Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი იმართება

by იზა გვარამაძე
ნოემბერი 7, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი იმართება
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი განაგრძობს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში გამართული დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით სამიტი დღეს დაიწყო. ღონისძიება მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტების მიერ ეროვნული პარკების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს ეროვნული პარკების წარმომადგენლები ეწვივნენ აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან.

პროგრამა სამი დღე გაგრძელდება და 9 ნოემბერს დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში ექსპერტები ისაუბრებენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელების, ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიების და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზების შესახებ.

სამიტი ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კავკასიის ბუნების ფონდი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, SABUKO.

„საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენი ღირებულება ისეთი ინიციატივების განხორციელებაა, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება უკეთესი მომავლის შექმნა. ამასთან, სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, კომპანიასა და თანამშრომლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან და პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა შექმნის განვითარების, ახალი კავშირების დამყარებისა და დაცული ტერიტორიების არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ მათი განვითარების შესაძლებლობებს“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობით უკვე 12 წელია 12 დაცული ტერიტორიის − ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელისა და ფშავ-ხევსურეთის − მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.

საქართველოს ბანკის და კავკასიის ბუნების ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის მოხდა: ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქცია, საგამოფენო სივრცეების განახლებული დიზაინით მოწყობა, ახალი ეკო-ტურისტული პროდუქტების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომელთა წახალისება და დაცული ტერიტორიების და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება. S

Previous Post

ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

Next Post

რა არის მიზნობრივი ტრანსფერი?

იზა გვარამაძე

Next Post
რა არის მიზნობრივი ტრანსფერი?

რა არის მიზნობრივი ტრანსფერი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result