Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საემიგრაციო სამართლის ძიებაში

by Davit Tsiramua
December 20, 2023
in ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
საემიგრაციო სამართლის ძიებაში
0
SHARES
0
VIEWS

წლების წინ, უკრაინიდან ნიუ-იორკში ემიგრაციის შემდეგ, ლეონარდ გენდელბეგმა იურიდიული კომპანია GENDELBERG LAW დააარსა, რომელიც ადამიანებსა და ბიზნესებს სამართლებრივი სირთულეების დაძლევაში ეხმარება. კომპანია ქართველ იურისტებს ასაქმებს, რაც ქართული ბაზრის მიმართ განსაკუთრებულ აქცენტს განაპირობებს. საემიგრაციო გამოწვევების შესახებ FORBES GEORGIA ლეონარგ გენდელბერგს ესაუბრა.

თავდაპირველად, თქვენი ისტორია გაგვიზიარეთ – რა გავლენა მოახდინა მან საემიგრაციო სამართლით დაინტერესებასა და Gendelberg Law-ს დაფუძნებაზე?

1979 წელს ჩვენი ოჯახის ნიუ-იორკში გადასახლება იყო გადამწყვეტი მომენტი, რამაც საემიგრაციო სამართლით ჩემი დაინტერესება განაპირობა. მივიღე აკადემიური განათლებაც, 2004 წელს დავამთავრე SUNY Empire State College-ი მეცნიერების ბაკალავრის ხარისხით, 2008-ში კი Hofstra University School of Law-ში სამართალი ვისწავლე.

როგორც Gendelberg Law-ის მმართველი პარტნიორი, ყოველთვის ვცდილობ, პირადი პერსპექტივა კომპანიის პრაქტიკაში გადავიტანო, რადგან თვითონაც მომიწია უკრაინიდან ემიგრაცია და საკუთარ თავზე გამოვცადე ის სირთულეები, რომლებსაც ემიგრანტები აწყდებიან. ახლა უკვე ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის საიმიგრაციო იურისტთა ასოციაციის, ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის წევრები ვართ და კლიენტების ინტერესებს მთელი ამერიკის მასშტაბით ვიცავთ.

რა გამოარჩევს Gendelberg Law-ს სხვა იურიდიული კომპანიებისგან?

Gendelberg Law-ს უნიკალური, კლიენტის ინდივიდუალურ საემიგრაციო შემთხვევაზე მორგებული მიდგომა გამოარჩევს. გვესმის, რომ ყველა მათგანი განსხვავებულია და კონსულტაციები, სტრატეგია ესაჭიროება. ამ კონსულტაციების განმავლობაში, ჩვენი ადვოკატები საგულდაგულოდ აანალიზებენ მათ მდგომარეობას, პოტენციურ წინაღობებსა და სტრატეგიებს, რომლებიც კლიენტს მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

ამის კარგია მაგალითია არიზონაში დაკავებული ქართველი ემიგრანტის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის შემთხვევა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული საქმიანობის გამო ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა საქართველოში და თავშესაფარი აშშ-ში ითხოვა. ჩვენი დახმარებით კი სასამართლოზე სასურველი შედეგი დადგა – ის გათავისუფლდა და შეერთებულ შტატებში თავშესაფარიც მიიღო.

რომელი ქვეყნების მცხოვრებლებს უწევს მომსახურებას კომპანია და როგორია ტენდენციები ქართველ ემიგრანტებთან დაკავშირებით?

Gendelberg Law-ს მრავალეროვანი კლიენტურა ჰყავს, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზეა. ამერიკა ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი გახდა და 2000-2020 წლებში მათი რაოდენობა გაორმაგდა კიდევაც. მათი უმეტესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში დასახლდა, კერძოდ, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიაში.

უფრო კონკრეტულად, რა სპეციფიკურ შემ­თხვევებზეა კომპანია ორიენტირებული და რა სირთულეებს აწყდებით მათზე მუშაობის პროცესში?

თავშესაფარი, ოჯახური გარემოებები და ქალების წინააღმდეგ ძალადობა – ეს ჩვენი მიმართულებების არასრული ჩამონათვალია. ცხადია, მათთან გამკლავებისას გამოწვევებსაც ვაწყდებით. საემიგრაციო შემთხვევის კომპლექსურობა და პროცესის ხანგრძლივობა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს. საჭიროა ზედმიწევნით მომზადება, დეტალური დოკუმენტაცია, სამხილები, მოწმეების ჩვენებები, ანგარიშები ქვეყნის მდგომარეობის შესახებ და სხვა.

სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობისას თუ არის პრობლემები?

ამ მხრივ ყველაზე დიდი გამოწვევა ენის ბარიერია, რაც თარჯიმნებსა და ორენოვან იურიდიულ პერსონალს მოითხოვს მკაფიო და ზუსტი კომუნიკაციისთვის. კლიენტებს შესაძლოა, სხვადასხვა მოლოდინი და ცოდნა ჰქონდეთ სამართლებრივი პროცესის შესახებ, ამიტომაცაა საჭიროა ახსნა-განმარტებები და რჩევები, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში საემიგრაციო კანონებისა და პოლიტიკური ვითარების ცვალებადობის გათვალისწინება. კლიენტებთან ნდობის დამყარება მოითხოვს პატივისცემას მათი უნიკალური კულტურული ნორმებისა და გამოცდილების მიმართ.

კლიენტების ნდობას როგორ მოიპოვებთ?

პრიორიტეტს ღია კომუნიკაციას ვანიჭებთ. მუდმივად ვაწვდით კლიენტებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა სამართლებრივი პროცედურები და მათი საქმის განხილვა. გამჭვირვალეა ჩვენი საფასო სტრუქტურა და მიდგომები, რაც სიცხადეს უზრუნველყოფს. ფირმის გამოცდილება საემიგრაციო კანონმდებლობაში, კონფიდენციალურობისა და ეთიკური სტანდარტების დაცვა გვეხმარება კლიენტების ნდობის დამსახურებაში.

ფასებზე უფრო მეტს ხომ არ გვეტყვით?

კლიენტზე მორგებულ, ფიქსირებული გადასახადის სტრუქტურას ვიყენებთ. გვაქვს მცირე დეპოზიტის ვარიანტიც დაბალი თვიური გადასახადით.

იურიდიული საქმიანობის მიღმა, ეხმარება თუ არა Gendelberg Law ემიგრანტებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში შესაბამისი სტატუსის მოპოვების შემდეგ?

გვესმის, რომ სამართლებრივი სტატუსის მოპოვება ახალი ეტაპის დასაწყისია კლიენტების ცხოვრებაში და არ მოიცავს მხოლოდ იურიდიულ სისტემაში გარკვევას, ამიტომ ჩვენი როლი ინტეგრაციის პროცესშიც მრავალმხრივია. ემიგრანტებს ერთგვარ გზამკვლევს ვთავაზობთ, თუ როგორ მიიღონ წვდომა და გამოიყენონ სასიცოცხლო რესურსები, მათ შორისაა დასაქმება, საგანმანათლებლო პროგრამები, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები. რეალურად, Gendelberg Law ცდილობს, კლიენტებისთვის იყოს ყოვლისმომცველი დამხმარე სისტემა, რომელიც მათ ემიგრაციის პროცესში და მის ფარგლებს გარეთაც დაეხმარება.

საემიგრაციო უფლებებისა და პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას თუ უწყობთ ხელს?

საგანმანათლებლო ინიციატივებისა და ერთგული იურიდიული მომსახურების კომბინაციით, Gendelberg Law მნიშვნელოვან როლს ასრულებს საემიგრაციო საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაშიც. საზოგადოების მხარდაჭერის მცდელობები მრავალმხრივი და მუდმივია, მოიცავს საემიგრაციო კანონის სხვადასხვა ასპექტზე ფოკუსირებული სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზებას. ეს საგანმანათლებლო ინიციატივები გამიზნულია სამართლებრივი პროცესის დემისტიფიკაციაზე და პიროვნებების გაძლიერებაზე, მათი უფლებების მკაფიო განსაზღვრაზე. ამრიგად, კლიენტები დახმარებას იღებენ სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში, საზოგადოება კი უფრო მეტად ინფორმირებული და მხარდამჭერი ხდება.

რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ხედავთ ემიგრანტებისთვის ამჟამინდელ პოლიტიკურ და სამართლებრივ კლიმატში?

დღევანდელი პოლიტიკური თუ სამართლებრივი მოცემულობა სავსეა როგორც გამოწვევებით, ისე შესაძლებლობებით. გარემო მოითხოვს ადაპტირებას, პოლიტიკის ცვლილებების სიღრმისეულ გაგებასა და კლიენტების მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას. აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობა, რომელიც ემიგრანტთა გადატვირთული ნაკადებითა და მუდმივი დეპორტაციებით ხასიათდება, საემიგრაციო სისტემის გამოწვევებსა და გამოცდილი სამართლებრივი ორგანიზაციის საჭიროებას უსვამს ხაზს.

გარდა ამისა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ცვალებადმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით, ტრამპის დროინდელი ზოგიერთი დირექტივის აღდგენამ, საემიგრაციო კანონმდებლობაში ბუნდოვანება შეიტანა, რაც ადვოკატებისთვის გადამწყვეტია, რომ ინფორმირებულნი და მოქნილები იყვნენ.

პოლიტიკური განხეთქილება საემიგრაციო პოლიტიკაზე ასევე მრავალშრიან გაურკვევლობას იწვევს, რასაც ამწვავებს შეერთებული შტატების საემიგრაციო სისტემის ნელი რეაგირება კონკრეტული ემიგრანტების შემთხვევებზე. ამ გამოწვევების ფონზე, ემიგრანტების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია, რაც კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნის იურიდიული ფირმისთვის.

დასაქმების თვალსაზრისით, მიმდინარე საემიგრაციო პოლიტიკასა და აშშ-ის შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის შეუსაბამობა წარმოადგენს კიდევ ერთ სფეროს, რომლისთვისაც იურიდიული ექსპერტიზა გადამწყვეტია. საემიგრაციო იურისტებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ ამ უფსკრულის გადალახვაში, რათა პოლიტიკა უფრო მეტად შეესაბამებოდეს ეკონომიკურ რეალობას.

აღსანიშნავია, რომ საემიგრაციო პოლიტიკის პოტენციურმა ცვლილებებმა მომავალი ადმინისტრაციების პირობებში შესაძლოა, უფრო შემზღუდავი ზომები გამოიწვიოს. თუმცა პოლიტიკური განვითარება იძლევა საემიგრაციო სისტემის მოდერნიზების საშუალებას და იურიდიული წარმომადგენლებისთვის ახალ შესაძლებლობებსაც.

რა მთავარი ცვლილებებია საემიგრაციო პოლიტიკაში და როგორ იმოქმედა ამან Gendelberg Law-ის სერვისებზე?

ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა საემიგრაციო კანონებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენ მიერ მოწოდებულ სერვისებზე. საემიგრაციო პოლიტიკისთვის მშფოთვარე 2022 წელს ადაპტირება მოგვიწია დინამიკურ სამართლებრივ გარემოსთან, რაც სასაზღვრო, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულმა განახლებებმა განაპირობა.

მიმდინარე წელს, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ COVID-19-ის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, სასაზღვრო შეზღუდვების დასრულებასაც ველოდებით და შესაძლოა, ამ ცვლილებამ საემიგრაციო აქტივობის ზრდა გამოიწვიოს, რისთვისაც კომპანია აქტიურად ემზადება.

მოველით, რომ პრიორიტეტად კვლავ საზღვრის უსაფრთხოება დარჩება. პოლიტიკური კლიმატი კი მოითხოვს, Gendelberg Law კომპეტენტური დარჩეს საემიგრაციო დაბრკოლებების გადალახვის საკითხში და ეფექტიანად დაიცვას კლიენტების ინტერესები.

S

Previous Post

რას ვყიდით ევროკავშირში – საქართველოს 10 უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი

Next Post

სასამართლომ Binance-ს CFTC-ისთვის $2.7 მილიარდის გადახდა დააკისრა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
სასამართლომ Binance-ს CFTC-ისთვის $2.7 მილიარდის გადახდა დააკისრა

სასამართლომ Binance-ს CFTC-ისთვის $2.7 მილიარდის გადახდა დააკისრა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Overview – 9139

July 1, 2026

Company Update – 9865

July 1, 2026

Blog Post – 9179

July 1, 2026

About Us – 7121

June 30, 2026

Recent News

Overview – 9139

July 1, 2026

Company Update – 9865

July 1, 2026

Blog Post – 9179

July 1, 2026

About Us – 7121

June 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result