Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour-ი Impact Hub-ის პრეაქსელერატორის პროექტის ფარგლებში ესტონეთში გაემგზავრება

by იზა გვარამაძე
January 15, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour-ი Impact Hub-ის პრეაქსელერატორის პროექტის ფარგლებში ესტონეთში გაემგზავრება
0
SHARES
0
VIEWS

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour-ი Impact Hub-ის პრეაქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც პროდუქტის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში, ესტონეთში გაემგზავრება.

საქართველოში არსებული უამრავი სამოგზაურო კომპანიის მიუხედავად, მოგზაურობის მსურველთათვის საკმაოდ რთულია მოგზაურობის ეფექტურად, საინტერესოდ და ბიუჯეტურად დაგეგმვა. TourTour-ის დაარსების იდეაც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლები თავად გადააწყდნენ მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიხვდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ერთი მხრივ, ტურისტულ კომპანიებს დახმარებოდნენ საინტერესო პაკეტების შედგენაში და მომხმარებლის მოზიდვაში, მეორე მხრივ კი, ტურისტებისთვის გაემარტივებინათ ოპტიმალური არჩევანის გაკეთება.

„ჩვენს პლატფორმაზე ტურისტებს საშუალება აქვთ, ერთიან სივრცეში დაათვალიერონ უამრავი შეთავაზება, შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა ტური თუ პაკეტი, მიიღონ ინფორმაცია ფასების შესახებ, შეადარონ ერთმანეთს რამდენიმე სააგენტო და ამ ყველაფრის საფუძველზე შეარჩიონ მათზე მორგებული, ბიუჯეტური და საინტერესო პაკეტი. მეორე მხრივ, ჩვენს პლატფორმაზე სააგენტოებს უჩნდებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთარი შეთავაზებები, მოიზიდონ ტურისტები, შექმნამ მიმზიდველი პაკეტები, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და შესაბამისად, კიდევ უფრო განვითარდნენ“, – ამბობს Tour Tour-ის დამფუძნებელი, თემო ჭეიშვილი.

ტურისტული სააგენტოებისთვის TourTour-ზე რეგისტრაცია, ისევე, როგორც ყველა სხვა სერვისი, უფასოა. ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სააგენტოს შეუძლია თვალი ადევნოს სტატისტიკას და დააკვირდეს, რამდენმა ადამიანმა დაათვალიერა მისი შეთავაზებები. სააგენტოები საკომისიოს მხოლოდ მას შემდეგ იხდიან, რაც საიტზე მათი ტური გაიყიდება. შესაბამისად, გამართული, მრავალფეროვანი ციფრული პლატფორმა სააგენტოებისთვის საკუთარი მომსახურების გაყიდვის დამატებით არხს წარმოადგენს.

„გარდა იმისა, რომ პლატფორმაზე უფასოდ ვათავსებთ სააგენტოების შეთავაზებებს, ვზრუნავთ მათ პრომოუშენზეც სოციალურ ქსელებსა და იუთუბ-არხზე. ამ ყველაფერზე ჩვენი მარკეტინგის გუნდი დამატებით მუშაობს. ამით, ერთი მხრივ, თავად მათ ვეხმარებით პოპულარიზაციაში, მეორე მხრივ კი, საკუთარ პროდუქტზეც ვზრუნავთ, რადგან ჩვენი წარმატება პირდაპირ უკავშირდება ტურისტული სააგენტოების წარმატებას. შესაბამისად, ბუნებრივად ხდება იმ კომპანიების წინ წამოწევა და პოპულარიზაცია რომლებიც სხვებზე უკეთეს პაკეტს სთავაზობენ მომხმარებელს. ამით იზრდება ჯანსაღი კონკურენციაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარებისთვის.“

ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა TourTour-ი რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ბაზარზე ჯერ არ დატესტილა, თუმცა კომპანია უკვე ესაუბრა ქართულ ბაზარზე მომუშავე ტურისტულ სააგენტოებს, რომელთაგანაც 52 სააგენტო მზადაა, TourTour-ის ამუშავებისთანავე დარეგისტრირდეს პლატფორმაზე. სტარტაპი ბაზარზე მარტის თვიდან გავა, მანამდე კი დამფუძნებლები ბოლო დეტალების დახვეწაზე მუშაობენ.

სწორედ პროდუქტის დახვეწის მიზნით მონაწილეობს TourTour-ი Impact Hub-ის პრეაქსელერატორის პროექტში, რომელიც ოქტომბრის თვიდან ეხმარება მონაწილე სტარტაპებს თავიანთი პროდუქტების განვითარებაში.

„როცა პრეაქსელერატორში მოვდიოდით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, განგვევითარებინა უნარები, რომლებიც აუცილებელია ერთი მხრივ ინვესტორებთან, მეორე მხრივ კი მომხმარებელთან ურთიერთობისას. პროექტი ამაში ძალიან დაგვეხმარა. საბოლოოდ, მარკეტინგული კვლევა სწორედ ჩვენი მენტორის რჩევების შედეგად ჩავატარეთ. გარდა ამისა, გავიცანით უკვე წარმატებული სტარტაპერები, საინტერესო სპიკერები და მენტორები, რომლებთან ურთიერთობასაც მომავალშიც გავაგრძელებთ. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოვხვდით იმ სტარტაპების გუნდში, რომელიც იანვარში ტალინში მიემგზავრება ბუტკემპზე, სადაც გვექნება საშუალება, უკვე საერთაშორისო ბაზარზე წარვადგინოთ ჩვენი პროდუქტი. ეს დაგვეხმარება, დავგეგმოთ – როგორ უნდა შევიდეთ საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდოთ იქაური ინვესტორები.“

სტარტაპ პრეაქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში

გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს. S

Previous Post

ARDI Insurance Officially Announces About the Next Stage of Its Institutional Development and Prepares for Strategic Demerger

Next Post

2023 წელს საქართველოში $4.1 მლრდ გადმოირიცხა – საიდან ჩარიცხეს ყველაზე მეტი?

იზა გვარამაძე

Next Post
ნოემბერში ფულადი გზავნილები 43.8%-ით შემცირდა

2023 წელს საქართველოში $4.1 მლრდ გადმოირიცხა - საიდან ჩარიცხეს ყველაზე მეტი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result