Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სამხრეთ კორეაში დაინფიცირების დონე ქალაქების ჩაკეტვის გარეშე შემცირდა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
სამხრეთ კორეაში დაინფიცირების დონე ქალაქების ჩაკეტვის გარეშე შემცირდა
0
SHARES
0
VIEWS

უკვე რამდენიმე დღეა რაც სამხრეთ კორეაში სტაბილურად მცირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული იყო, მანამ ვიდრე მთელი ყურადღება მოგვიანებით იტალიამ და ირანმა არ მიიპყრო.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანაში შემცირების ტენდენციაა, თუმცა, “ჯერ მშვიდად არ უნდა ვიყოთ“.

დაინფიცირების ახალი შემთხვევების სტაბილური შემცირება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის მასობრივმა ტესტირებამ, გაუმჯობესებულმა საზოგადოებრივმა კომუნიკაციამ და ტექნოლოგიების გამოყენებამ. ასევე აგრესიული ტესტირება ჩატარდა იმ ეკლესიის წევრებისთვის, რომელიც ქვეყანაში დაინფიცირების 60 პროცენტთან იყო დაკავშირებული.

როგორც, სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, ეპიდემიის შესასუსტებლად ქალაქების ჩაკეტვა, როგორც ეს ჩინეთმა ვუჰანში გააკეთა, რთულია შესასრულებლად ღია საზოგადოებაში.

ჩინეთმა მკაცრი სოციალური დისტანცირების მეთოდი გამოიყენა, ასევე იქ ხდებოდა მოქალაქეების აქტიური მონიტორინგი, და მიღებულ იქნა პრევენციული ზომები, რამაც საბოლოო ჯამში ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.

როგორც სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისეთ ზომებს, როგორიცაა დაზარალებული ადგილების ჩაკეტვა, აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, ის „დემოკრატიის სულისკვეთებას“ ეწინააღმდეგება და საზოგადოების სხვა სამყაროსგან მოწყვეტას უწყობს ხელს.

“საზოგადოების მონაწილეობა დაცული უნდა იყოს ღიაობის და გამჭვირვალობის პრინციპით“, – განაცხადა მან.

სამხრეთ კორეა კი საკმაოდ აქტიურად უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეების ინფორმირებას იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, იმართებოდა მედიაბრიფინგები დღეში ორჯერ, იგზავნებოდა შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე იმათთან, რომლებიც ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ გარეუბნებში.

ასევე ხელმისაწვდომი იყო მუნიციპალურ ვებგვერდებზე ინფორმაცია დაინფიცირებული პაციენტების სამოგზაურო ისტორიების შესახებ, ზოგჯერ პაციენტის საცხოვრებლის და დამსაქმებლის შესახებაც იყო ინფორმაცია უზრუნველყოფილი, რაც ერთი მხრივ პირადი მონაცემების გასაჯაროვების საფრთხეს ქმნიდა.

ასევე მკაცრად იყო დაცული ჰიგიენის ნორმები. მაგალითად, სამხრეთკორეელებს ზოგჯერ არც შეეძლოთ ქუჩაში გასვლა პირბადის გარეშე, ზოგიერთ შენობაში კი იყო გაკრული ინფორმაცია, რომ პირბადის გარეშე არ შეუშვებდნენ. რესტორნებში კი მიმტანებს, ასევე გამყიდველებს ეკეთათ პირბადეები მომხმარებლებლთან კომუნიკაციისას.

“არ მიყვარს პირბადის ტარება, რადგანაც ასე ჩემს სუნთქვას ვგრძნობ. მაგრამ მეტროში რომ რამდენიმეჯერ დამაცემინა და მგზავრები გამეცალნენ, შემდეგ უკვე გადავწყვიტე ამ წესს მივყოლოდი და მეც მეტარებინა პირბადე“, – ამბობს 35 წლის სამხრეთკორეელი.

სამხრეთ კორეამ ასევე გამოიყენა კრეატიული ზომებიც, მაგალითად გააკეთეს ე.წ drive-through 50 სადგური, სადაც ადამიანები ავტომობილებით ანალიზებს იღებდნენ. პროცედურას ასეთ შემთხვევაში 10 წუთი სჭირდებოდა. ხოლო ტესტის პასუხი რამდენიმე საათში იყო.

Covid-19-ის ტესტი ზოგ ქვეყანაში ძვირია, სამხრეთ კორეაში კი ის უფასო იყო. ასევე ქვეყანაში შესაძლებელი იყო 15 000 დიაგნოსტიკური ანალიზის გაკეთება. მსგავსმა შესაძლებლობებმა ქვეყანას მისცა საშუალება პაციენტების იდენტიფიცირება დროულად მომხდარიყო და შემცირებულიყო დაინფიცირების დონე. თუმცა, ამასთან სამხრეთ კორეა დაინფიცირების კუთხით ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანა იყო, დღეს კი მას ამ ციფრებში უკვე შვიდი ქვეყანა უსწრებს.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეაში სპეციალური საიმიგრაციო პროცედურებიც შეიმუშავეს, რათა ჩამოსული მგზავრების შემოწმება მოხმდარიყო.

ქვეყანაში ასევე იყენებდნენ IT ტექნოლოგიებს და სათვალთვალო კამერებს, რომელიც ინფიცირებულების წყაროების პოვნის საშუალებას იძლეოდა. ინფიცირებულის გადაადგილებას საკრედიტო ბარათების ტრანზაქციებისა და მობილური ტელეფონების მიხედვითაც იგებდნენ. ასე უფრო მარტივდებოდა დაინფიცირებულების შესაძლო კონტაქტები.

ხოლო იმის გამო, რომ კლინიკებში საწოლების ნაკლებობა იყო, ქვეყანამ საწვრთნელი ცენტრები და საზოგადოებრივი ობიექტები გამოიყენა საკარანტინე და სამკურნალო ცენტრებად, სადაც ისეთ პაციენტებს უშვებდნენ, რომელთაც მსუბუქი სიმპტომები ჰქონდათ.

როგორც კორეის მედიცინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი კიმ ვუ-ჯო ამბობს, ქვეყანამ წინა ეპიდემიების დროსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო, მაგალითად 2009 წელს H1N1-ის დროს, რამაც 750 000 ადამიანის დაინფიცირება გამოიწვია და 180 ადამიანის სიცოცხლე შეიწრია და 2015 წელს “მერსის“ ეპიდემიის დროს, როდესაც 186 ადამიანი დაინფიცირდა და 39 დაიღუპა:

“სამხრეთ კორეამ საკამოდ ღირებული გაკვეთილები მიღო ეპიდემიებით. ჰიგიენის დაცვის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდა, მაგალითად ხელების დაბანის და პირბადეების ტარების კუთხით, რისთვისაც წინა ეპიდემიების მადლობელი უნდა ვიყოთ“.

გარდა ამისა, ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკებმა მნიშვნელოვანი ტრენინიგები გაიარეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ პანდემიებს.

“ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოლიოში სამხრეთ კორეის მსგავსი, რომელთაც როგორც “ტვინების“, ასევე ინფრასტრუქტურის რესურსი აქვს, რაც ვირუსული ეპიდემიების დროს არის საჭირო“, – განაცხადა სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა.

მიუხედავად ამ ინფრასტრუქტურისა, პროფესორის თქმთ, რთული იქნებოდა ღია საზოგადოებაში, როგორიც არის სამხრეთ კორეა და OECD-ის სხვა ქვეყნები, რომ ქალაქების ჩაკეტვა ეფექტური ყოფილიყო, როგორც ეს ჩინეთში იყო.

“საუკეთესო სცენარია ის, რომ ვირუსი მარტის ბოლოს მოკვდება. ყველაზე ცუდი სცენარი კი არის ის, რომ ვირუსი გავრცელდება სეულში კიდევ უფრო ფართოდ და მის ირგვლივ კიონგიდოს პროვინციაში“, – განაცხადა პროფესორმა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 51 მილიონი სწორედ აღნიშნულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

წყარო: scmp.com

Previous Post

საქართველოს ბანკის განცხადება

Next Post

ბრიტანეთში დროებით უმუშევრებს ხელფასის 80%-მდე გადაუხდიან

მაგდა დოლიძე

Next Post
ბრიტანეთში დროებით უმუშევრებს ხელფასის 80%-მდე გადაუხდიან

ბრიტანეთში დროებით უმუშევრებს ხელფასის 80%-მდე გადაუხდიან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Recent News

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result