმე თანამედროვე აეროპორტს, სხვადასხვა დონის კომფორტულ სასტუმროებს სთავაზობს. ყველაზე პოპულარულ ტურისტული რეგიონებია სამხრეთ სინაი და წითელი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლებზეც ტურისტული ნაკადის 70 % ნაწილდება.

ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა 10 ეგვიპტური ტურისტული კომპანიის ტუროპერატორი, რომლებმაც სპეციალური ვორქშოფის მეშვეობით პირდაპირი კონტაქტი დაამყარეს ქართულ ტურისტულ სააგენტოებთან.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან ეგვიპტეს 33 ათასი ადამიანი ესტუმრა. როგორც ეგვიპტის სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა აჰმედ აიოუბიმ და ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენელმა ალი გონაიმიმ   განაცხადეს, ისინი მზად არიან ორ ქვეყანას შორის უფრო მეტი თანამშრომლობისთვის და ქართველ ტურისტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. კომპანიებმა სურვილი გამოთქვეს რომ განავითარონ სპეციალური ტურები ქართველი სუდენტებისთვის ეგვიპტური ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტეში თბილისიდან პირდაპირი რეისით ფრენების რაოდენობა იზრდება. კომპანია Air Cairo Fethiye Atta ზაფხულიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს შარმ ელ-შეიხის და ჰურგადას მიმართულებით. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათი იქნება და ბილეთის ფასი საშუალოდ 350$ იქნება. კომპანია დამატებით რეისებს ეგვიპტის სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

Previous Post

გაინტერესებთ, ვინ არის “ფილმის” რეჟისორი?!

Next Post

Forbes-მა რუსი ბიზნესმენების ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები დაასახელა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Forbes-მა რუსი ბიზნესმენების ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები დაასახელა

Forbes-მა რუსი ბიზნესმენების ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები დაასახელა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result