Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველო, პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო ტურისტებისთვის რეკომენდებული მიმართულებების სიაში მოხვდა

by Davit Tsiramua
August 3, 2021
in Lifestyle, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
საქართველო, პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო ტურისტებისთვის რეკომენდებული მიმართულებების სიაში მოხვდა
0
SHARES
0
VIEWS

მოგზაურობის მოყვარულთათვის ახალი ადგილების აღმოჩენა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნა უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, უკანასკნელი თხუთმეტი თვე მათთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩაკეტილმა საზღვრებმა ტურისტების სურვილი, შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ხელახლა განიცადონ მოგზაურობით გამოწვეული ემოციები, უფრო მეტად გაამძაფრა.

პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვებით ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებულად დაზარალდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ცნობით, გლობალური მასშტაბით საერთაშორისო მოგზაურების მიმოსვლამ 73%-ით იკლო. ხოლო 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 180 მილიონით არის შემცირებული.

მადრიდში, რამდენიმე კვირის წინ, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა (Fitur 2021) ჩატარდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მადრიდის გამოფენის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლში არსებული შეუთავსებლობების მიუხედავად, საერთაშორისო მოგზაურობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.

ესპანური ფორბსი კი წარმოგიდგენთ იმ ადგილების ნაწილს, რომელსაც პანდემიის მიუხედავად შეგიძლიათ ესტუმროთ. აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო მიმართულებების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

მალტა, კუნძული გოზო

ქვეყნის ჩრდილოეთით, 6000-წლოვანი ისტორიის მქონე კუნძული გოზო, მოგზაურობის მოყვარულებს ისტორიული სასახლეების კედლებს შორის, ქვეყნის ხმაურიანი ადგილებიდან შორს დასვენების საშუალებას აძლევს.  ქალაქის არქიტექტურა ტურისტებს საუკუნეებით უკან აბრუნებს და სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის ნაწილადაც აქცევს.

მალტაში ტურისტების მიღება პირველი ივნისიდან აღდგა. მოგზაურებს მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებათ ქვეყანაში შესასვლელად.

ეკვადორი, გალაპაგოსის კუნძულები

წყნარ ოკეანეში, ეკვადორის ნაპირებიდან 972 კილომეტრის მოშორებით, გალაპაგოსის არქიპელაგი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, რომელიც ზღვის ლომებთან და იგუანებთან ერთად დასვენების საშუალებას გვაძლევს. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა კუნძულებმა და უნიკალურმა ველურმა ბუნებამ თავის დროზე დარვინის მიერ ევოლუციის თეორიის შესწავლასაც ჩაუყარა საფუძველი.

გალაპაგოსის კუნძულებზე დასასვენებლად მოგზაურებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვაქცინაციის სერთიფიკატი უნდა ჰქონდეთ.

უძველესი კონიაკის დაგემოვნება სომხეთში

სომხეთი საერთაშორისო მოგზაურებს გამორჩეული კონიაკის დაგემოვნების საშუალებას აძლევს. „არარატის“ კონიაკმა სახელწოდება სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე მთისგან მიიღო, მის განსაკუთრებულ არომატს კი წარმოების ტრადიციული ტექნიკა, ლოკალური ჯიშის ყურძენი, თხილი, სანელებლები, შავი შოკოლადი და ვანილი განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ იალტის კონფერენციაზე, სტალინის მიერ შეთავაზებული არარატის კონიაკით, სომხური კონიაკის დიდი მოყვარული უინსტონ ჩერჩილიც მოიხიბლა.

სომხეთში სამოგზაუროდ მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხია აუცილებელი.

ნამიბიის უდაბნო, აფრიკა

ნამიბიის უდაბნო 2013 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია და მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ ითვლება. ნამიბიის უდაბნო 81,000 კვადრატულ კილომეტრზე მდებარეობს და როგორც ცნობილია, 65 მილიონი წლის წინ, მესამეულ ერაში, დინოზავრების გადასახლების პერიოდში უკვე არსებობდა. უდაბნო, სადაც „არაფერი არ არის“, დამსვენებლებს თავგადასავლებისა და უნიკალურობის ერთგვარ კომბინაციას სთავაზობს.

მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, პანდემიის პერიოდში ტერიტორია შედარებით ნაკლებად დაზარალდა. მოგზაურობა უარყოფითი PCR ტესტით და ვაქცინის სერტიფიკატით არის შესაძლებელი.

ირლანდიის უძველესი მთები

ბურენის ეროვნული პარკი და მოჰერის კლდეები ირლანდიაში, კლერის საგრაფოში მდებარეობს და როგორც მთამსვლელებში, ასევე სპელეოლოგებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტერიტორიის უნიკალურ ბუნებას ალპებისა და ხმელთაშუაზღვის  ფლორის თანაარსებობა და ენდემური გველებისა და პეპლების 60-ზე მეტი სახეობა განაპირობებს. ირლანდიის ნაციონალური პარკები იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და ისეთი კინო-შედევრების გადასაღებ მოედნად იქცა, როგორებიცაა „ჰარი პოტერი“, „მამაცი გული“, „რიგითი რაიანის გადასარჩენად“, „ვარსკვლავური ომები“.

ირლანდიაში მოგზაურობის მსურველებს ვაქცინის სერთიფიკატი დასჭირდებათ.

კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია – საქართველო

მე-12 საუკუნის მისტიკურ ტერიტორიაზე, რომელიც ჯავახეთში, ასპინძის რაიონში მდებარეობს, დღეს რამდენიმე ბერი ზრუნავს. ვარძია მსოფლიოში გამოქვაბულების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, ვიზიტორებს კი მისი ორასამდე დარბაზის დათვალიერება შეუძლიათ. გამოქვაბულები ასევე მოიცავს 13 ეკლესიას და 28 საკანს, კედლებზე კი მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის, თამარ მეფის ფრესკაა გამოსახული. სწორედ მათ უკავშირდებათ ვარძიის დაარსების ისტორია. იუნესკომ ვარძია 2007 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

საქართველოში მოგზაურობის მსურველებმა ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინონ ვაქცინის სერთიფიკატი ან უარყოფითი PCR ტესტი.

სალარ-დე-უიუნი, ბოლივია

სალარ-დე-უიუნი ბოლივიის სამხრეთით მდებარე, მსოფლიოში მარილის ყველაზე დიდი ჭაობია. ლურჯი ცის ქვეშ მოქცეული უსაზღვრო ტბა დამსვენებელს მზის ამოსვლისა და ჩასვლის საოცრად ლამაზ პეიზაჟებს სთავაზობს, ხოლო წვიმიან სეზონზე, უიუნი ყველაზე დიდ ბუნებრივ სარკედაც ქცევა და ღრუბლებს ირეკლავს. ულამაზესი პეიზაჟის ტერიტორია ტურისტებს ფლამინგოებისა და ლამების ნახვის საშუალებასაც აძლევს.

ბოლივიაში მოგზაურობის მსურველებს უარყოფით PCR ტესტთან ერთად, ადგილობრივი ცნობის შევსება და ათი დღის კარანტინში გატარება უწევთ.

ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, მიმდინარე წლის ბოლომდე, მოგზაურობის მოყვარულთა მისაღებად მსოფლიოს სხვა გამორჩეული მიმართულებებიც ღია იქნება. მაგალითად, ზაფხულიდან ტურისტებს მადაგასკარში 30 მეტრის სიმაღლის, რვაასწლოვანი ბაობაბის ხეებთან ჩახუტება, ხოლო ბუტანში მორწმუნეებთან და ბერებთან ერთად დილის ლოცვაზე დასწრება შეეძლებათ.

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა

Next Post

სენატი ინფრასტრუქტურისთვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ათანხმებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
სენატი ინფრასტრუქტურისთვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ათანხმებს

სენატი ინფრასტრუქტურისთვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ათანხმებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result