Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში STEM-ოლიმპიადაზე 200-მდე სკოლა დარეგისტრირდა

by იზა გვარამაძე
დეკემბერი 8, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში STEM-ოლიმპიადაზე 200-მდე სკოლა დარეგისტრირდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს – STEM-ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას, STEM-მიმართულებით ცოდნის მიღებასა და მათ განვითარებას.

STEM-ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. მასში მონაწილეობის მიღების სურვილი 200-მდე სკოლამ გამოთქვა. თითოეულმა კი ოლიმპიადაზე საასპარეზოდ 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარადგინა.

ოლიმპიადაში მონაწილეობას VII-XI კლასის 1000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს და ისინი ერთმანეთს ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის საგნებში შეეჯიბრებიან.

ოლიმპიადის ფარგლებში ორი – თეორიული (19 იანვარს) და პრაქტიკული (მაისი) ტური გაიმართება.

იმისთვის, რომ გუნდები ოლიმპიადის თეორიული ტურისთვის კარგად მოემზადონ, მათ 19 იანვრამდე ექნებათ წვდომა საკითხებზე და, ამასთან, თითოეულ საგანში ჩაუტარდებათ 5 საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც კომაროვის პროფესიონალები გაუძღვებიან. პრაქტიკული ტურისთვის კი საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდის წევრები, მენტორებთან ერთად, სამთვიან კურსს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც მიკროკონტროლერის დაპროგრამებას შეისწავლიან.

პირველ ეტაპზე, მონაწილეებს ტესტი ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში ჩაუტარდებათ. შედეგად, გუნდის წევრების მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებელი დაჯამდება და მათგან 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ასპარეზობას ფინალურ ტურში გააგრძელებენ.

 „საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც STEM-მიმართულებით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა STEM-ოლიმპიადა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რეგიონის სკოლის მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გაიღრმაონ ცოდნა STEM-მიმართულებით. გვახარებს ოლიმპიადის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი, რაც გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და განვახორციელოთ კიდევ უფრო მეტი ინიციატივა ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბანკის CSR-მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

ინფორმაციისთვის, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და გამარჯვებული სკოლები კი საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პრიზით დასაჩუქრდებიან. პირველი ადგილის მფლობელები საგანმანათლებლო ვიზიტით შვეიცარიაში, ჟენევაში, CERN-ის კვლევით ცენტრში გაემგზავრებიან. ამასთან, მათი სკოლის შენობაში საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე STEM-კუთხით გაიხსნება. მეორე-მესამე ადგილის მფლობელებს კი ლეპტოპები და პლანშეტები გადაეცემათ. S

Previous Post

III კვარტალში საქართველოში უცხოური ინვესტიციები 61.5%-ით შემცირდა

Next Post

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

Recent News

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result