Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

სადაზღვევო კომპანია არდი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

by Davit Tsiramua
April 12, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სადაზღვევო კომპანია არდი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია არდი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის.

განვითარების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიულ გაყოფას განახორციელებს და ბაზარზე ორი კომპანიით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება სრულად ლიცენზირებული, მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელიც მოემსახურება როგორც პერსონალურ სადაზღვევო რისკებს (მათ შორის ჯანმრთელობის), ისე ყველა ტიპის ქონებრივ (ქონება, ავტომობილები, ტვირთები და ა.შ) სადაზღვევო პროდუქტებს, ხოლო მეორე კომპანია – სს სადაზღვევო კომპანია „არდი P&C” ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ნიშურ სადაზღვევო პროდუქტებზე, როგორიც არის – ფინანსური რისკების (საბანკო გარანტიების) დაზღვევა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები. საწყის ეტაპზე ორივე კომპანია არდის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.

სტრატეგიული გაყოფის პარალელურად და მომავალი მრავალწლიანი განვითარების შესაბამისად, შეიცვლება არდის აქციონერთა სტრუქტურა და მულტიპროფილურ სს არდი დაზღვევაში ინვესტირებას მოახდენს საქართველოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია – სს საქართველოს კაპიტალი („Georgia Capital“), რომლის აქციები 2018 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მლნ ლარამდეა, რაც საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმია.

როგორც სს არდი დაზღვევას, ისე სს Georgia Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სტრატეგიული განვითარების ეს მოდელი პირველია ქართული ბაზრისთვის, მაგრამ არაერთი წარმატებული მაგალითი აქვს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს.

“არდი გამორჩეული მოთამაშეა დღეს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე საინტერესო და დინამიურად განვითარებადი ისტორიით. მისასალმებელია ჩვენი ჯგუფისთვის ასეთი ღირებული ბრენდის შემომატება. ინვესტიცია, რომელიც ხორციელდება სტრატეგიული გაყოფის შემდეგ ფორმირებულ მულტიპროფილურ არდიში, მიმართული იქნება ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ და თვითმყოფადობის გაზრდისკენ“ – აცხადებს სს „Georgia Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური.

“არდის მენეჯმენტისა და აქციონერების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეს დასავლური მოდელი, ემსახურება კომპანიის სამომავლო, გრძელვადიანი განვითარების იმ ხედვას, რომლის მიხედვითაც, არდი უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტების ბაზრის მაღალრეიტინგული კომპანიების რეგულაციებს. გვჯერა, რომ ტრანსფორმაციის ეს ახალი გზა არდის კიდევ უფრო წარმატებული მომავლის წინაპირობა იქნება“ – აცხადებენ სს არდი დაზღვევას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არმაზ თავაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვოლფგანგ ვანდი ერთობლივ განცხადებაში.

„წელს არდი 14 წლის ხდება. ის გაიზარდა ყველა იმ არდელთან ერთად, ვინც დაუღალავად შრომობდა, ფიქრობდა და ირჯებოდა ამ პერიოდის მანძილზე. განვითარების ამ გზაზე გაიზარდა არდის ხედვები და გეგმებიც. შესაბამისად, ცვლილებების დრო მოვიდა. ჩვენთვის, არდელებისთვის, და დაზღვეული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, საზოგადოების კიდევ უფრო მძლავრი დასაყრდენი გახდეს; ამასთან, არდი შეინარჩუნებს თვითმყოფადობასა და იმ დამახასიათებელ უნიკალური თვისებებს, რის გამოც უკვე მეორე ათწლეულია მომხმარებელი ბრენდს გამოარჩევს სხვებისგან. განხორციელებული ეს უმსხვილესი, ახალი ინვესტიცია და სტრატეგიული ფოკუსირება კი იმის გარანტია იქნება, რომ არდელები შევძლებთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ენერგიით“ – აცხადებს სს არდი დაზღვევას გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

Previous Post

დეკემბერში საარსებო მინიმუმი 249.7 ლარამდე შემცირდა

Next Post

ARDI Insurance Officially Announces About the Next Stage of Its Institutional Development and Prepares for Strategic Demerger

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour-ი Impact Hub-ის პრეაქსელერატორის პროექტის ფარგლებში ესტონეთში გაემგზავრება

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour-ი Impact Hub-ის პრეაქსელერატორის პროექტის ფარგლებში ესტონეთში გაემგზავრება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result