Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საგადასახადო კონსულტანტის როლი და მნიშვნელობა ბიზნესისთვის

by Davit Tsiramua
June 22, 2023
in ბიზნესი, ბიზნესი, მოსაზრება, ოპედი, საქართველო
0
საგადასახადო კონსულტანტის როლი და მნიშვნელობა ბიზნესისთვის
0
SHARES
0
VIEWS

დღევანდელი ბიზნესგარემო მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას. ბიზნესის ზრდას თან ახლავს როგორც სხვადასხვა სირთულე, ისე შესაძლებლობები, რაც ბიზნესის მფლობელებისგან სწრაფ და კრეატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

სხვა მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფაქტორთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოზე, აღსანიშნავია საგადასახადო რისკიც. საქმიანობის სფეროს მიუხედავად, ბიზნესის მფლობელები, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა ერკვეოდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებში. თავის მხრივ, საგადასახადო კანონმდებლობაც ხშირად იცვლება და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სფერო არ წარმოადგენს ბიზნესის მფლობელის ნიშურ ექსპერტიზას, არასწორი საგადასახადო მიდგომების შემუშავებამ შესაძლოა, ერთი შეხედვით, წარმატებული და პერსპექტიული ბიზნესი მნიშვნელოვანი საგადასახადო გამოწვევების წინაშე დააყენოს და უკიდურეს შემთხვევაში გაკოტრებამდეც მიიყვანოს.

დღეისთვის ჩამოყალიბებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მთავარი ბუღალტრისა და საგადასახადო კონსულტანტის როლი ბიზნესში ხშირად ერთნაირად აღიქმება და მეტიც, კომპანიაში საგადასახადო კონსულტანტის პოზიცია, ისევე როგორც ბევრ სხვა პოზიციასთან დაკავშირებული როლი და პასუხისმგებლობა, ხშირად მთავარი ბუღალტრის თანამდებობასთან არის შერწყმული.

მთავარი ბუღალტერი და საგადასახადო კონსულტანტი – ორივე ემსახურება კომპანიის სპეციფიკურ მოთხოვნებს, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა როლი და პრაქტიკაში ერთი ადამიანისთვის რთულია ორივე როლისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის სრულფასოვნად შეთავსება.

სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ რა განსხვავებაა მთავარ ბუღალტერსა და საგადასახადო კონსულტანტს შორის და რა უპირატესობა აქვს ამ უკანასკნელთან დაკავშირებას.

მთავარი განსხვავება ბუღალტერსა და საგადასახადო კონსულტანტს შორის მდგომარეობს მათ პროფესიულ კომპეტენციაში. მთავარი ბუღალტერი ორგანიზებას უნდა უწევდეს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის შექმნისა და წარმოების პროცესს, სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებას ყველა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ბუღალტერი ნებისმიერი კომპანიის მენეჯმენტის რგოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირია. ხშირ შემთხვევაში, მისი ხელმოწერის გარეშე ბევრი დოკუმენტი (მაგალითად, ანგარიშსწორების, ფინანსური/საკრედიტო ვალდებულებები და სხვა) ბათილად ჩაითვლება და არ უნდა იქნას მიღებული წარმოებაში. ამასთან, მისი ერთ-ერთი ამოცანაა გადასახადების სწორად გამოთვლა, ისევე როგორც მათი სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად გადარიცხვა. ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი.

ცხადია, გამოცდილ მთავარ ბუღალტერს აქვს საგადასახადო კონსულტანტის მსგავსი კომპეტენცია – მას შეუძლია, დაეხმაროს ბიზნესს ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზსა და საგადასახადო დაგეგმვაში, თუმცა ის აუცილებლად თავს დაიზღვევს და საკამათო საგადასახადო საკითხებში შეიძლება პრიორიტეტი გადასახადის ზედმეტად გადახდას მიანიჭოს, შესაბამისი რისკისა და პასუხისმგებლობის მინიმიზაციის მიზნით. რაც, ერთ ადამიანზე დელეგირებული პასუხისმგებლობის პირობებში, სრულიად გასაგები იქნება.

თავის მხრივ, საგადასახადო კონსულტანტი არის პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზებულია საგადასახადო კანონმდებლობასა და საგადასახადო დაგეგმვაში; სიღრმისეულად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადების ადმინისტრირების სპეციფიკას, რეგულაციებს, შეზღუდვებს, საერთაშორისო და ორმაგი დაბეგვრის სტანდარტებს. საგადასახადო სპეციალისტის ერთ-ერთ მოვალეობას, დაბეგვრის სპეციფიკიდან გამომდინარე, წარმოადგენს განსხვავებულ და რთულ ქეისებზე დასაბეგრი ოპერაციის სწორად განსაზღვრა, რაც თავისთავად გულისხმობს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეულ ცოდნას. მოცემული კი თავისთავად განასხვავებს მას ბუღალტრის კომპეტენციისგან. საგადასახადო კონსულტანტს შეუძლია, ითანამშრომლოს როგორც გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებთან, ისე სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიებთან. კომპანიებისა და ფიზიკური პირების საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაბეგვრის პრინციპები განსხვავებულად გავრცელდეს სხვადასხვა საქმიანობაზე, რისი ცოდნაც საგადასახადო სპეციალისტის კომპეტენციაში შედის, ხსენებულის სიღრმისეული ცოდნა კი ბუღალტერს არ მოეთხოვება. საგადასახადო კონსულტანტის პასუხისმგებლობაა კომპანიაში საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმალური მოდელის შემუშავება, სადაც დაცული იქნება ბალანსი კანონის ფარგლებში გადასახადების მინიმიზაციასა და შესაბამის საგადასახადო რისკს შორის.

ამრიგად, საგადასახადო კონსულტანტის ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას კომპანიაში მთელი რიგი უპირატესობები აქვს:

  • საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობა. საგადასახადო კონსულტანტი მოქმედებს მხოლოდ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე და მის კომპეტენციაში შედის როგორც შესაძლო საგადასახადო რისკისა და შედეგების თავის არიდება, ისე დახმარება უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში;
  • დოკუმენტებთან მუშაობა. სათანადო დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ერთმა, თუნდაც უმნიშვნელო, შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სირთულეები, როგორიცაა საგადასახადო შემოწმება, გამოძიება, და, რაც მთავარია, დამატებითი ფინანსური სანქციები;
  • საგადასახადო კონსულტანტი მუდმივად აკვირდება მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმების „ტენდენციებს“;
  • მას შეუძლია, პროფესიონალურად წარმოადგინოს და დაიცვას გადამხდელის ინტერესები საგადასახადო ორგანოებში;
  • ის მუდმივად აკვირდება საკანონმდებლო ცვლილებებს და დროულად რეაგირებს ასეთი ცვლილებებით გამოწვეულ ვალდებულებებზე;
  • საგადასახადო კონსულტანტი უნდა აცნობიერებდეს კომპანიაში ფინანსური ბიზნესპროცესების ორგანიზების არსს და პრინციპებს და, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდეს საგადასახადო სტრატეგიის შემუშავებაში.

დაბოლოს, საგადასახადო კოდექსის სპეციფიკის გაგება სულაც არ არის ადვილი და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კანონმდებლობაში ხშირად შედის სხვადასხვა ცვლილება, ცხადი ხდება, რომ საგადასახადო კონსულტანტის გარეშე შეუძლებელია კომპანიის საგადასახადო სტრატეგიის სწორად შემუშავება. სწორედ ამიტომ, დღეს ისეთი სერვისი, როგორიცაა საგადასახადო კონსულტაცია, საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია.

საგადასახადო კონსულტანტის პროფესია აქტიურად იპყრობს შრომის ბაზარს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში. თითოეულ ქვეყანას აქვს ამ პროფესიის საკუთარი ისტორია და ტრადიციები. საკანონმდებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკონომისტები მთელ მსოფლიოში საგადასახადო-საკონსულტაციო მომსახურების სფეროს ყოფენ სახელმწიფოს მიერ რეგულირებად და თვითრეგულირებად სფეროებად.

საქართველო მიეკუთვნება საგადასახადო კონსულტანტების მომსახურების თვითრეგულირებადი ბაზრის მქონე ქვეყნებს. ასეთი ქვეყნებია ასევე დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ბელგია, ფინეთი და შვეიცარია. ხოლო ქვეყნები, სადაც არსებობს საგადასახადო საკონსულტაციო კანონი, მოიცავს მაგ., გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, იტალიას.

ცხადია, მომსახურების ამ სფეროში თვითრეგულირებადი ბაზრის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ საგადასახადო კონსულტაციის მარეგულირებელი კანონის არარსებობა იწვევს ქაოსს ამ ინდუსტრიაში. როგორც წესი, ასეთ ქვეყნებში საგადასახადო კონსულტანტების საქმიანობაზე გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი პროფილის პროფესიული ორგანიზაციები. მით უფრო, რომ მსგავსი პროფესიული ორგანიზაციებისა თუ სხვა მაკონტროლებელი ორგანიზაციების მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა საგადასახადო-საკონსულტაციო მომსახურების გამწევი აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანიების პერიოდული ხარისხის კონტროლის განხორციელებას.

ამრიგად, საგადასახადო კონსულტანტი შეიძლება იყოს დასაქმებული ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს თავის ფუნქციას კომპანიაში, თუმცა, ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, საქართველოში დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება აუტსორსინგი როგორც ბუღალტერიის, ისე საგადასახადო მიმართულებით, რაც გულისხმობს სპეციფიკური საკონსულტაციო კომპანიის დაქირავებას, რომელიც დამქირავებელს უწევს საგადასახადო-საკონსულტაციო მომსახურებას.

მოდი, განვიხილოთ, რას ნიშნავს საგადასახადო კონსულტაცია. სინამდვილეში ეს საკმაოდ ფართო ცნებაა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ საგადასახადო აღრიცხვის საკითხებზე კონსულტაციებით. საგადასახადო კონსულტაციაში დახელოვნებული კომპანიის სპეციალისტები ასევე კარგად ერკვევიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბუღალტერია, საგადასახადო აუდიტი, საერთაშორისო სტანდარტები, საერთაშორისო საგადასახადო პრაქტიკა და მიდგომები, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეისწავლონ შესაძლო რისკი და განახორციელონ საგადასახადო დაგეგმვა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგადასახადო კონსულტანტები სწავლობენ კომპანიის მუშაობის სპეციფიკას, გამოყოფენ შეცდომებს და ხარვეზებს და ხელს უწყობენ მათ აღმოფხვრას, რაც საბოლოოდ იწვევს საქმიანობის ოპტიმიზაციას, ისევე როგორც ნებისმიერი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსის – დროის რესურსის დაზოგვას.

ამასთან, საგადასახადო კონსულტაციაში სპეციალიზებული საერთაშორისო ქსელში შემავალი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების შეძენისას, გასათვალისწინებელია ის საერთაშორისო პრაქტიკაც, რომელზეც ამგვარი კომპანიის თანამშრომელს ხელი მიუწვდება კომპანიის ფართო საერთაშორისო ქსელის პოტენციალისა და ცოდნის გაზიარების ბაზაზე.

აშკარაა, რომ დღევანდელი ბიზნესსაჭიროებებიდან გამომდინარე, ბაზარზე გაჩნდა საგადასახადო კონსულტანტის მომსახურების აუცილებლობა, რომლის როლიც ბევრად უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია, რაც საგრძნობლად ამარტივებს როგორც ბიზნესპროცესების დაგეგმვას, მიმდინარეობას, საგადასახადო რისკის მართვას და ოპტიმიზაციას, ასევე დროის მენეჯმენტს ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის.

Previous Post

როგორ გამოიყურება BlackRock-ის პორტფელი?

Next Post

მილიარდერები და CEO-ები, რომლებიც ჯო ბაიდენისა და ნარენდრა მოდის ვახშამს ესწრებოდნენ

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მილიარდერები და CEO-ები, რომლებიც ჯო ბაიდენისა და ნარენდრა მოდის ვახშამს ესწრებოდნენ

მილიარდერები და CEO-ები, რომლებიც ჯო ბაიდენისა და ნარენდრა მოდის ვახშამს ესწრებოდნენ

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result