Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სამომხმარებლო ეკონომიკური პროგნოზი 2022-2023: მიწოდება შეზღუდავს დანახარჯებს

by Davit Tsiramua
სექტემბერი 10, 2021
in ეკონომიკა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
სამომხმარებლო ეკონომიკური პროგნოზი 2022-2023: მიწოდება შეზღუდავს დანახარჯებს
0
SHARES
0
VIEWS

ძირითად შემთხვევაში ხარჯები შემოსავლიდან გამომდინარე იზრდება, თუმცა რეალობა ეკონომიკის სახელმძღვანელოებში აღწერილი სიუჟეტისგან განსხვავებულია. ადამიანები, მიუხედავად მათი შემოსავლების პერიოდული ცვლილებებისა, როგორც წესი, ინარჩუნებენ დანახარჯების შედარებით სტაბილურ დონეს. და მაშინაც, როდესაც მათი ნაწილი ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს და სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში იძულებულია ხარჯები შეამციროს, დაგროვებული რეზერვები, კრედიტები და ოჯახიც კი, მათ დანახარჯებს მეტ-ნაკლებად სტაბილურ დონეზე ინარჩუნებს. ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ შემოსავლის ზრდის შემთხვევაშიც სამომხმარებლო დანახარჯში დიდი გარღვევა არ იქნება.

მუდმივი შემოსავლის ჰიპოთეზაში მილტონ ფრიდმანმა ნობელის პრემიის მოხსენებაში გამოიყენა საღი აზრის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ოჯახი, რომელიც რეგულარულად ხარჯავს ხელფასის 99%-ს, დიდი ალბათობით არ დახარჯავს მოგებული ლატარიისა ან მიღებული მემკვიდრეობის დიდ ნაწილს, დროის მოკლე პერიოდში მაინც.  ფრიდმანის მოსაზრებით, ადამიანები ხარჯავენ მათი გრძელვადიანი შემოსავლის საფუძველზე, რასაც ის მუდმივ შემოსავალს უწოდებს.

პანდემიის პერიოდი შემოსავლებისა და ხარჯების მხრივ სხვებისგან განსხვავებული აღმოჩნდა. 2020-2021 წლებში დამატებითი შემოსავლების მიუხედავად, ამერიკელმა მომხმარებლებმა გააცნობიერეს, რომ ის „სტიმულები“, რომლებსაც სახელწიფო დახმარების სახით გასცემდა, დროებითი ხასიათის იყო და საკმაოდ მაღალი პროცენტით ამ ფულის დაზოგვა დაიწყეს. შესაბამისად, მთავრობის მიერ გაცემული დახმარებებიდან დიდი ნაწილი დაზოგილია და არ იხარჯება, რაც გულისხმობს მათ შორის მომხმარებლების მიერ დავალიანებების დაფარვას. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები ვალის გადახდას ფულის დაზოგვის ერთ-ერთ ხერხად მიიჩნევენ, რადგან ადამიანებს ნაკლები ფულადი ვალდებულება ხარჯვისას მეტ თვითშეფასებას სძენს.

დანახარჯების განსაზღვრისას ასევე გასათვალისწინებელია მომხმარებლის პოზიცია. მაგალითისთვის, პანდემიის პერიოდში 2021 წლიდან ვაქცინაციის ტემპის ზრდამ მომხმარებელს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა, თუმცა სამომხმარებლო დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე წლის ზაფხულში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის პარალელურად. ზოგადად, მომხმარებლის დამოკიდებულება შედეგია ეკონომიკური მდგომარეობისა და არა მისი მიზეზი. შესაბამისად, მაშინ როდესაც დაბალია უმუშევრობა, საპროცენტო განაკვეთი და ინფლაცია, მომხმარებელიც კმაყოფილია.

თუმცა ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, თუ მომხმარებელს ერთდროულად რამდენი რამის გაკონტროლება შეუძლია. მაგალითისთვის, ავტომობილების „დილერმა“ გადაწყვიტა, შეემცირებინა მარკეტინგი, რადგან მარტივია, გაყიდო პროდუქტი, რომლის მიწოდებაც მწარმოებელსაც შეუძლია. მომხმარებელს უფრო აქვს შესაძლებლობა, რომ დახარჯოს, ვიდრე ბიზნესს, რომ მიაწოდოს საქონელი და მომსახურება. მომხმარებელთა საერთო ხარჯი 2022 წელს საკმაოდ მაღალი იქნება, თუმცა არც იმდენად მაღალი, როგორიც თავად მომხმარებლებს სურთ. კომპანიები, რომლებიც პროდუქციას ქმნიან, უფრო დიდ აქცენტს მის მიწოდებაზე გააკეთებენ, რაც თავისთავად მარკეტინგსაც  მოიაზრებს. მომსახურების მიმწოდებლებს მოუწევთ გაფართოებასა და მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებას შორის არსებულ ბეწვის ხიდზე გავლა.

2022 წლის შემდგომ, მომხმარებლებმა შესაძლოა დანახარჯები უკვე მომავლიდან ამოიღონ, რაც გამძლე საქონლის რამდენიმე წლით ადრე შეძენის ან შეკვეთის დამსახურებაა, ჯერ კიდე იმდროინდელი, როდესაც ადამიანებს პანდემიის გამო სამოგზაუროდ წასვლა და კვების ობიექტებში სადილობაც კი არ შეეძლოთ. შესაბამისად, მსგავსი ნივთების სამომავლო გაყიდვები შესაძლოა შემცირდეს, რადგან ისინი მომხმარებელს უკვე შეძენილი აქვს და მათ მაგივრად ადამიანები ისეთი სერვისების, მაგალითად, მოგზაურობის მიღებას ისურვებენ, რომლის საშუალებასაც პანდემია მათ არ აძლევდათ. გარდა ამისა, ეს არ იქნება რეცესიული, მაგრამ სექტორები, რომლებიც პანდემიის პერიოდში განვითარდნენ, 2022 წლის შემდგომ უფრო ნაკლებ მოგებას მიიღებენ და მათი გაყიდვებიც შესაბამისად ნელ-ნელა შემცირებას  დაიწყებს.

Previous Post

გადასახადების გაზრდის ჯონსონის გეგმას დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა

Next Post

ბილ გეიტსის კომპანიამ Four Seasons-ის სასტუმროების ქსელზე კონტროლი მოიპოვა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ბილ გეიტსის კომპანიამ Four Seasons-ის სასტუმროების ქსელზე კონტროლი მოიპოვა

ბილ გეიტსის კომპანიამ Four Seasons-ის სასტუმროების ქსელზე კონტროლი მოიპოვა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result