Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საკონცერტო ტურნეების შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

by Salo Papalashvili
June 3, 2024
in ბიზნესი, კულტურა, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
საკონცერტო ტურნეების შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
0
SHARES
0
VIEWS

Billboard-ის მონაცემებით, ოქტომბერ-მარტის პერიოდში, ტოპ-10 საკონცერტო ტურნეს გაყიდვები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა – ექვს თვეში ჯამურმა შემოსავალმა $1.5 მილიარდს გადააჭარბა. Billboard-ის ანგარიში არ მოიცავს ტეილორ სვიფტის Eras Tour-იდან მიღებულ შემოსავალს, რომლის მონაცემები მომღერალს Billboard Boxscore-თან არ გაუსაჯაროებია.

Billboard Boxscore-ის ანგარიში ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით ტოპ-10 ტურნეს გაყიდვებს მოიცავს. ამ ექვს თვეში ტოპ-10 ტურნეს კოლექტიურმა  შემოსავალმა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 83%-ით გადააჭარბა და შუაწლიურ ანგარიშში პირველად გადააჭარბა $1-მილიარდიან ნიშნულს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოქტომბერ-მარტის პერიოდში, ტოპ-10-დან რვა ტურნეს შემოსავალმა გადააჭარბა $100 მილიონს, მაშინ როდესაც გასულ წელს  $100 მილიონზე მეტი მხოლოდ ორმა საკონცერტო ტურნემ გამოიმუშავა. ამ ეტაპისთვის, წლის ყველაზე შემოსავლიანი ტურნე U2-ს ეკუთვნის – ჯგუფმა $230 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

Billboard-ის მონაცემებით, მეორე და მესამე პოზიციებზე ფინქი და მადონა არიან. ორივე შემთხვევაში, საკონცერტო ტურნეებიდან მიღებულმა შემოსავალმა $190 მილიონს გადააჭარბა. ჟანრების მიხედვით, ყველაზე პოპულარული როკი და პოპია, შემდეგ მოდის ქანთრი.

თუმცა, Billboard-ის მონაცემებს მიღმა, ოქტომბერ-მარტის პერიოდის ყველაზე შემოსავლიანი ტურნე ტეილორ სვიფტს ეკუთვნის. მხოლოდ ამ ექვს თვეში მომღერალმა ჯამში 26 შოუ გამართა სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. ჯერ კიდევ დეკემბერში Eras Tour-ი ისტორიაში პირველი ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმაც $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.

Pollstar-ის მონაცემებით, 2023 წელს სვიფტმა თითო კონცერტიდან საშუალოდ $17 მილიონი გამოიმუშავა და შედეგად, გასულ წელს, მილიარდერთა რიგებშიც გადაინაცვლა. Forbes-ის ანგარიშით ამერიკელი მომღერალი $1.3 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს.

Previous Post

ყველაფერი, რაც ევროპარლამენტის არჩევნებზე უნდა იცოდეთ 

Next Post

თიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება – .Net მიმართულება

Salo Papalashvili

Next Post
თიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება – .Net მიმართულება

თიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება - .Net მიმართულება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result