Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე მიღება დაიწყო

by იზა გვარამაძე
თებერვალი 22, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე მიღება დაიწყო
0
SHARES
0
VIEWS

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადზე მიღებას აცხადებს.

პროგრამა ქალ ლიდერებს, რომლებიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საწარმოებს წარმოადგენენ, 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას – ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ემყარება. პროგრამა ინტენსიურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს, ონლაინ კურსებს, მენტორობას მოიცავს და დამწყებ თუ გამოცდილ მეწარმეებს ბიზნესის გაძლიერებაში ეხმარება. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy.

ბიზნესის წარმოების საფუძვლები, გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, ადამიანის უფლებები, ლიდერობა, გუნდის მართვა, ფინანსები, ბიზნესის დაგეგმვა და კომუნიკაციები – ეს ის საკითხებია, რომლებზეც პროგრამის მონაწილეებს გამოცდილი მენტორები გაესაუბრებიან.

პროგრამის ნაწილია პროფესიული კავშირების დამყარება და ქსელის გაფართოება, რაც მეწარმეების გაძლიერებისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ამასთან, მონაწილეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესის გამოწვევები მენტორებთან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე განიხილონ და გადაჭრის გზებზე რჩევა მიიღონ. მას შემდეგ, რაც 200 მეწარმე ქალი თეორიულ გადამზადებას გაივლის, გაეროს განვითარების პროგრამა, პროექტის ფარგლებში, მათთვის საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა დამწყებ ან გამოცდილ ქალ მეწარმეებს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და ნებისმიერი სფეროდან შეუძლიათ; მათ, ვისაც აქვთ მზაობა და სურვილი, პროგრამას დაუთმონ დრო.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქალი მეწარმეების გაძლიერება. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს და ვცდილობთ, ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტებით დავაკმაყოფილოთ ეს საჭიროებები. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, UNDP-სა და შვედეთის მთავრობასთან ერთად, მივიღოთ მეწარმე ქალთა გაძლიერების პროგრამის მორიგი ნაკადი, გავუზიაროთ მათ ღირებული ინფორმაცია და მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები, რათა საკუთარი საქმიანობა ახალ ეტაპზე გადაიყვანონ“, – ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

პროგრამაში განაცხადის მიღება 1 მარტს სრულდება. რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

S

Previous Post

Nvidia-მ ისტორიული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

Next Post

სასამართლომ დანი ალვეშს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

იზა გვარამაძე

Next Post
სასამართლომ დანი ალვეშს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ დანი ალვეშს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

28MARS Casino: Quick‑Hit Slots and Rapid‑Fire Gaming Adventures

ივლისი 22, 2026

Chicken Road: El juego de crash de golpe rápido que te mantiene al borde

ივლისი 22, 2026

Justplay Quick‑Play Casino – Fast Slots, Lightning Roulette and More

ივლისი 22, 2026

Casinolo Casino – Quick‑Spin Thrills & Fast‑Track Gaming for the Modern Player

ივლისი 22, 2026

Recent News

28MARS Casino: Quick‑Hit Slots and Rapid‑Fire Gaming Adventures

ივლისი 22, 2026

Chicken Road: El juego de crash de golpe rápido que te mantiene al borde

ივლისი 22, 2026

Justplay Quick‑Play Casino – Fast Slots, Lightning Roulette and More

ივლისი 22, 2026

Casinolo Casino – Quick‑Spin Thrills & Fast‑Track Gaming for the Modern Player

ივლისი 22, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result