Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2022: მაკრონი და მისი მთავარი კონკურენტები

by იზა გვარამაძე
აპრილი 7, 2022
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2022: მაკრონი და მისი მთავარი კონკურენტები
0
SHARES
0
VIEWS

10 აპრილს საფრანგეთი ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევს. წინასწარი მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მთავარ ოპონენტებთან შედარებით სოლიდურ უპირატესობას ფლობს. ამომრჩეველთა გამოკითხვის მიხედვით, მაკრონი 26%-ით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს კვლავ ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი იკავებს (22%), მემარცხენეთა წარმომადგენელი ჟან-ლუკ მელანშონი კი 16%-ით მესამე ადგილზეა. მელანშონს ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური და კონსერვატორი ვალერი პეკრესი ჩამორჩებიან.

10 აპრილს, არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50% სჭირდება. თუმცა გამოკითხვების ლიდერ ემანუელ მაკრონს ამომრჩეველთა 40%-ზე ნაკლები ასახელებს. ამ შემთხვევაში, პირველი რაუნდის შემდგომ ორი ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი ერთმანეთს 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება და გამარჯვებული უკვე ხმათა უმეტესობით გამოვლინდება.

საფრანგეთის 2022 წლის არჩევნებში მონაწილე ძირითადი კანდიდატები და მათი დაპირებები ასე გამოიყურება:

ემანუელ მაკრონი – La République En Marche!
ფოტო: Bloomberg

წინასაარჩევნო კამპანიის მარტში დაწყების მიუხედავად, მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატია. მაკრონი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის. ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა სოციალისტური პარტიიდან, 2017 წლის არჩევნების წინ საკუთარი მოძრაობა ჩამოაყალიბა და თავი ცენტრისტად გამოაცხადა. ამჟამად 44 წლის პრეზიდენტი მაკრონი 2017 წლის არჩევნებში გამარჯვებით, ნაპოლეონის შემდგომ საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა.

მაკრონის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის უმუშევრობის დონის შემცირება, უმუშევრობის შეღავათების ნაწილზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და საპენსიო ასაკის 65 წლამდე გაზრდა შედის. გარდა ამისა, მოქმედი პრეზიდენტი ყურადღებას განათლებასა და ჯანდაცვაზე გაამახვილებს. მაკრონი ექვსი ახალი ელექტროსადგურის მშენებლობასა და პოლიციის ოფიცერთა რაოდენობის ზრდასაც გეგმავს.

წინასაარჩევნოდ მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის ომის დროს გაიზარდა. ამის მიზეზი მაკრონის მცდელობებია, კრიზისის დროს დიპლომატიური ურთიერთობები როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან შეინარჩუნოს.

მაკრონის პროგრამა ძირითადმა მემარჯვენეთა პარტიამ გააკრიტიკა და მათი იდეების, მათ შორის საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ, მითვისებაში დაადანაშაულა. მემარცხენეთა დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მაკრონი ყოველდღიურ გაჭირვებას „მოწყვეტილია“ და მას „მდიდრების პრეზიდენტად“ მოიხსენიებს.

მარინ ლე პენი – Rassemblement National
ფოტო: Ouest-France

53 წლის ულტრამემარჯვენე, Rassemblement National-ის ლიდერი მარინ ლე პენი უკვე მესამე არჩევნებში იბრძვის. Rassemblement National-ის ლიდერად გახდომისას, მარინ ლე პენმა მამის პარტიის რასისტული და ქსენოფობიური იმიჯისგან გათავისუფლება დაისახა მიზნად. 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენი მაკრონის მთავარი კონკურენტია.

ულტრამემარჯვენე ლიდერი ძირითად საკითხებად იმიგრაციასა და უსაფრთხოებას ასახელებს. ლე პენს ქორწინებით ნატურალიზაციის აკრძალვა სურს, ის ასევე მიიჩნევს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა „მემკვიდრეობითი ან დამსახურებული“ უნდა იყოს. ლე პენი „წყვეტილი ენერგიებისთვის“, მათ შორის ქარისა და ფოტოვოლტური ენერგიისთვის სუბსიდიების შეწყვეტას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ულტრამემარჯვენეების ლიდერმა უარი თქვა იდეებზე, რომლებიც საფრანგეთის ევროკავშირიდან, ევროზონიდან და შენგენის ზონიდან გამოყვანას შეეხებოდა. ლე პენისთვის მთავარი გამოწვევა იმ საკითხებზე ნდობის მოპოვებაა, რომლებიც უსაფრთხოებასა და იმიგრაციას არ ეხება. გამოცდილებისა და ეკონომიკური ცოდნის ნაკლებობის გამო, 2017 წელს, სატელევიზიო დებატებში ლე პენი მაკრონმა გაანადგურა.

ჟან-ლუკ მელანშონი – La France Insoumise
ფოტო: AP

მკაცრად მემარცხენე პარტიის La France Insoumise-ის პოპულისტი ლიდერი საკუთარ კანდიდატურას მემარჯვენეებთან დასაპირისპირებლად „პოპულარულ“ ალტერნატივად ასახელებს. ჟან-ლუკ მელანშონი გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხე ადგილზე გავიდა და პირველი ტურის ხმების თითქმის 20% მოიპოვა.

მელანშონის წინასაარჩევნო დაპირებები ძირითადად ცხოვრების დონესა და სოციალურ საკითხებს უკავშირდება. არჩევნებში მონაწილე კანდიდატი „სოციალური საგანგებო კანონის“ შემოღებასაც გეგმავს, რომელიც ძირითადი საჭიროების პროდუქტების, მათ შორის საწვავის, გაზის, ელექტროენერგიისა და საკვების ნაწილის ფასების გაყინვას გულისხმობს. მხარს უჭერს კაპიტალის კონტროლს, კვირაში 32-საათიან სამუშაო გრაფიკსა და საპენსიო ასაკის 60 წელზე დაბრუნებას. გარდა ამისა 70 წლის მელანშონი საფრანგეთის მიერ ნატოს დატოვების მომხრეა.

მელანშონი საკამათო ფიგურაა. 2019 წლის დეკემბერში, ფინანსური დარღვევების გამო მის ოფისში ჩატარებულ კვლევაში მონაწილე თანამდებობის პირების დაშინებისთვის, მელანშონს სამთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და 8000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

ვალერი პეკრესი – Les Républicains
ფოტო: AFP

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მემარჯვენე პარტიის, Les Républicains-ის წევრებმა ვალერი პეკრესი მათ პირველ კანდიდატ ქალად აირჩიეს. 54 წლის პოლიტიკოსი 2015 წლიდან Ile-De-France-ის რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. პეკრესი უმაღლესი განათლებისა და ბიუჯეტის მინისტრის პოზიციებსაც იკავებდა.

Les Républicains-ის კანდიდატი ბირთვული რეაქტორების დახურვის გეგმის გადახედვას აპირებს, თუმცა აღიარებს, რომ ბირთვული საკმარისი არაა და განახლებადი ენერგიის გაძლიერებაა აუცილებელი. გარდა ამისა, ევროპის საზღვრებზე ნახშირბადის გადასახადის დაწესებასაც განიხილავს. ასევე სურს ხელფასების ზრდა, უმუშევრობისა და საპენსიო სისტემების რეფორმები და სახელმწიფო ვალის შემცირება.

ერიკ ზემური – Reconquête
ფოტო: Joel Saget/AFP

2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საკამათო კოლუმნისტმა, სატელევიზიო ექსპერტმა და ავტორმაც გადაწყვიტა. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს. ზემური მიიჩნევს, რომ საფრანგეთი გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვარდნას განიცდის, რაც იმიგრაციის, მოსახლეობის „ისლამიზაციისა“ და „ფემინიზაციის“ დამსახურებაა.

63 წლის ზემური ისლამის, იმიგრაციასა და ქალთა მიმართ პროვოკაციული ქმედებებითაა ცნობილი. 2011 წელს ის  – რასობრივი დისკრიმინაციის, ხოლო 2018 წელს მუსლიმთა მიმართ სიძულვილის პროვოცირების ბრალდებით გაასამართლეს.

Previous Post

ორბანის გამარჯვება უნგრეთში: გავლენა ევროკავშირზე, ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან

Next Post

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ $4.2 მილიარდად HP-ის 11%-იანი წილი შეიძინა

იზა გვარამაძე

Next Post
უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ $4.2 მილიარდად HP-ის 11%-იანი წილი შეიძინა

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ $4.2 მილიარდად HP-ის 11%-იანი წილი შეიძინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Профессиональный подход к кракен ссылка

ივლისი 29, 2026

Детальный гайд по работе с кракен сайт зеркало

ივლისი 29, 2026

HeroSpin Casino – Quick‑Play Slots & Instant Wins for the Fast‑Paced Gamer

ივლისი 29, 2026

Кому подойдет kraken вход и как его безопасно использовать

ივლისი 29, 2026

Recent News

Профессиональный подход к кракен ссылка

ივლისი 29, 2026

Детальный гайд по работе с кракен сайт зеркало

ივლისი 29, 2026

HeroSpin Casino – Quick‑Play Slots & Instant Wins for the Fast‑Paced Gamer

ივლისი 29, 2026

Кому подойдет kraken вход и как его безопасно использовать

ივლისი 29, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result