Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

საქართველო და COVID-19: მყარი საფუძველი ეკონომიკის მრავალმხრივი და ინკლუზიური აღდგენისთვის

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in მოსაზრება
0
საქართველო და COVID-19: მყარი საფუძველი ეკონომიკის მრავალმხრივი და ინკლუზიური აღდგენისთვის
0
SHARES
0
VIEWS

საქართველო, როგორც რეგიონული სავაჭრო ჰაბი და საერთაშორისო ტურისტული მიმართულება, Covid-19-ის პანდემიის წინაშე დაუცველი აღმოჩნდა, თუმცა მას გამორჩეულად კარგად გაუმკლავდა და ახალი ინფიცირების შემთხვევების მიხედვით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. საქართველოს ხანგრძლივი ერთგულება ღიაობისა და კარგი მმართველობისადმი, ჩანს, შედეგებს იმკის. ეკონომიკური აქტივობის ტემპის აკრეფასთან ერთად საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, გადავიდეს უფრო მეტად მრავალმხრივი და ინკლუზიური ზრდის ახალ ეტაპზე.

ვირუსის გავრცელების შეკავებაში საქართველოს ფარდობითი წარმატება ადრიანად მიღებულმა ზომებმა და ეფექტიანმა აღსრულებამ განაპირობა. დაავადების პირველი შემთხვევებისთანავე ქვეყანამ აეროპორტებში შემომავალი მგზავრების შემოწმება დაიწყო და მიმოსვლის წესები გაამკაცრა. ეროვნულმა ბანკმა სწრაფად შეამსუბუქა რეგულაციები და წარმატებით მოახერხა გაცვლითი კურსის დასტაბილურება, ხოლო კომერციულმა ბანკებმა კლიენტებს სასესხო ვალდებულებები გადაუვადეს.

მიუხედავად ამისა, პანდემიის ეკონომიკური ზემოქმედება მძიმეა, განსაკუთრებით – ოჯახებისა და მცირე მეწარმეებისთვის. საქართველომ შეძლო ადრინდელი კრიზისების – მათ შორის გლობალური ფინანსური კრიზისისა და 2008 წელს რუსეთთან დაპირისპირების – გამოცდილების გათვალისწინება ოჯახების, უმუშევრებისა და ბიზნესების დახმარების აუცილებლობის თვალსაზრისით.

პანდემიაზე რეაგირებამ თითქმის 10%-იანი ფისკალური დეფიციტი გააჩინა, მაგრამ კრიზისამდე შექმნილმა ფისკალურმა და სავალუტო ბუფერებმა ეკონომიკური შოკების შერბილებას შეუწყო ხელი. მისი მთავარი ინსტიტუტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ეკონომიკის პოლიტიკაზე აგებენ პასუხს, კომპეტენტურობისა და ძლიერი მმართველობის რეპუტაციით სარგებლობენ.

საქართველოსადმი ნდობამ ხელი შეუწყო მის განვითარების პარტნიორებს, სწრაფად შეედგინათ მთავრობის საპასუხო ქმედებების მხარდამჭერი ფინანსური პაკეტი, მათ შორის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აზიის განვითარების ბანკიდან პანდემიის შესაჩერებლად, მოწყვლადი ჯგუფების სასიცოცხლო საშუალებების შესანარჩუნებლად და კერძო სექტორის დასახმარებლად.

აღნიშნული, ეკონომიკის ისეთი აღდგენის საფუძველს ქმნის, რომელსაც საქართველოს ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ახალი გზის გაკვალვა ძალუძს უფრო დიდი მედეგობისა და ინკლუზიური განვითარებისკენ. ჩვენ ეკონომიკის შემდგომი ზრდისთვის ხუთი მიმართულება გამოვყავით.

პირველი:

ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორს მედეგი ფინანსური სისტემის შენარჩუნებით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე დართო ნება კომერციულ ბანკებს, არსებული კაპიტალის ბუფერები უკეთ გამოიყენონ სასესხო ოპერაციებისთვის და დანაკარგების წინააღმდეგ დაცვის მექანიზმად. ლიკვიდურობისთვის სხვა საშუალებებიც გამოიყენება, რაც სარგებლის განაკვეთის გაზრდისგან იცავს კლიენტებს, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო მეწარმეებს. ეს უზრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსების შედინებას რეალურ ეკონომიკაში.

მეორე:

უფრო ფართომასშტაბიანი ეკონომიკური აღდგენაა შესაძლებელი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. საქართველოს მოსახლეობის 43% სოფლად ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი პატარა საწარმოებშია დასაქმებული ან დაკავებულია სოფლის მეურნეობით. მთავრობა უკვე წარმოადგენს გრანტებს და სხვა საშუალებებს მცირე და საშუალო საწარმოების ხელშესაწყობად, რომელთაც დასაქმებაში დიდი წვლილი მიუძღვით და აგრძელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დახმარებას, რაც საქონლის ტრანსპორტირებას და ელექტროენერგიასა და წყალთან უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს. ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების მეტი მხარდაჭერით შესაძლებელი იქნებოდა მეტი სარგებლის მიღება ევროკავშირთან, ჩინეთთან და თურქეთთან დადებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებიდან, რაც საქართველოს ბაზრების დივერსიფიცირებასა და უფრო დიდ ბაზრებზე გასვლაში დაეხმარებოდა.

მესამე:

ფინანსებზე წვდომის გაძლიერება ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის გარდაქმნისთვის. სოფლის მეურნეობაზე მშპ-ის დაახლოებით 10% მოდის, მაგრამ მოსახლეობის თითქმის ნახევრის საარსებო საშუალების წყაროა. მიუხედავად ამისა, სექტორი მაინც დაბალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, რასაც წყობიდან გამოსული საირიგაციო ინფრასტრუქტურა, ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების ნაკლებობა, კოოპერატივების არარსებობა და მიწის ფრაგმენტაცია იწვევს. სოფლის მეურნეობისთვის ასევე ხელმიუწვდომელია ფულადი სახსრები, რადგან ბანკები მსხვილ მწარმოებლებზე არიან ორიენტირებული. შესაძლებელია წარმოების მნიშვნელოვან მასშტაბამდე გაზრდა, თუ საირიგაციოდ მეტი მიწა მომზადდება, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა უკეთ დააკავშირებს ფერმერს ბაზართან და გახსნის მეტ შესაძლებლობას ადგილობრივი გადამუშავებისთვის. სოფლად ცხოვრების ხარისხის გაზრდა ყველაზე ღარიბ და მოწყვლად თემებს საარსებო საშუალებებს გაუჩენს.

მეოთხე:

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააძლიეროს მუშაობა მოსახლეობისთვის თანამედროვე ეკონომიკის შესაფერისი სამუშაო უნარების გასავითარებლად. აშკარად შესამჩნევია ქვეყანაში სამუშაო უნარების მიმართულებით ჩავარდნა, რაც ბევრ ადამიანს არ აძლევს მაღალი შემოსავლის მიღების საშუალებას და ასევე აფერხებს დამსაქმებლებსაც. სისტემის გაუმჯობესება შესაძლებელია მეტი სტუდენტის მოზიდვით, კერძო სექტორთან თანამშრომლობით და დასაქმების ადგილზე გადამზადებით კარიერული წინსვლისთვის ბიძგის მისაცემად. მეტი ინვესტიცია სასწავლო პროგრამებში, პარტნიორობასა და ხელსაყრელი პირობების შექმნაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს, განსაკუთრებით ისეთ ინიციატივებთან ერთად, რომლებიც ეროვნული შრომისა და დასაქმების ახალი სტრატეგიის მიხედვით სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან თანხვდენას მოიაზრებს.

დაბოლოს:

საქართველოს შეუძლია, გამოიყენოს შესაძლებლობა ქალაქების უფრო მდგრადი განვითარებისთვის. სოფლად არათანაბარმა განვითარებამ გაზარდა მიგრაცია ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში: ქართული ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ცენტრში. ქვეყნის რეგიონულ კლასტერებში კარგად განაწილებულ ტურიზმსა და თემების ინფრასტრუქტურას ეკონომიკის თანაბარი ზრდის პოტენციალი აქვს. „მწვანე და ჯანსაღი ქალაქის“ კონცეფციისთვის ახალი პარკებისა და რეკრეაციული ადგილების შექმნით თბილისსა და სხვა ქალაქებში მწვანე სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაა შესაძლებელი, სადაც უპირატესობა ფეხით მოსიარულეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება. საქართველომ არაჩვეულებრივად გაართვა თავი Covid-19-ის ჯანდაცვის გამოწვევებს, მაგრამ ეპიდემიამ აჩვენა, რომ ქვეყანა კვლავაც ტურიზმსა და ვაჭრობაზეა დამოკიდებული და არათანაბარია ზრდის დინამიკა, განსაკუთრებით – სოფლად; ხოლო ქალაქების მოსახლეობამ გემო გაუსინჯა სუფთა ჰაერს, ფეხით მოსიარულეთათვის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებისა და ღია სივრცეებით სარგებლობის სიკეთეებს. ვიდრე ეკონომიკის გადატვირთვის პროცესი ახლო დაკვირვებას საჭიროებს, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები და ზრდის იმ ახალ ეტაპზე გადავიდეს, რომელიც მეტად მედეგია და თითოეული მოქალაქის ჩართულობას გაითვალისწინებს.

Previous Post

These 7 billionaires’ net worth is up more than 50% since start of the Covid-19 pandemic

Next Post

2,500 Posts, 300 Platforms, 6 Years: A Huge But Mysterious Pro-Russia Disinformation Campaign Is Exposed

მაგდა დოლიძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result