Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in კომპანიები
0
საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის  ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან (“EIB ჯგუფი“) 60 მილიონი  ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFin საგარანტიო ხელშეკრულება საქართველოს ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული თითოეული სესხის 50%-ს დააზღვევს და მიმართულია ისეთი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ინვესტიციებს და საბრუნავ კაპიტალს, ასევე, განვითარებისთვის საჭირო კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებისთვის. პროგრამის ფარგლებში, EIB ჯგუფი 80%-ით დააზღვევს ასევე საქართველოს ბანკის მიერ გაცემულ სესხებს საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად იმ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებზე, რომელთა საქმიანობაზეც COVID-19 პანდემიამ ნეგატიური ეკონომიკური გავლენა იქონია.

“მოხარული ვარ რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის თანამშრომლობა InnovFin გარანტიის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. ეს პარტნიორობა ბანკს მისცემს შესაძლებლობას შესთავაზოს ფინანსური სერვისები  ისეთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებს, რომლებიც არიან ინოვაციებზე ორიენტირებულნი და ინვესტიციებს მიმართავენ კვლევებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით. ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიც InnovFin გარანტიაა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ბიზნესების მოდერნიზაციისთვის და მათი სტანდარტების ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებისთვის. როგორც ფინანსური ინსტიტუტი, მოხარული ვართ, რომ ერთის მხრივ, გვექნება შესაძლებლობა, ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესებს, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, და მეორეს მხრივ, შევძლებთ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სასესხო პორტფელი. მინდა მადლობა გადავუხადო  EIB ჯგუფს ამ მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

“ევროკავშირის ბანკის დაფინანსება ქართველი ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს კიდევ უფრო ინოვაციური, მწვანე ეკონომიკის შექმნას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. მცირე ინოვაციურ საწარმოთა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა EIB ჯგუფის COVID-19 კრიზისზე საპასუხო გეგმის ძირითადი კომპონენტია. ეს ოპერაცია InnovFin SME Guarantee პროგრამის ფარგლებში EIB ჯგუფისა და მისი სანდო პარტნიორის, საქართველოს ბანკის მიერ ერთობლივად ხორციელდება. საგარანტიო პროგრამის ახალი მახასიათებლები, რაც EIF–ს აძლევს შესაძლებლობას, გააფართოვოს გარანტიებისა და კონტრ-გარანტიების პირობები, სტიმულს მისცემს ფინანსურ ინსტიტუტებს შეძლონ იმ მცირე და საშუალო ბიზნესების საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება, რომლებიც დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად“,- განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლილიანა პავლოვამ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ბანკის  ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.

“მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი საქართველოს ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ამ კომპანიების უმრავლესობა დაზარალდა COVID-19-ის კრიზისის გამო. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეშვეობით, შეძლო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც მათ დაეხმარებათ დაძლიონ არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისთვის ინოვაციებში ინვესტიციები განახორციელონ“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,  კარლ ჰარცელმა.

Previous Post

Vietnamese Billionaire’s Conglomerate Develops Landmark 5G Smartphone

Next Post

კომპანიები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ – ტრანსფორმაცია და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

მაგდა დოლიძე

Next Post
კომპანიები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ – ტრანსფორმაცია და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

კომპანიები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ - ტრანსფორმაცია და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

Recent News

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result