Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საკრედიტო ამხანაგობები თამარ მეფისა და მისი მემკვიდრეების დროს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ისტორია
0
საკრედიტო ამხანაგობები თამარ მეფისა და მისი მემკვიდრეების დროს
0
SHARES
0
VIEWS

Forbes Georgia-ს წინა ნომრებში საკმაოდ დეტალურად მქონდა აღწერილი მე-19 საუკუნის საქართველოში არსებული სავახშო კაპიტალის ფორმები და მასშტაბები.

თუმცა ამჯერად უფრო შორს წავალთ და შევჩერდეთ მე-12-13 საუკუნეების საქართველოზე, სადაც, თავიდანვე უნდა ითქვას, სავახშო კაპიტალი საკმაოდ ფართო მასშტაბებს მოიცავდა. აღნიშნულ პერიოდში არსებობდა სპეციალური ამხანაგობები, ე.წ. “ორტაღები” (მომდინარეობს მონღოლურიდან და მეპაიე კომპანიონს ნიშნავს), რომელთა არსებობა მძიმე ტვირთად დააწვა საქართველოს მოსახლეობას მე-13 საუკუნეში. ამ ამხანაგობებში ძირითადად ვაჭარ-მევახშენი იყვნენ გაერთიანებულები.

მაგალითად, ამ “ორტაღების” საქმიანობა ხშირად ნამდვილ ყაჩაღურ ხასიათს ატარებდა. წერილობითი წყაროების მიხედვით, საქართველოში სავახშო კაპიტალი და ზოგადად მევახშეობა განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, შუა საკუნეების საქართველოში სავახშო კაპიტალის გამოყენება საკმაოდ ფართოდ ხორციელდებოდა. . იდენტური აზრი არსებობდა სავაჭრო საქმიანობაზეც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სავახშო კაპიტალი და ზოგადად მევახშეობით დაკავებული ორგანიზაციები დიდ ტვირთად არ აწვებოდა საქართველოს მოსახლეობას, როდესაც ქვეყანაში შედარებით ეკონომიკური სტაბილურობა სუფევდა, საგარეო მტერი კი არ ჩანდა.

ეს ვითარება შეიცვალა მე-13 საუკუნეში, საქართველოში მონღოლთა ბატონობის დაფუძნების შემდეგ. ზემოთ ნახსენები “ორტაღები” განსაკუთრებით არაპოპულარული გახდა მონღოლების შემოსევებისას შედეგად ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონის შექმნის შემდეგ. დიდი გადასახადებისა და მორღვეული მეურნეობის გამო, ქართველი ფეოდალები მიდიოდნენ “ორტაღებში” და მინიმალურ ფასად აქირავებდნენ თავიანთი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელ საგანს – ყმა-მამულს. ამით “ორტაღები” ქვეყნის უმდიდრეს გაერთიანებებად იქცნენ, რაც, თავის მხრივ, აღატაკებდა როგორც ფეოდალებს, ასევე მოსახლეობას.

თითქოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ხელში დიდი ფულის კონცენტრაციას პოზიტიური ცვლილებები უნდა გამოეწვია, მაგრამ ეკონომიკა ამ წესებით იშვიათად მუშაობს. ამასთან დაკავშირებით საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება თანამედროვე საქართველოსთანაც, სადაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტუალური არის ფინანსური სიდუხჭირის გამო მოსახლეობაში ჭარბვალიანობის დონის ზრდა.

“ორტაღები” ფეოდალებისგან ყმა-მამულებს საკმაოდ დაბალ ფასში ყიდულობდნენ, შემდეგ კი ძვირად ასაღებდნენ. ერთ-ერთი ისტორიული საბუთის (სიგელის) მიხედვით, სოფელი ხოვლე, რომელიც აღბუღასა და მის შვილებს ეკუთვნოდა, ამ უკანასკნელებმა 1259 წელს დააგირავეს და ეს აქტი ახლად შექმნილი სპეციალური საბუთით – თამასუქით დასტურდება. თამასუქში მრავალი დეტალია ნახსენები. მათ შორის აღსანიშნავია სოფლის გამოხსნის ვადის ხანდაზმულობა. თუ დამგირავებლის მიერ მიწის გამოხსნა გარკვეულ დრომდე არ მოხდებოდა, მგირავებელს (“ორტაღს”)უფლება ეძლეოდა, მისთვის მისაღებ ნებისმიერ ფასად გაეყიდა აღბუღას ქონება. კონკრეტულ შემთხვევაში “ორტაღმა” მართლაც მიჰყიდა სოფელი სხვა მფლობელს.

საინტერესოა, რომ აღბუღამ და მისმა შვილებმა “ორტაღს’ თავისი მიწა 65 000 თეთრად მიაქირავეს/შეასყიდეს. შეიძლება იმის თქმაც, რომ რადგან ქონება ძირითადად “ორტაღების” ხელში იყო კონცენტრირებული, რეალურად მსყიდველუნარიანები მხოლოდ ისინი იყვნენ, რაც ხელოვნურად ამცირებდა ოქროს, მიწისა თუ სხვა სახის ქონების ფასებს.

“ორტაღები” – ეს სახელწოდება ისტორიულ წყაროებში მხოლოდ მე-13 საუკუნიდან ფიგურირებს, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში მანამდეც არსებობდა. “ორტაღები”, ან როგორც მათ ხშირად უწოდებენ, საკრედიტო, გამსესხებელ-დამგირავებელი ამხანაგობები, მხოლოდ იმდროინდელ საქართველოში არ იყო გავრცელებული, არამედ დამახასიათებელი იყო მთელი მახლობელი აღმოსავლეთისთვის.

უძრავ ქონებაზე გირავნობით გაცემული სესხის გარდა, “ორტაღები” ასევე ნისიად იძლეოდნენ ფულსა და საქონელს. ამ ორგანიზაციებსა და თანამედროვე გამსესხებელ დაწესებულებებს შორის ბევრი მსგავსება იკვეთება.

მართალია, “ორტაღები” დიდ ზარალს აყენებდნენ ქართველ ფეოდალებს, ეს გამსესხებელი ორგანიზაციები, თავისი პირველადი ფორმით წააგავს საბანკო ურთიერთობების პრიმიტიულ ფორმას, რომელიც იმდროინდელ საქართველოში იყო განვითარებული. საქართველოში “ორტაღების” განვითარების პარალელურად, დასავლეთ ევროპაში ისახებოდა პირველი საბანკო ურთიერთობები, რომლებიც სათავეს იტალიაში, XII საუკუნიდან იღებენ. თავდაპირველად მათ ვაჭრობით დაიწყეს და შემდგომმა განვითარებამ ისეთი რთული მექანიზმი წარმოშვა, როგორიც არის ბანკი. იტალიელები ასევე ქმნიდნენ საბანკო ფილიალებს უცხო ქვეყნის ტერიტორიებზეც.

აღნიშნული მიმოხილვა ცხადყოფს, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში თანამედროვე ტიპის საბანკო ურთიერთობების ჩასახვამდე, ფართოდ იყო გავრცელებული საკრედიტო საქმიანობა. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს პარალელურად, გამსესხებელი ორგანიზაციები ევროპის სავაჭრო ქალაქ-სახელმწიფოებში, კერძოდ იტალიაში იქმნებოდა. ვარაუდის დონეზე შეიძლება იმის თქმა, რომ, რთული გეოპოლიტიკური ვითარება რომ არა, რომელშიც საქართველო მე-13 საუკუნიდან აღმოჩნდა, ეს გამსესხებელი ორგანიზაციები შესაძლოა უფრო რთულ, უკვე საბანკო დაწესებულებებად ქცეულიყო.
ასე მოხდა მე-19 საუკუნის საქართველოში, როდესაც ფულის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობების შექმნა დაიწყო. რადგან ეს სტატია მაინც უფრო შორეულ წარსულს ეხება, აქ მხოლოდ ზოგად დეტალებზე შევჩერდები და ვახსენებ, რომ ერთ-ერთი პირველი გამსესხებელი ორგანიზაცია გახლდათ 1866 წელს დუშეთის მაზრის სოფელ მლეთაში გახსნილი ამხანაგობა. 1870-1880-იან წლებში ოცდაათამდე მსგავსი ამხანაგობა იყო დაარსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი უმეტესობა, თანხების სიმცირის გამო, მალევე იხურებოდა. მიუხედავად ამისა, 1900 წლისათვის მარტო დასავლეთ საქართველოში ფულის შემნახველ-გამსესხებელი 24 ამხანაგობა არსებობდა.

ამას მივყავართ უკვე ბანკების შექმნამდე, როდესაც ფულის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობების პარალელურად საქართველოში იქმნებოდა ბანკებიც. ასე, მაგალითად, 1866 წელს თბილისში გაიხსნა სახელმწიფო ბანკის განყოფილება, რომელსაც შემდგომ ბათუმსა და ქუთაისში ფილიალების გახსნა მოჰყვა. 1871 წელს კი დაარსდა თბილისის კომერციული ბანკი.

Previous Post

ხარისხი უპირველესია

Next Post

დღეს ლარი დოლარის მიმართ 4.3 თეთრით გამყარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
დღეს ლარი დოლარის მიმართ 4.3 თეთრით გამყარდა

დღეს ლარი დოლარის მიმართ 4.3 თეთრით გამყარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Recent News

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result