Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორია

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, სპორტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორია
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის 4 წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს როგორც ეროვნულ ფედერაციას, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს და მათ სპორტსმენების განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.

უფრო კონკრეტულად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსამზადებელი/სავარჯიშო ბაზების აშენება და ინფრასტრუქტურულად გამართვა;   ფედერაციის ოფიციალური ტელევიზიის შექმნა; საერთაშორისიო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად (FIBA-ს ვერტიკალი)  საკალათბურთო კლუბის შექმნა და ა.შ. გარდა ამისა, კალათბურთის რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რეგიონალური დარბაზების განახლება და ინვენტარით აღჭურვა.

მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკი, აქტიურად დაუჭერს მხარს ფედერაციის ახალ პროექტებს, მათ შორის: საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნას როგორც მწვრთნელებისა და  მოთამაშეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.  ფედერაციის ბენეფიციარებისთვის (დამწყები მოთამაშეები, წარმატებული სპორტსმენები, ვეტერანი კალათბურთელები, ა.შ.) კი განხორციელდება ფინანსური მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ პარტნიორობის პერიოდში, 2022 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის თამაშები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას. კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ზედიზედ 5-ჯერ ასპარეზობა ადასტურებს. კალათბურთის წარმატებასა და პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია და მოიპოვა ევროპის მთავარი ღონისძიების – ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, საჭირო რესურსებზე წვდომას, რაც გულისხმობს  მოსამზადებელი და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას და სხვ.  შედეგად კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მასშტაბით კალათბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების  სპორტსმენების წახალისება, რომლებიც მჯერა, არაერთ ჯილდოს მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ,  აღნიშნული პარტნიორობა ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„ჩვენთვის უაღრესად  მნიშვნელოვანია ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობა და მოხარულნი ვართ, რომ ისეთი დიდი საკალათბურთო ღონისძიების წინ, როგორიც ევრობასკეტია, ჩვენი მთავარი სპონსორი გახდა საქართველოს ბანკი. ჩვენ ერთად მოვემზადებით ამ დიდი დღესასწაულისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთად უამრავ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. ჩვენი ერთობლივი გეგმები არათუ ევრობასკეტს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს  მოიცავს, როგორიცაა რეგიონების გაძლიერება, კალათბურთის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების,  ფედერაციის ყველა ბენეფიციარის და სრულიად საკალათბურთო ოჯახის მხარდაჭერა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკთან და სხვა სპონსორ კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველზე, ამ ყველაფრის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები გაგვიჩნდა და შესაბამისად წინ დიდი გეგმები და არაერთი სასიამოვნო სიახლე გველოდება. მსურს მადლობა გადავუხადო პარტნიორობისთვის საქართველოს ბანკს და რა თქმა უნდა, მადლობა საქართველოს მთავრობასა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელთა მხარდაჭერა, თანადგომა და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია“ – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა.

Previous Post

Samsung-ი ტეხასში მიკროჩიპების $17-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

Next Post

კრიპტოს მიღმა: როგორია ციფრული აქტივების ეკოსისტემა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
კრიპტოს მიღმა: როგორია ციფრული აქტივების ეკოსისტემა

კრიპტოს მიღმა: როგორია ციფრული აქტივების ეკოსისტემა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

Recent News

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result