Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სად ვისწავლოთ 2014

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
სად ვისწავლოთ 2014
0
SHARES
0
VIEWS

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

Forbes-ის საერთაშორისო გამოცემის საიტზე „განათლება“ შემთხვევით არაა „ლიდერობის“ ქვეგანყოფილება. მსოფლიოს ჰყავს უმაღლესი განათლების არმქონე დიდი ბიზნესმენებიც, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს: საშუალოდ, უმაღლესდამთავრებულთა შემოსავლები ბევრად მაღალია. კანონზომიერება კიდევ უფრო მკაცრია საზოგადოებრივი სტატუსისთვის. არსებობს პოლიტიკური ლიდერების „ინკუბატორი“ უნივერსიტეტები.

წარმატებული ადამიანები ირჩევენ კარგ უმაღლესებს თუ კარგი უმაღლესები ქმნიან წარმატებულ ადამიანებს? როგორც უამრავი რამ ცხოვრებაში, ესეც „ქათმისა და კვერცხის“ დილემაა.

ფაქტია, რომ ინტერნეტი სულ უფრო აადვილებს სახლიდან გაუსვლელად ხარისხიანი განათლების მიღებას. თუ ინგლისური კარგად იცი, საკუთარ სავარძელში უკვე თითქმის იმავე წარმატებით შეგიძლია დაეუფლო საბაზრო ანალიტიკის მწვერვალებს, როგორც ჰარვარდისა და ბერკლის აუდიტორიებში.

მაგრამ კარგი უნივერსიტეტი არამხოლოდ კარგი სასწავლო კურსებია: პირველ რიგში, (როგორც უკვე ვთქვით) წარმატებული ადამიანების თავმოყრის ადგილია. კონტაქტები ყველგან და ყოველთვის მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი დოკუმენტია: „კარგი დიპლომი“ დღემდე გადამწყვეტია ბევრ მაღალანაზღაურებად სფეროში (სახელმწიფო და აკადემიურ კარიერაზე ხომ ზედმეტია საუბარი). მესამე — ინფრასტრუქტურა: საუნივერსიტეტო ლაბორატორიებსა და ბიზნესკორპორაციებს შორის თხელი ზღვარია. ძლიერ უმაღლესებს უშუალო კავშირები აქვთ ინდუსტრიასთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან. ამას ემატება ნაკლებად ოფიციალური, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი: უმაღლესში სწავლა, როგორც უცხოეთში მოხვედრის საშუალება „განვითარებადი“ ქვეყნების ახალგაზრდებისთვის.

მოკლედ, მიზეზები, რატომაც უამრავი ადამიანი აკვირდება საუკეთესო უნივერსიტეტების ყოველწლიურ სიებს, საკმარისზე მეტია. ასეთი სიების შეჯერება ქართველ სწავლის მძებნელებს რამდენიმე გამოკვეთილ მიმართულებას აჩვენებს:

1.   ინგლისურენოვანი ქვეყნები

არც მეტი, არც ნაკლები: ყოველი მეორე ტოპ-უნივერსიტეტი ინგლისურენოვან ქვეყანაშია. „ტაიმსის“ ტოპ-ოთხასის შემთხვევაში, შეიძლება იფიქრო, „ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს“. მაგრამ იგივე მდგომარეობაა შანხაის (ჩინურ) ტოპ-ხუთასში და სრულიად განსხვავებული მეთოდოლოგიით შედგენილ ვებომეტრიქსის (ესპანურ) რეიტინგში. თუ ჩრდილო ამერიკაში (აშშ, კანადა) ან ბრიტანულ კუნძულებზე გამგზავრება ბანალურად გეჩვენებათ, ოცზე მეტ რეიტინგულ უნივერსიტეტს ნახავთ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ინგლისურენოვანი ქვეყნების ლიდერობა განსაკუთრებით გამოკვეთილია სამივე სარეიტინგო სიის პირველ ასეულში. ჰარვარდი და სტენფორდი, ემ-აი-თი და კალტექი (მასაჩუსეტსისა და კალიფორნიის ტექნოლოგიურები), ოქსფორდი და კემბრიჯი – მათ წლებია, კონკურენტი არ ჰყავთ.

მოცემულობას ორი რამ ამყარებს: ეკონომიკური სიძლიერე და ინგლისურის, როგორც დე ფაქტო საერთაშორისო ენის სტატუსი. სადაც უნდა წახვიდე, წარმატებული კარიერისთვის ინგლისური საჭიროა. თანაც არა „საყველპურო“, საბჭოეთში რომ „კარგ ცოდნას“ უწოდებდნენ, არამედ ისეთი, რომ შვედ ან ჰოლანდიელ გამყიდველთან მაინც არ შერცხვე. ინგლისურენოვან ქვეყანაში სწავლით ორ ბონუს-კურდღელს იჭერ: უკეთ ეუფლები საერთაშორისო ენას და მეორე უცხო ენის სწავლის საჭიროებას თავიდან იცილებ.

თუ ბაკალავრიატის შემდეგ აპირებთ წასვლას, ორ თავისებურებას წააწყდებით: დოქტორანტურა მაგისტრატურას მოიცავს ხოლმე და შედარებით ხანგრძლივია, ცალკე მაგისტრატურა კი ერთწლიანია.

2.   გერმანულენოვანი ქვეყნები

გერმანია, ავსტრია და შვეიცარიული უნივერსიტეტების ნახევარი: ლუდი, სარდელები და ბევრი საშუალოდ წარმატებული უნივერსიტეტი (ორმოცდაათი – შანხაის ტოპ-ხუთასიდან). ამ მიმართულებით გამგზავრებას ბევრად უკეთესი მიზეზები აქვს, ვიდრე სუპერმარკეტებში წვრილმანი ქურდობაა. პირველ რიგში, ეს სწავლის ძალიან დაბალი, „ფორმალური“ გადასახადია. თუ გერმანულ უნივერსიტეტში ჩაირიცხე, გრანტიც რომ ვერ მოიპოვო, მხოლოდ „ცხოვრების ფული“ დაგჭირდება, რაც შეიძლება სტუდენტური სამუშაოებით დაფარო.

გერმანულის საკმარისად სწავლისთვის საქართველოში ბევრად მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე, დავუშვათ, იტალიურის ან ესპანურის. ვიკიპედიის სტატიებისა და ზოგადად ინტერნეტრესურსების რაოდენობით, ინგლისურის შემდეგ გერმანული მეორეა.

ცალკე აღსანიშნავია ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც „ტაიმსის“ სიაშიც და შანხაის ვერსიითაც პირველ ოცეულშია. „ძლიერია“ ასევე მიუნხენის ტექნიკური, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტები გერმანიაში.

3.   სკანდინავია, ბელგია, ნიდერლანდი

პატარა ჩრდილოურ ქვეყნებში იმაზე მეტი რეიტინგული უნივერსიტეტია გაბნეული, ვიდრე მოსახლეობით გაცილებით დიდ სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში (45 „ტაიმსის“ ტოპ-ოთხასიდან). ნიდერლანდის გამოკლებით და გერმანიის მსგავსად, აქაც სწავლა პრაქტიკულად უფასოა. ამასთან ერთად, გაცილებით მეტია ინგლისურენოვანი პროგრამა და განსაკუთრებით მაღალია მეცნიერების ხარისხი. ზოგადად, ჩრდილოეთი ევროპა ყველაზე მეტადაა ინტეგრირებული ინგლისურენოვან სამყაროსთან, რაც მოსახლეობაში ინგლისურის ცოდნაზეც აისახება. აქ ცხოვრებას თავისუფლად შეძლებთ ადგილობრივი ენის სწავლის გარეშე. თუმცა ღრმად ინტეგრირებისთვის მაინც უნდა ისწავლოთ – ამ მხრივ ფინური ან ნორვეგიული ცალსახად აგებს უფრო „დიდ“ ენებთან. ნიდერლანდური საკუთრივ ნიდერლანდის გარდა ბელგიის ფლანდრიულ ნახევარშიც გამოგადგებათ.

მედიკოსებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია კაროლინსკა ინსტიტუტი სტოკჰოლმში, რომელიც „ტაიმსისა“ და შანხაის საუკეთესო ორმოცდაათშია, სპეციალიზებულ სამედიცინო სიებში კი საუკეთესოა აშშ-ისა და ბრიტანეთის გარეთ. მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების რაოდენობით ნიდერლანდი გამოირჩევა: შვიდი „ტაიმსის“ საუკეთესო ასეულში. იქვეა ლიუვენისა და გენტის (ბელგია) და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტები.

4.   ფრანგულენოვანი და სამხრეთი ევროპა

ფრანგული არამხოლოდ სიყვარულის ენაა, პარიზი კი არამხოლოდ მოდის დედაქალაქი: „ტაიმსის“ ტოპ-ასში ოთხი ფრანგული უნივერსიტეტია და ოთხივე პარიზშია. ფრანგულადვე შეგიძლიათ დაეუფლოთ ტექნოლოგიურ დარგებს შვეიცარიულ ლუზანაში (და ციურიხთან შედარებით ბევრს არ წააგებთ). მოკლედ, ტინეიჯერული ძიებებისას დიუმას ცენტრში ბოდიალმა შეიძლება პრაგმატული შედეგიც გამოიღოს.

სამხრეთი ევროპა, რამდენადაც უფრო ცხელია კლიმატით და ტემპერამენტით, იმდენადვე უფრო გრილი – აკადემიურად. რჩეულთა შორის რჩეულ უმაღლესებს აქ ვერ ნახავთ. თუმცა, იტალია-ესპანეთში ნახავთ საკმარისზე მეტ უნივერსიტეტს სარეიტინგო სიების მეორე ეშელონიდან „ტაიმსის“ მესამე და შანხაის მეორე ასეულში). ქართული სასწავლებლებისთვის ჯერჯერობით ესეც საოცნებო ზონაა.

5.   აღმოსავლეთი აზია

კატეგორიები ტოპ-უნივერსიტეტების რაოდენობის მიხედვით რომ დაგველაგებინა, აღმოსავლეთი აზია მეორე უნდა ყოფილიყო (სამოცი ვებომეტრიქსის ტოპ-ოთხასში). ჩინური უმაღლესები სარეიტინგო სიებში ეკონომიკის ზრდასთან ერთად მრავლდება. იზრდება აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით ევროპელებისა და ამერიკელების ნაკადიც. ამ ნაკადში, ეგზოტიკის მოყვარულ ტურისტებთან ერთად, სულ უფრო მეტი ამბიციური პროფესიონალია, რომელსაც დასაქმების შესანიშნავი პერსპექტივები იზიდავს. შესაბამისად, სასწავლებლად აღმოსავლეთით გამგზავრებაც უფრო ჩვეულებრივი და ნაკლებად ექსპერიმენტული ამბავი ხდება.

ბარიერი შეიძლება იყოს ჩინური ან იაპონური დამწერლობის სწავლა. თუმცა, ვინც ბარიერს გადალახავს, დიდ დამატებით შესაძლებლობებსაც შეიქმნის. როგორც ყველგან, არის ინგლისურად სწავლის ვარიანტებიც.

რეგიონის უძლიერესებია („ტაიმსის“ ტოპ-ორმოცდაათი): ტოკიოს, სინგაპურის ეროვნული, ჰონკონგის, პეკინისა და ფოჰანგის (კორეა) უნივერსიტეტები. წინა სტატიაში „East is West: სასკოლო განათლების ახალი რეალობა“ შევეხეთ აზიელების დომინაციას სასკოლო განათლებაში. მოსალოდნელია, მათი უმაღლესები ამან კიდევ უფრო გააძლიეროს.

6.   დანარჩენი მსოფლიო

აქ ყველაზე საინტერესო (და „სავოკების“ გულის გასახეთქი) ალბათ თურქული უნივერსიტეტებია: ხუთი „ტაიმსის“ ტოპ-ოთხასში. ეს მაშინ, როდესაც ხუთი უმაღლესითაა წარმოდგენილი მთელი პოსტსაბჭოეთი, აღმოსავლეთევროპიანად. ასე რომ, თუ დემირელში ან რაიმე სხვა მიზეზით ისწავლეთ თურქული, სწავლის გასაგრძელებლად სამეზობლოში გადასვლა ერთბაშად არ გამორიცხოთ. ახლობლების მოსანახულებლად ხშირად მობრუნებაც არ გაგიჭირდებათ. რეიტინგული უნივერსიტეტები არის ისრაელშიც.

თუ სისხლი გიჩქეფთ, გინდათ კარნავალები, ფეხბურთი, სამბა და შორს გამგზავრების არ გეშინიათ – ბრაზილიაშიც მოიძებნება ხარისხიანი უმაღლესები და სწრაფად მზარდი ეკონომიკაც დაგხვდებათ.

თითებზე ჩამოვთვალოთ „ტაიმსის“ სიის საუკეთესო აღმოსავლეთევროპულებიც: კარლის უნივერსიტეტი პრაღაში (ჩეხეთი), კრაკოვის იაგელონური და ვარშავის (პოლონეთი), ტარტუს (ესტონეთი). ერთი თითიც მოგვრჩა ლომონოსოვის უნივერსიტეტისთვის (МГУ), რომელიც დსთ-დან მარტოა სიაში და მესამე ასეულში იმყოფება.

 

 

 

Previous Post

მარიხუანის მოხმარების რეგულაცია საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის

Next Post

Forbes Life Georgia. თებერვლის ნომერი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Forbes Life Georgia. თებერვლის ნომერი

Forbes Life Georgia. თებერვლის ნომერი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Уникальность кракен сайт зеркало: что нужно знать в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Уникальность кракен сайт зеркало: что нужно знать в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result