Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

by იზა გვარამაძე
ივნისი 11, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, მოსწავლეებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული STEM ოლიმპიადაა.

STEM ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლა, 1200-მდე მოსწავლე და 200-მდე მასწავლებელი ჩაერთო. პირველი, თეორიული ტურის შედეგად 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის სავარჯიშოებსა და STEM პროექტებზე მუშაობდნენ, საკუთარი ნაშრომები კი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურის დაჯამებული ქულებით 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.

პირველ ადგილზე ქართულ-ამერიკული სკოლა გავიდა, გუნდის მენტორი გოგა სუქნიძე იყო, წევრები კი – ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვახტანგ გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკოლოზ ყულოშვილი და ალექსანდრე ნაზღაიძე იყვნენ.

მეორე ადგილზე თავისუფალი სკოლა გავიდა, ირაკლი ხუციშვილის მენტორობით. მონაწილეები იყვნენ ნიკო ხარშილაძე, ანდრია მახარაძე, სანდრო ჩადუნელი, ლუკა დუდაური, სალომე ჯიბლაძე და რატი ტვილდიანი.

მესამე ადგილი კი “მწიგნობართუხუცესმა” დაიკავა, ლალი ხატიაშვილის მენტორობით. გუნდის წევრები კი იყვნენ ანასტასია ჯანყარაშვილი, ნატა ბეჭვაია, სანდრო ვერულეიშვილი, დავით გილიგაშვილი, საბა ზარანდია და ბაქარ ბუხსიანიძე.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში საგანმანათლებლო საგზური გადაეცა. ამასთან, მათი სკოლის შენობაში მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკით დაჯილდოვდნენ. ყველა ფინალისტ მონაწილეს კი გადაეცა სიმბოლური ჯილდოები და სერტიფიკატები.

ამასთან, სკოლებისთვის გამარჯვების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, დამოუკიდებლად გაიმართა ოლიმპიადა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებს შორის, რომელშიც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გუნდის მენტორი ნიკოლოზ ლობჟანიძე იყო, წევრები კი – ბაგრატ დავითაშვილი, თემიკო მაჭავარიანი, რატი რატიანი, თორნიკე მემანიშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი და საბა მესხიშვილი.

„STEM მეცნიერება ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, მომავლის მიმართულებებს – მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება და დაინტერესდნენ მომავლის პროფესიებით. ამისათვის, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შევქმენით STEM სკოლის პროექტი, რომელსაც უკვე მეორე წელია ვახორციელებთ. პარალელურად, უფრო მეტი ახალგაზრდისთვის STEM მიმართულებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საფუძველი ჩავუყარეთ STEM ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა წელს 200-მდე სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივებისადმი დაინტერესება კი მუდმივად იზრდება და ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ვიხილავთ“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება საქართველოში არსებულ ნებისმიერ სკოლას შეუძლია. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გამოავლინონ ცოდნა როგორც სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში, ასევე პრაქტიკული ინჟინრული ამოცანების ამოხსნაში. VII-XI კლასელი 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებს სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის სახით ჰყავთ მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის ორგანიზებას, ცოდნის გაუმჯობესებასა, გამტკიცებას და პროექტში მიმდინარე აქტივობებში ჩართულობას. S

Previous Post

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა

Next Post

MPA: კორპორაციული ჰოსპიტალიტი კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად

იზა გვარამაძე

Next Post
MPA: კორპორაციული ჰოსპიტალიტი კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად

MPA: კორპორაციული ჰოსპიტალიტი კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result