Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

საქართველოს ბანკის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში AWS-ი ჩაერთო

by იზა გვარამაძე
October 26, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში AWS-ი ჩაერთო
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკში ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გრძელდება და ამ პროცესში, ამიერიდან, ქლაუდ-გადაწყვეტების მსოფლიოს უმსხვილესი მიმწოდებელი, Amazon Web Services-ი ჩაერთვება. საქართველოს ბანკსა და AWS-ს შორის დაწყებული მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში, მხარეებმა კომერციული შეთანხმება გააფორმეს და მიგრაციის დაჩქარების პროგრამაზე, იგივე MAP-ზე შეთანხმდნენ, საქართველოს ბანკის განვითარების ბუნებრივი შემდეგი ნაბიჯია, რადგან რეგიონის ლიდერ ტექნოლოგიურ კომპანიას გვერდით სწორედ AWS-ის მასშტაბის გლობალური პარტნიორი სჭირდება. კომპანიების თანამშრომლობის ექსკლუზიურობასა და მასშტაბურობას განაპირობებს ისიც, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საქართველოს ბანკი მიიღებს არამხოლოდ წვდომას AWS-ის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, არამედ გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიის მრავალწლიან და მრავალმხრივ გამოცდილებაზე.

“კომერციული შეთანხმებისა და მიგრაციის დაჩქარების პროგრამის (MAP) ამოქმედება Amazon Web Service-სა და საქართველოს ბანკს შორის დაწყებული ურთიერთობის პირველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. AWS-ის გამოყენება კომპანიებს თვითმომსახურების გზითაც შეუძლიათ, რაც ნიშნავს, რომ ხშირად, ქლაუდ-პლატფორმას კომპანიები ჩვენთან კომუნიკაციის გარეშე იყენებენ. თუმცა საქართველოს ბანკთან გაფორმებული ორი ხელშეკრულებით, ჩვენი ურთიერთობა საბაზისო თანამშრომლობის მასშტაბებს გასცდება. AWS-ი საქართველოს ბანკს ქლაუდზე მიგრაციის სტრატეგიების შესახებ მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს, რომელიც AWS-მა ათასობით კომპანიასთან ურთიერთობით დააგროვა, რაც საქართველოს ბანკის მოდერნიზაციის პროცესს დააჩქარებს. AWS-ის ხელსაწყოების გამოყენებით, საქართველოს ბანკი ხარჯებს შეამცირებს და ავტომატიზაციის დახმარებით, ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას დააჩქარებს”, – აღნიშნავს AWS-ის ტექნოლოგიური დირექტორი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ტომაშ სტაჩლევსკი.

საქართველოს ბანკისა და AWS-ის თანამშრომლობა, სწორედ ქართული კომპანიის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას უკავშირდება – პროცესს, რომელიც საქართველოს ბანკში ეჯაილ-მეთოდოლოგიის დანერგვით, ხუთი წლის წინ დაიწყო. ორგანიზაციული მოწყობის ცვლილების შემდეგ, კოლოსალური IT-ინფრასტრუქტურის განახლების, ანუ გაციფრულების საჭიროებაც დადგა, რადგან მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა, ისევე, როგორც მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგია, მაქსიმალურ მოქნილობას მოითხოვს. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მოქნილობა, ხშირად, დიდი ზომის პლატფორმების შემადგენელ ნაწილებად დაყოფას და მათ ქლაუდზე გადატანას გულისხმობს. მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული ტრანსფორმაცია არის პროცესი, რომლის შედეგად ხდება ბიზნესის ყველა მიმართულების გაციფრულება, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის მხარეს უფრო გამართული სერვისის არსებობას გულისხმობს.

“ქლაუდ-სერვისების მსგავს ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ, როგორც კომპანიისთვის დროის დაზოგვა, ასევე სხვადასხვა პროცესების ეფექტიანობის გაზრდა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მაგალითად, თანამშრომლების რუტინული დავალებებიდან გათავისუფლება და მათი მეტად კრეატიული და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული მიმართულებებით დასაქმება ხდება შესაძლებელი. ასე არის მანქანური დასწავლის შემთხვევაშიც, რომელსაც მონაცემთა ანალიზის დაჩქარება და კომპანიის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლია. პოსტპანდემიურ სამყაროში, მომხმარებლები კომპანიებისგან სერვისის უწყვეტობას ელიან და თან, სურთ ყველა სერვისი სმარტფონის საშუალებით მიიღონ, რისთვისაც აუცილებელია, აპლიკაციები მაქსიმალურად მარტივი და ინტუიციური იყოს. ამასთან, ციფრული ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებსაც”, – ამბობს ტომაშ სტაჩლევსკი.

დანახარჯების გახსენებისას, ორიოდ სიტყვა ვთქვათ ქლაუდის ფინანსურ ოპერაციებზე, ანუ FinOps-ზე, რომელიც ქლაუდ-ეკოსისტემის დანახარჯების მენეჯმენტს გულისხმობს და დღეს, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ მოწინავე მიმართულებად ითვლება. ქლაუდ-ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად ქლაუდ-კომპანიების მიერ შემოთავაზებული სერვისების პორტფელი უფრო მრავალფეროვანი ხდება, ხოლო კომპანიები, რომლებიც ამ სერვისებს იყენებენ, ბიუჯეტების ოპტიმიზაციის მიზნით, დანახარჯების დეტალურ მონიტორინგს ახორციელებენ. როგორც ტომაშ სტაჩლევსკი ამბობს, ქლაუდზე გადასვლით, კომპანიას კოლოსალური მოცულობის თანხების დაზოგვა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნოლოგია სწორადაა ათვისებული.

“დეველოპერები, რომლებიც არ ფიქრობენ ხარჯებზე, ხშირად, არაოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. კი, ამ შემთხვევაში სისტემა მაინც იმუშავებს, მაგრამ ის ხარჯიანი იქნება. დანახარჯების ზრდა რომ თავიდან ავიცილოთ, მნიშვნელოვანია კომპანიაში დაინერგოს მოდელი, რომლის ფარგლებში, თანამშრომლებმა, რომლებიც ახალ გადაწყვეტებს ქმნიან, სერვისების ღირებულებაზე იფიქრონ”, – აღნიშნავს ტომაშ სტაჩლევსკი და დასძენს, რომ საქართველოს ბანკისა და AWS-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ხარჯების ოპტიმიზაციაზე ნაწილობრივ პასუხისმგებლობას სწორედ საერთაშორისო კომპანია აიღებს.

მაშ, ჩნდება კითხვა: რა ფორმით ჩაერთვება AWS-ი საქართველოს ბანკის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში? ტომაშ სტაჩლევსკის თქმით, კომპანიებს შორის დაწყებული თანამშრომლობა ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება, რომლის ფარგლებში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ქართულ კომპანიას საკუთარ გამოცდილებასა და ნოუჰაუს გაუზიარებს. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ბანკი AWS-ს პარტნიორად განიხილავს და არა – უბრალო ვენდორად. “თავდაპირველად, საქართველოს ბანკის თანამშრომლებთან გაცნობით შეხვედრებს გავმართავთ, რათა AWS-ის ქლაუდ-ტექნოლოგიების გამოყენება გუნდებმა მაქსიმალურად ეფექტიანად შეძლონ. არ გვსურს, საქართველოს ბანკისთვის უბრალო ვენდორები ვიყოთ, პირიქით – წელს, მომავალ წელს და მომდევნო ათი წლის განმავლობაში ერთმანეთს პარტნიორებად აღვიქვამთ. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია თანამშრომლებმა ჩვენი კომპანიის საუკეთესო პრაქტიკები გაითავისონ”, – აღნიშნავს AWS-ის ტექნოლოგიური დირექტორი.

საქართველოს ბანკის პარტნიორების სიაში Amazon Web Services-ის გამოჩენა, ცხადია, ხელმოსაჭიდ შედეგებს შექმნის ბანკის კლიენტებისთვისაც. საერთაშორისო კომპანიის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროცესებში ქლაუდ-სერვისების დანერგვით, დატაცენტრებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემებით გამოწვეული შეფერხებების რიცხვი იკლებს, რაც მომხმარებლისთვის სერვისის უწყვეტობას ნიშნავს. ამას გარდა, ქლაუდ-ინფრასტრუქტურაზე გადაწყობა ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებასაც გულისხმობს, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ბანკს საშუალებას მისცემს, მომხმარებლებს მრავალფეროვანი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. სერვისების გაციფრულებით, იზრდება მომსახურების სისწრაფეც.

AWS-ი, რომელიც მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილესი კომპანიის, ამერიკული Amazon-ის შვილობილი კომპანიაა, ქლაუდ-სერვისების მსოფლიოს უმსხვილესი მიმწოდებელია, რომლის მომხმარებლებს შორის ვხვდებით, როგორც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე Netflix-ის, Airbnb-ის, Samsung-ის, McDonald’s-ისა და Ryanair-ის მსგავს გიგანტური ზომის კომპანიებს. კლიენტების ასეთი მრავალფეროვნება მიუთითებს, როგორც AWS-ის სერვისების მაღალ ხარისხზე, ასევე კომპანიასთან თანამშრომლობის სიმარტივეზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა კომპანიას AWS-ი ინდივიდუალურად უდგება და იმ კონკრეტული კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობს. კითხვაზე, AWS-ის პარტნიორ კომპანიებს შორის ხომ არ არის ისეთი, რომელიც საქართველოს ბანკისთვის სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს, ტომაშ სტაჩლევსკის, მაგალითად, პოლონური კომპანიის გამოცდილება მოჰყავს.

“წარმოიდგინეთ დიდი ციფრული კომპანია, რომელიც პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე დატაცენტრს ფლობს. AWS-ის სერვისებს კომპანია გარკვეული დროის განმავლობაში უკვე იყენებდა, მაგრამ ძირითადად კატასტროფის შემთხვევაში მონაცემთა აღსადგენად. ერთ დღესაც, ამ კომპანიიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სრულად AWS-ის სერვისებზე სურდათ გადასვლა. რატომ? იმიტომ, რომ სურთ საკუთარ ბიზნესზე კონცენტრირდნენ და ინფრასტრუქტურისა და დატაცენტრების მართვა სხვას გადააბარონ. მიგრაციის პროცესი კოლოსალური იყო – ასობით სერვერი და პეტაბაიტობით მონაცემი. გამომდინარე იქიდან, რომ AWS-ის შესახებ მათ გარკვეული ცოდნა უკვე ჰქონდათ, ნულიდან არ დაგვიწყია, მაგრამ სასწავლი მაინც ბევრი იყო, რისთვისაც უამრავი სემინარი და სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ, როგორც დიდი დატას, ასევე ანალიტიკის, სერვერების, Serverless-ისა და კონტეინერიზაციის მიმართულებით. ორდღიანი ჰაკათონებიც ჩავატარეთ, რომელთა დროს თანამშრომლებმა არაერთი ახალი გადაწყვეტა შექმნეს”, – ამბობს ტომაშ სტაჩლევსკი და დასძენს, რომ თანამშრომლობა არასდროს მთავრდება, რადგან ყოველთვის ჩნდება ახალი შესაძლებლობები.

როგორც უკვე გითხარით, AWS-თან ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დაწყებით, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია დაჩქარდება და უფრო მდგრადი გახდება, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება, როგორც კომპანიის შიდა ეფექტიანობაზე, ასევე კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნებასა და სიმარტივეზე, რადგან საქართველოს ბანკი, პირველ რიგში, სწორედ ტექნოლოგიური ბანკია. S

Previous Post

კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის

Next Post

მასკის X-მა პლატფორმაზე ვიდეო- და აუდიოზარები დაამატა

იზა გვარამაძე

Next Post
მასკის X-მა პლატფორმაზე ვიდეო- და აუდიოზარები დაამატა

მასკის X-მა პლატფორმაზე ვიდეო- და აუდიოზარები დაამატა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result